Get All Access for $5/mo

ვინ არ დაისვენა? - Dello გაიცანით ოთარ ტერტერაშვილი და ვაკო ბენაშვილი!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

Dello არის Software Develop­ment კომპანია, რომელიც ეხმარება ბიზნესებს, ციფრული ტრანსფორმაციის მეშვეობით გახდნენ უფრო მოქნილები და უკეთესები. დღესდღეობით მომხმარებლებს ვთავაზობთ რამდენიმე განსხვავებულ მომსახურებას, ესენია: Mobile App Development, Web Development, Desktop App De­velopment, E-commerce Website Development და UX/UI Design. Dello-სთვის ასევე პრიორიტეტულია, ხელი შეუწყოს კომპანიებისა და საძიებო სისტემების "დამეგობრებას" და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) სერვისიც შეგვეთავაზებინა.

დაწყების დღიდან გადავწყვიტეთ, თითოეული ციფრული პროდუქტი აღგვექვა, როგორც საკუთარი, და გვემუშავა მასზე ისე, როგორც ჩვენს პირად პროდუქტზე ვიმუშავებდით. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, მუდმივად განვვითარდეთ და შევქმნათ ისეთი უნიკალური პროდუქტი, რომელიც თითოეული მომხმარებლის მოლოდინს გადააჭარბებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია, დამკვეთმა მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე ის ელოდება. მიიღოს იმაზე მოკლე დროში, ვიდრე ეს იყო გაწერილი და რაც მთავარია, მიიღოს პროდუქტი, რომელიც მათი მომხმარებლის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

Dello-ს ორივე დამფუძნებელს − ოთარ ტერტერაშვილსა და ვაკო ბენაშვილს, ანალოგიურ საკითხებზე ერთად ბევრჯერ გვიმუშავია, შეგვიქმნია რამდენიმე ციფრული პროდუქტიც, მაგრამ ბიზნესად ჩამოყალიბება ზაფხულში გადავწყვიტეთ. ვინაიდან ორივე ჩვენგანი ვართ სტარტაპერი, ერთად გვიმუშავია რამდენიმე საინტერესო პროექტზე და დღეს სწორედ მიღებული გამოცდილება ძალიან გვეხმარება. გვგონია, რომ ეს სტარტაპერული აზროვნება და გამომუშავებული უნარ-ჩვევები ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ საქმეში. მუდმივად გაქვს მუხტი, არ გეშინია მარცხის და მუდმივად მიიწევ რაღაც ღირებულის შექმნისკენ!

შექმნილმა მძიმე პერიოდმა გარკვეულწილად მეტი დრო მოგვცა, დავფიქრებულიყავით და განგვესაზღვრა პრიორიტეტები. მივხვდით, რომ ეს პერიოდი პირიქით, შესაძლებლობად უნდა გვექცია და ასე თუ ისე "გამოჯანმრთელებულ" ბაზარს უკვე მობილიზებულნი შევხვედროდით. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ბიზნესს, ასევე გააჩინა გრძელვადიანი საკმაოდ დიდი პერსპექტივებიც და სწორედ ამ პერსპექტივებმა მოგვცა დამატებითი მოტივაცია, დაგვეარსებინა Dello.

დღეს კომპანიაში დასაქმებულია 6 ადამიანი. ვინაიდან ძალიან სწრაფად იზრდება მოთხოვნა, ჩვენც კიდევ უფრო აქტიურად ვცდილობთ მოვძებნოთ პროფესიონალი, საინტერესო და რაც მთავარია, პერსპექტიული ადამიანები.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი