Get All Access for $5/mo

"ვისოლ ჯგუფი" ავტომომსახურების ბაზარზე საქმიანობას "ვინტოს" ბრენდით განაგრძობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ვისოლ ჯგუფი" ავტომომსახურების ბაზარზე 13-წლიანი საქმიანობის შემდეგ ოპერირებას "ვინტოს" ბრენდით განაგრძობს, რომელიც განახლებული ღირებულებებითა და განვითარების თანამედროვე ხედვით მომხმარებელს ავტომომსახურების სრულიად ახალ გამოცდილებას ჰპირდება.

"ვინტო" საქართველოში ოცამდე საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს. პროდუქტების ფართო არჩევანი ნებისმიერ საფასო კატეგორიაში აქ მოსულ მომხმარებელს საშუალებას მისცემს აღმოაჩინოს სასურველი პროდუქტი.

ნიკა ხოდელი, "ვინტოს" აღმასრულებელი დირექტორი

ავტოინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, "ვინტოს" გუნდმა სიღრმისეულად გაიცნო და შეისწავლა ქართული ბაზრის თავისებურებები, ფეხი აუწყო მომხმარებლების საჭიროებების ცვლილების დინამიკასა და ტემპს, გაითავისა თანამედროვე ბაზრის ტრენდები თუ ტენდენციები, კონკურენცია და ყველა ის ფაქტორი, რაც ამ სფეროში მნიშვნელოვანია. შედეგად, საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობით მიღებული ცოდნისა და ადგილობრივი სეგმენტის მახასიათებლების სინთეზი გახდა ახალი ქართული ბრენდის − "ვინტოს" შექმნის მოტივაცია.

"ვინტომ" რებრენდინგის პროცესში შეცვალა შოურუმების დიზაინი, ინტერიერი და კონცეფცია. ამჟამად, სწრაფი სერვისის მიღების პარალელურად, მომხმარებელს შეუძლია მოლოდინის მინიმალური დრო კომფორტულად მოწყობილ სივრცეში გაატაროს, სადაც ისარგებლებს უფასო ინტერნეტით და მიირთმევს არომატულ ყავას. ავტომობილის გამართვის პროცესი კი აღარ იქნება მისთვის დამღლელი და უსიამოვნო.

"ვინტოს" სამიზნე აუდიტორია კორპორაციული, საცალო და საბითუმო მომხმარებლებისგან შედგება. განახლებული სტრატეგიის ფარგლებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცალო ბაზრისთვის პროდუქციისა და სერვისების კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეთავაზება და მომხმარებლების ავტოსაჭიროებების დაკმაყოფილება ყველა საფასო კატეგორიაში − ეკონომიურიდან პრემიალურამდე. ამგვარი მიდგომებით "ვინტო" ინარჩუნებს მაქსიმალურ სიახლოვეს მომხმარებლების სურვილებთან.

"ვინტოს" პორტფელში თავმოყრილია ისეთი წამყვანი მწარმოებლების პროდუქტები, როგორებიცაა ფრანგული "ტოტალის" საავტომობილო ზეთები, ფინური "ნოკიანის" საბურავები, იტალიური "პირელის" საბურავები, პოლონური "ორლენოილის" საავტომობილო ზეთები, ბულგარული "მონბატის" აკუმულატორები, კორეული "ზეტუმის" საბურავები და ა.შ. ჩვენს ასორტიმენტში ასევე მრავლად არიან ბიუჯეტური ბრენდებიც. შესაბამისად, ავტოპროდუქტების მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა "ვინტოს" მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა ბაზარზე.

"ვინტო" საქართველოში წარმოდგენილია 12 სერვისცენტრით, რომელთაგან 7 ცენტრი ფუნქციონირებს თბილისში, ხოლო დანარჩენი 5 საქართველოს დიდ ქალაქებში. მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს დამატებით ორი ფილიალის გახსნას ზუგდიდსა და ბათუმში. სერვისცენტრები კონცეფციითა და მიდგომით მსგავსია, თუმცა ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით ზოგიერთ მათგანში ხელმისაწვდომია დამატებითი სერვისები. მაგალითად, სატვირთო მანქანებისა და მძიმე ტექნიკის მომსახურება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტიპის მომსახურება წარმოდგენილია თბილისშიც, ზაჰესის სერვისცენტრში. ასევე მსგავსი სერვისები იგეგმება ბათუმში, ფოთსა და სხვა ქალაქებში.

"ვინტო" მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და გაძლიერებაზე. ქსელის ქვეყნის მასშტაბით გაფართოებასთან ერთად, ვგეგმავთ სადისტრიბუციო ცენტრის ე.წ. ჰაბის გახსნას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი საბითუმო თუ კორპორაციული მომხმარებლებისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდებას. ჩვენი სტრატეგიული ხედვაა რეგიონებშიც შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც გააერთიანებს მაღაზიას, საწყობსა და ლოგისტიკას", − ნიკა ხოდელი, "ვინტოს" აღმასრულებელი დირექტორი.

კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე, რომელსაც "ვისოლ ჯგუფი" სთავაზობს მომხმარებლებს, არის ლოიალობის განახლებული სისტემა, რომელიც დაინტერესებულ პირებს ჯგუფის წევრი კომპანიების მასშტაბით სხვადასხვა ფასდაკლების მიღებისა და ქულების დაგროვება-გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. წარმოიდგინეთ, ერთი ელექტრონული ბარათით მიიღებთ "ვისოლის" საწვავზე მზარდ ფასდაკლებას (15-25 თეთრამდე ლიტრზე), ასევე, შეღავათიან ფასად (10-15%-იანი ფასდაკლება) შეიძენთ პროდუქტსა თუ სერვისს "ვინტოში" და ყველა ამ ტრანზაქციაზე დაგროვილი ქულებით "სმარტში" სურსათსაც შეიძენთ.

ეს სინერგია "ვინტოსთვის" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა საცალო ბაზარზე.

2018 წლიდან "ვინტოს" გუნდი სარეკლამო სააგენტო "ჯინჯერსთან" თანამშრომლობს, ამიტომ, რებრენდინგის იდეის გაჩენისთანავე, ცეცხლოვანი ჯინჯერები აქტიურად ჩაერთნენ განახლების პროცესში. შესაბამისად, ახალი ბრენდის იდეა და კონცეფცია ერთობლივი ნამუშევარია.

რებრენდინგის პროცესში "ვინტოს" გუნდის ერთ-ერთი ამოცანა ისეთი სახელის მოფიქრება იყო, რომელიც მოკლე, ინოვაციური და მარტივად დასამახსოვრებელი იქნებოდა. თუმცა ასოციაციები სახელთან მიმართებით მრავალგვარია. უპირველესად, სიტყვა "ვინტო" (Winto) გამარჯვებას გვახსენებს, ხოლო ფერებითა და ლათინური სახელწოდებით "ვისოლ ჯგუფთან" არის დაკავშირებული. თანაც, მუშაობის პროცესში, კვლევისა და ფოკუსჯგუფების გამოკითხვის შედეგად კომპანიის სახელის სამუშაო ვერსიებიდან ყველაზე დიდი მოწონება სწორედ "ვინტომ" დაიმსახურა. რაც შეეხება კომპანიის ლოგოს, მიმართულების მანიშნებელი ისრების კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელიც ასოცირდება წინსვლასთან და წარმატებასთან. იგი აღნიშნავს გუნდის ხედვასა და მისწრაფებას, რომ კომპანიამ მუდამ წინ, გამარჯვებისკენ იაროს. "ვინტოს" ლოგოც მარკეტინგულ კომპანია "ჯინჯერსთან" კოლაბორაციით შეიქმნა.

მსოფლიო ტენდენციები ყველა მიმართულებით ძალიან სწრაფად იცვლება, მათ შორის ავტოინდუსტრიაშიც. "ვინტოს" მთავარი ფოკუსი კი საქართველოს ბაზრის სრულად მოცვა და რეგიონებში ქსელის განვითარებაა, რათა კიდევ უფრო მეტმა მომხმარებელმა შეძლოს "ვინტოსთან" ერთად საკუთარი ავტომობილის "ხელისგულზე ტარება".

თიკი ბაღაშვილი

Entrepreneur Staff

კულტურის მენეჯერი, შემოქმედებითი მეწარმეობის მენტორი, მხატვარი

კულტურის მენეჯერი, შემოქმედებითი მეწარმეობის მენტორი, მხატვარი
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია