Wely - შენობების მართვის მაღალტექნოლოგიური სისტემები ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებული საუკეთესო ინოვაციებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

Wely მაღალტექნოლოგიური ინოვაციური კომპანიაა, რომელიც შენობების მართვის სისტემებს ქმნის. შენობაში ყველა ცვალებად მიმდინარე პროცესს ერთ სისტემაში აერთიანებს და შესაბამისი ავტომატიზაციებით მათ მართვას შესაძლებელს ხდის.

კომპანია წელიწადზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და სხვადასხვა ტიპის ბიზნესდაწესებულებაში ე.წ. ჭკვიან სისტემებს ნერგავს. ამისთვის გუნდმა ყველა ის საჭირო ჭკვიანი მოწყობილობა, სენსორები და მაკონტროლებლები შექმნა, რომლებიც მნიშვნელოვანი პარამეტრების გაზომვასა და მათ მოწოდებას რეალურ დროში უზრუნველყოფს. ასეთია, მაგალითად, შენობის შიდა და გარე ტემპერატურა, ტენიანობის მაჩვენებელი, ჰაერის ხარისხი, CO და CO2, ნიადაგის ჰიდრატაცია და სხვა.

Wely ასევე ქმნის მათ გამაერთიანებელ პროგრამულ სისტემას, რომელიც თავიდან ბოლომდე მომხმარებელთა ინტერესებზეა მორგებული. შესაძლებელია, მომხმარებელს მასზე წვდომა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჰქონდეს, შეამოწმოს მიმდინარე სტატუსი, დანერგოს ავტომატიზაციები და მოახდინოს ხარჯების ოპტიმიზაცია.

„ჩვენი გუნდი მომხმარებელს მისაღებ ფასად მასზე მორგებულ გადაწყვეტილებასა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი შენობა თუ ბიზნესდაწესებულება გავხადოთ ენერგოეფექტური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისა და უშუალოდ თანამედროვე ბიზნესებისთვის. ჩვენი გადაწყვეტილების მეშვეობით, კომუნალური ხარჯის შემცირება 10-დან 40 პროცენტამდეა შესაძლებელი", – ამბობს Wely-ის თანადამფუძნებელი ალექსანდრე კვიციანი.

ალექსანდრე კვიციანის თქმით, კომპანიას დიდი გეგმები აქვს და ქართული ბაზრის შემდეგ, უცხოური ბაზრების ათვისებასაც გეგმავს. სერვისი კი, რომელსაც Wely ქმნის, მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო პოპულარული, საჭირო და მოთხოვნადი ხდება.

„სამომავლოდ, ვფიქრობთ ჩვენი პროდუქტის ექსპორტზე გატანას და შენობის მართვის სისტემების მიმართულებით ახალი სიტყვის თქმას. ამ კუთხით უკვე დაწყებულია მუშაობა. აქვე მინდა მთლიანი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადოთ „თიბისი ბანკს" ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების გამართვისა და ჯილდოსთვის, რაც არის სტიმული და საწინდარი, სამომავლო, დიდი წარმატების მისაღწევად".

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

Business News

მიტანის სერვისი დრონებით - ინოვაცია ქართულ ბაზარზე

Waiter Call-ის ინოვაციური შესთავაზება მომხმარებლებს

სიახლეები

რას გვთავაზობს Marriott International საქართველოში

ინტერვიუ ალექსანდრე კვარაცხელიასთან

ინდუსტრიული ტრენდები

Kamkhadze PA: იმიგრაცია განსაკუთრებული მიღწევების მქონე ადამიანებისთვის

აღიარებული მაიამის 2023 წლის ერთ-ერთ საუკეთესო საიმიგრაციო იურიდიულ ფირმად

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

სიახლეები

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" - USAID YES-Georgia

პროგრამის მე-13 დასკვნითი რაუნდი წარმატებით დასრულდა