Get All Access for $5/mo

Winery Tour in Georgia - ღვინის ვირტუალური ღვინის ტური უკვე ხელმისაწვდომია

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დარია ხოლოდილინა

საქართველოში ღვინის კულტურასთან ზიარება ვირტუალური მოგზაურობით უკვე შესაძლებელია. ქართული კომპანიების − VRex Immersive Inc-ისა და Trails and Wines-ის ერთობლივი თანამშრომლობით, მსურველებს ღვინის კულტურის კერებთან სტუმრობა და მათი გაცნობა ახლა უკვე ციფრულ ფორმატში შეუძლიათ. Winery Tour in Georgia − ამ სახელწოდების აპლიკაცია თავდაპირველად საერთაშორისო ტურისტული გამოფენისთვის მზადდებოდა, თუმცა Covid-19-ის მიერ მოტანილი არაერთი შემზღუდავი ცვლილების შემდეგ, პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, შინ ყოფნა უამრავი ადამიანისთვის უფრო საინტერესო, აპლიკაცია კი ხელმისაწვდომი გაეხადათ.

აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია კახეთში მდებარე "გიუაანი მეღვინეობის" სხვადასხვა ტიპის სივრცე დეტალურად დაათვალიეროს და ქართული ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციებს აუდიო რეჟიმში, ინგლისურ ენაზე გაეცნოს.

"ამ აპლიკაციის ინტერნეტში საჯაროდ, უსასყიდლოდ გაშვებით, მინდა საქართველოს უცხოელ მეგობრებსა და გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ამ პირობებშიც, შინიდან გაუსვლელად, ღვინის ტურითა და ქართული კულტურით ისიამოვნონ. მეტი გაიგონ ღვინის ტრადიციებისა და მისი დაყენების უძველესი ტექნოლოგიის შესახებ. ვიდრე გადაადგილების შეზღუდვები არსებობს და მსურველები შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას ამ არაჩვეულებრივი კულტურის უშუალოდ გასაცნობად, მათ ჩვენ საქართველოსთან ვირტუალურ შეხებას ამ აპლიკაციის მეშვეობით ვთავაზობთ", − ამბობს დარია ხოლოდილინა, Trails and Wines-ის დამფუძნებელი.

"მთავარი არსი არის ის, რომ ჩვენი ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია ეხმარება ადამიანებს, რეალობასთან ახლოს სხვადასხვა, მათ შორის ტურისტული გამოცდილება შეიძინონ. სწორედ ამ მიზნით გავაკეთეთ ეს ერთობლივი აპლიკაცია შარშან, ექსპერიმენტის სახით. გადავწყვიტეთ, "გიუაანიი მეღვინეობის" გაცნობის ვირტუალური გამოცდილება ნებისმიერი მსურველისთვის აპლიკაციის სახით შეგვექმნა. ანალოგიურად, ჩვენი კომპანია არა მხოლოდ ტურისტულ, არამედ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ემსახურება. კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს განხორციელებული კულტურულ მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად. ვარძიასა და უფლისციხეში სტენდები დავაყენეთ, რომელიც შშმ-პირებს საშუალებას აძლევს სრულფასოვნად დაათვალიერონ ძეგლები და არა მარტო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებით ახლა, COVID-19-ის პერიოდში, როდესაც ადამიანები შეზღუდული არიან გადაადგილებაში, ძველებურად ვეღარ მოგზაურობენ და ვერ იღებენ რეალურ გამოცდილებებს, ვირტუალური რეალობა არის ის ტექნოლოგია, რომელიც მათ ამ ეტაპის გადალახვასა და ახალი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი − იქნება ეს მეღვინეობა, სასტუმრო ან საქართველოს ესა თუ ის კუთხე, თუ დაინტერესდება, შეუძლია ითანამშრომლოს ჩვენთან. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მათ შესახებ ვირტუალური რეალობის გამოცდილება, რათა შევახსენოთ და არ დავავიწყოთ მოგზაურებს ჩვენი ტურისტული ობიექტების არსებობა. მეორე მხრივ კი, მივაწოდოთ ახალი ინფორმაცია ისეთი სახალისო და საინტერესო გზით, როგორიც ვირტუალური რეალობის ინტერაქციული გამოცდილებაა", − ამბობს ნიკოლოზ გოგოჭური, კომპანია VRex Immersive Inc-ის თანადამფუძნებელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ