სახელმძღვანელო Entrepreneur.ge–ს კონტრიბუტორებისათვის
სახელმძღვანელო Entrepreneur.ge–ს კონტრიბუტორებისათვის
თუ გრძელი სახელმძღვანელოს კითხვა მოგბეზრდა, იხილე მოკლე ვერსია
- ჩვენ ვეძებთ უნიკალურ, ორიგინალურ იდეებს და არა ათასჯერ გამოყენებულ ზოგად ბანალურ წინადადებებს
- შენი შეხედულებები უმჯობესია ანეკდოტებით, ცნობილი კომპანიების მაგალითებითა და გამოქვეყნებული კვლევებით გაამდიდრო და თან დაურთო წყაროები.
- სტატიები უნდა იყოს ორიგინალი, ექსკლუზიურად entrepreneur.ge-თვის შექმნილი, რადგან თვით–პლაგიატიც პლაგიატია !
- სტატიები უნდა იყოს ორიგინალი, ექსკლუზიურად entrepreneur.ge-თვის შექმნილი, რადგან თვით–პლაგიატიც პლაგიატია !
თუ კონტრიბუტორობაზე სერიოზულად ფიქრობ, სანამ სტატიას დაწერდე, უმჯობესია, გადახედო სახელმძღვანელოს და მასში ნათლად გამოხატულ მოლოდინებს
სანამ დაწერ: რას ვეძებთ
სანამ სტატის მოგვაწვდი: რა ნაბიჯებია გასავლელი
სტატის კონტრიბუციის შემდეგ: რას უნდა ელოდო
სტილის სახელმძღვანელო
I. სანამ დაწერ: რას ვეძებთ
მოცულობა: სასურველია, სტატია შედგებოდეს 700–800 სიტყვისგან, უფრო გრძელიც მისაღებია, თუმცა, არაუმეტეს 1200 სიტყვისა.
თემები: ჩვენი კონტენტი განათლებასა და მოტივაციაზეა აგებული. რედაქტორი მიესალმება იმ სტატიებს, რომლებიც ინსპირაციას, თანამედროვე ტენდენციების მიმოხილვას და ქმედით, სასარგებლო რჩევებს მოიცავს.
განსაკუთრებული შენიშვნა: ჩვენი მკითხველებისთვის საინტერესო თემებზე ახალ იდეებსა და შეხედულებებს ვეძებთ, იმისათვის, რომ ვიცოდეთ რომ შენი იდეა ორიგინალურია:
ა). კარგად გადახედე გვერდს. მოძებნე, რომელი თემები მოსწონს და აინტერესებს ჩვენს მკითხველს, რა გვაქვს ამ თემაზე უკვე დაწერილი და შემოგვთავაზე ისეთი შინაარსიის სტატია, რაც მკითხვლებისთვის და რედაქტორებისთვის ახალი იქნება.
ბ). საკუთარი გამოცდილება გაითვალისწინე. რა პრობლემები გამოგივლია? რა უნიკალური პერსპექტივები, შეხედულებები შეგიძლია გვაჩვენო? მოგვიყევი ამბავი.
გ). გადახედე მიმდინარე მოვლენებს. ახალმა მოვლენებმა და ინდუსტრიაში ცვლილებებმა შეიძლება სრულიად განსაკუთრებული სტატიის მუზამდე მიგიყვანოს. მოგვიყევი როგორ შეიძლება ცვლილებებმა არსებულ რეალობაზე გავლენა იქონიოს ან რა გზით შეიძლება მათ ბიზნესმენები მომზადებულები დახვდნენ.
ქმედითი რჩევა: ამბები, რომლებიც მკითხველისთვის ქმედით, სასარგებლო რჩევების მიცემას არ ითვალისწინებს, არ გამოქვეყნდება. რჩევებში კი იმ ხრიკებსა და საშუალებებს ვგულისხმობთ, რომელსაც მკითხველი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. საუკეთესო რჩევა ზოგჯერ ის იდეებია, რომელიც მკითხველს მათი პრობლემების ახლებურად გადაწყვეტის საშუალებას აძლევს.
სანდო წყაროები: ჩვენ ვეყრდნობით იმ წყაროებს, რომელსაც თავად მიუთითებთ, მაქსიმალურად მიჰყევით პირველწყაროებს და გაითვალისწინეთ, ვიკიპედია, რომელიც ინფორმაციის საჯარო კონტრიბუციით საზრდოობს, ყოველთვის ზუსტ ინფორმაციას არ ასახავს. ზოგადად, მომხრე ვართ ავტორი რამდენიმე ლინკს ეყრდნობოდეს (Entrepreneur.ge-სა და საკუთარი კომპანიის გვერდის გარდა), სადაც მკითხველები, სურვილის შემთხვევაში, თემის ირგვლივ განხილულ საკითხებს მოიძიებენ.
ინტერვიუებზე ორიენტირდით: Entrepreneur-ის რედაქტორები მიესალმებიან საინტერესო და რელევანტურ ინტერვიუებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერვიუ ჩაწერამდე რედაქტორთან უნდა იყოს შეთანხმებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა რესპონდენტი ცნობილი, პოპულარული სახეა. შესაძლოა Entrepreneur-ის რომელიმე თანამშრომელს უკვე ჰქონდა აღნიშნულ პირთან ინტერვიუ, ამ პრინციპის მიყოლით თავიდან ავიცილებთ ინტერვიუს დუბლირების შესაძლებლობას
გთხოვთ, გაითვალისწინეთ: კონტრიბუტორებს შეუძლიათ საჯაროდ აღნიშნონ, რომ Entrepreneu.ge-თვის სტატიებს წერენ, თუმცა ისინი არ არიან entrepreneur-ის თანამშრომლები და აკრძალულია ამ რეგალიით საკუთარი პოზიციის მოხსენიება სხვადასხვა ღონისძიებებსა და საჯარო საკომუნიკაციო სვრცეებში.
II. სანამ საქმეს შეუდგებით: რა ნაბიჯები უნდა გადადგათ
თქვენი სტატიისთვის:
მოგვაწოდეთ დამაჯერებელი მასალა, რადგან ჩვენი რედაქტოორები არ მიიღებენ არასრულყოფილ ნამუშევარს. თუ თქვენი სტატია ტიპოგრაფიულად და გრამატიკულად გაუმართავი იქნება, არ გამოვაქვეყნებთ.
გადახედეთ ჩვენს სტილის სახელმძღვანელოს. გადახედეთ ჩვენს სტილის სახელმძღვანელოს. Entrepreneur-ს პუნქტუაციისა და წერის წესების სპეციფიური სახელმძღვანელო აქვს, რომელიც ამ დოკუმენტის ბოლოშია მოცემული. სტატიის გამოგზავნამდე შეადარეთ რამდენად შეესაბამება თქვენი მასალა აღნიშნულ წესებს.
დალინკეთ წყაროები. თუ ვინმეს ციტირებას ახდენთ ან სტატისტიკურ ინფორმაციას აქვეყნებთ, დალინკეთ წყარო, ასე მკითხველს თემის ირგვლივ მეტის გაგების საშუალებას მისცემთ და სტატიაც უფრო სასიამოვნოდ წასაკითხი იქნება. ნუ დაელოდებით, რომ ამას რედაქტორი გააკეთებს თქვენს ნაცვლად, გთხოვთ, მიუთითეთ წყარო.
ყოველთვის აღნიშნეთ, როცა სტატია კონკრეტული ინტერვიუს საფუძველზეა დაწერილი. რედაქტორი და მკითხველი ყოველთვის მოისურვებენ იმის ცოდნას, რომ მასალა ექსკლუზიური ინტერვიუს მიხედვითაა შექმნილი.
გაამჟღავნეთ თქვენი ფინანსური ურთიერთობები. გთხოვთ, არ დამალოთ თუ ფინანსური ურთიერთობა გაკავშირებთ რომელიმე იმ ადამიანთან ან კომპანიასთან, რომელზეც წერთ ან წყაროდ მიუთითებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მკითხველებისთვის და ამ წესის დარღვევა სტატიის ვებ–გვერდიდან წაშლას და ჩვენთან თქვენი კონტრიბუტორობის შეწყვეტას გამოიწვევს. კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ რედაქტორს.
თქვენ არ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ სტატია ან მიუთითოთ სტატიაში კონკრეტული წყაროები პიროვნებისგან ან კომპანიისგან ფინანსური შემოსავლის მიღების მიზნით. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ავტორს ჩამოერთმევა Entrepreneur-ის კონტრიბუტორობის უფლება.
გაამყარეთ არგუმენტი მრავლობითი მაგალითებით. გაამყარეთ არგუმენტი მრავლობითი მაგალითებით. დაამტკიცეთ თქვენი არგუმენტი და გამოიყენეთ ამისათვის ერთზე მეტი მაგალითი (კომპანიის, სწავლების, კვლევის, ანტრეპრენერის და ა.შ.). ჩვენ არ მივიღებთ სტატიას მხოლოდ ერთი კომპანიის ან პიროვნების შესახებ, თუ ის საქვეყნოდ ცნობილი და ძალიან პოპულარული არ არის (მაგალითად, ბილ გეიტსი ან Apple).
მიუთითეთ, თუ სტატია გარკვეული ნიშნის მიხედვით დროულად გამოსაქვეყნებელია (მაგ: საშობაო სტატია), ელ–ფოსტის სათაურში მითითებით რედაქტორი მარტივად მიაგნებს თქვენს შეტყობინებას.
გამოგვგზავნეთ ექსკლუზიური მასალები. ჩვენთვის მიუღებელია ნამუშევარი, რომელიც თქვენ არ შეგისრულებიათ, ასევე, თქვენს მიერ ადრე დაწერილი სტატიები, რომელიც ერთი–ორი ახალი დეტალის დამატებით განაახლეთ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ სტატია არ იყოს ზედმიწევნით თვით–პიარზე აგებული. თქვენი კომპანიის, წიგნის, უნარების ხსენება მხოლოდ თქვენი, როგორც კონკრეტული თემის ექსპერტის დემონსტრაციას უნდა ემსახურებოდეს და ჰქონდეს სწავლების და არა რეკლამის სახე. სტატიები, სადაც გადაჭარბებით რეკლამირდება თქვენი კომპანია, ბრენდი ან პროდუქტი, დაიბლოკება. თქვენი პროდუქტებისა და ინიციატივებისკენ მიმართული მრავლობითი ლინკები კი წაიშლება (ერთი ან ორი მისაღებია, 10 ლინკი – აღარ).
თქვენი საავტორო პროფილისთვის:
მიაწოდეთ რედაქტორს:
იქონიეთ უნიკალური ელ–ფოსტა, რომლის საშუალებითაც შემოხვალთ ხოლმე კონტენტ–მენეჯმენტის სისტემაში. თუ თქვენ ბრძანდებით პუბლიცისტი, რომელიც რამდენიმე ადამიანს წარმოადგენს, თითოეულ მათგანზე ინდივიდუალური ელ–ფოსტა დაგჭირდებათ.
III. რა მოხდება კონტრიბუციის შემდეგ
ჩვენთან საკმაოდ მოცულობითი კონტრიბუციის გათვალისწინებით, კონტრიბუტორებს უწევთ 6–8 კვირის განმავლობაში მოცდა. თუ 10 კვირის მანძილზე არ შეგეხმიანეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სტატია უარყოფილია.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სტატია მოწონებული იქნება, Entrepreneur-ის რედაქტორი კონტენტ–მენეჯმენტის სისტემაში შექმნის თქვენს პროფილს, რის შესახებაც ელ–ფოსტით გეცნობებათ. ამის შემდეგ საჭირო იქნება დაწეროთ 2–3 წინადადებიანი მოკლე ბიოგრაფია და დაურთოთ პროფილს თქვენს ფოტო–სურათთან (აუცილებლად მაღალი ხარისხის) და სოციალური ქსელების მისამართებთან ერთად. პროფესიული ბიოგრაფიისთვის ნუ გამოიყენებთ პათეტიკურ, სარეკლამო და ფამილარულ ლექსიკას. შეგიძლიათ მიუთითოთ სამუშაო ადგილი და თქვენს მიერ გამოქვეყნებული წიგნი, თუ ამის სურვილი გექნებათ.
მიღებული სტატია გაივლის შემოწმებას. შესაძლოა რედაქტორს გაუჩნდეს კითხვები ან რჩევები მასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში სტატიას რედაქტორისგან შემოწმების რეჟიმში ატვირთულს, ლინკის სახით მიღებთ ელ–ფოსტაში. თქვენს მიერ შესაბამისი ცვლილებების შეტანის და შენახვის შემდეგ ჩვენც გვექნება მათი გადახედვის შესაძლებლობა. დასრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ სტატიის საბოლოოდ წარდგენა, რომელიც კვლავ განიხილება რედაქტორის მიერ.
კონტრიბუტორების სტატიებს კოდირებული ფერები ენიჭება:
-- სადა ყვითელი: მასალა განხილვის ქვეშაა და შეგიძლიათ ცვლილებები შეიტანოთ.
-- სტაფილოსფერი: მასალა გამოგზავნილია განსახილველად და მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ. თუ კიდევ გსურთ რაიმეს დამატება, რედაქტორს ელ–ფოსტა მიწერეთ.
-- ყვითელი, შემოწმების ნიშნით: სტატია მიღებულია.
-- საათის ნიშანი: მასალა მალე გამოქვეყნდება.
-- მწვანე: მასალა გამოქვეყნებულია.
-- წითელი ან შავი: მასალა უარყოფილი ან მოძველებულია.როცა თქვენი მასალა გამოქვეყნდება, ელ–ფოსტას მიიღებთ.
IV. სტილის სახელმძღვანელო
- ბრჭყალებში მოცემულ ციტატას ყოვეთვის უნდა მოჰყვებოდეს მისი ავტორის დასახელება.
- თავად მოიყვანეთ ჰიპერბმულები (hyperlinks), ნუ ჩასვამთ URL-ს ფრჩხილებში იმის მოლოდინით, რომ ჩვენ დავლინკავთ ბმულის სახით.
- ტექსტის პუნქტებად დაყოფისას გაითვალისწინეთ, ერთწინადადებიანი პუნქტი ძალიან ღარიბულად გამოიყურება, ბევრი წინადადება კი დაამძიმებს მას, 2–3 წინადადებიანი პუნქტები იდეალურად გამოიყურება.
- "პროცენტი" გამოიყენება, როგორც სიტყვა, არასოდეს იხმაროთ %, გამონაკლისი მხოლოდ მრუდებია.
- ქვეთავები აუცილებლად პარალელურ ფორმატში უნდა იყოს მოქცეული.
- არასოდეს მიუთითოთ ლინკები ქვეთავში, მათი გამოყენება მხოლოდ ტექსტში შეგიძლიათ.
- თუ სტატიის წერა მეორე პირში დაიწყეთ, გთხოვთ ბოლომდე შეინარჩუნოთ და არ აურიოთ პირველ და მესამე პირებში.
- შეეცადეთ ტექსტში ზმნის დროები არ არიოთ. ერთ დროში წერეთ.
- თავიდან აიცილეთ ტავტალოგია
- 0–დან 10–მდე ციფრები იწერება სიტყვიერად (გამონაკლისია ციფრები, რომლებიც სიტყვა "პროცენტთან" ერთად გამოიყენება), ხოლო 10–ის ზემოთ – ციფრების სახით. წლები ყოველთვის ციფრების სახით იწერება.
- ყოვეთვის გადაამოწმეთ ცნობილი ადამიანების ციტატების ნამდვილობა სანდო წყაროების მეშვეობით
- თუ ჟარგონის, აბრევიატურის ან იმ აკრონიმების გამოყენება გსურთ, რომელიც სხვამ არავინ იცის, მაშინ ტექსტში პირველად ხსენებისას აუცილებლად გაშიფრეთ.
სტატიებში დაცული უნდა იყოს შემდეგი სტილი: ყველა სოციალური ქსელის, ვებგვერდისა და უცხოური კომპანიის სახელი მოცემული უნდა იყოს ორიგინალურ (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ა.შ.) ენებზე, ბრუნვისას – ორიგინალი სახელი+დეფისი+ბრუნვის ნიშანი. მაგ: Google-მა, Facebook-ის, Instagram-ზე, და ა.შ. გამონაკლისი შესაძლოა მხოლოდ ის უცხოენოვანი სახელი აღმოჩნდეს, რომლის მსგავსი ფორმით გადმოცემა არ იქნება სტილისტურად გამართლებული და კომფორტული წასაკითხად. ამის შესახებ გადაწყვეტილებას სტილისტი მიიღებს.
ნებისმიერ სტატიაში, ინტერვიუში, ბლოგში, სვეტში დაიცავით შემდეგი სტილი: ჟურნალის სახელწოდებას წერთ მხოლოდ ორიგინალში – Entrepreneur. შესაბამისად, ბრუნვებშიც იყენებთ იმავე სტილს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ მაგალითებშია.