My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

შეცდომები

უსიამოვნო ინფორმაციის შეტყობინებისას დაშვებული 4 შეცდომა

პერსონალისთვის უსიამოვნო ამბების შეტყობინება ნებისმიერი კომპანიის ხელმძღვანელს უწევს და ეს ადვილი ამოცანა ნამდვილად არ არის. თანამშრომლებს მათ მიღებას გაუადვილებთ, თუ კომუნიკაციის ამ 4 გავრცელებულ შეცდომას მიაქცევთ ყურადღებას.
უსიამოვნო ინფორმაციის შეტყობინებისას დაშვებული 4 შეცდომა
ფოტო: Pixabay
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლიდერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა კომპანიის პერსონალისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. ეს განსაკუთრებით რთული ამოცანაა უსიამოვნო ახალი ამბების შეტყობინების დროს. კომპანიის ხელმძღვანელმა ნებისმიერი საკითხის უპრობლემოდ გადაჭრა უნდა შეძლოს − თანამშრომლის მუშაობის შედეგების შეფასება იქნება ეს, გუნდის ახალი წევრისთვის ბიუჯეტზე ან სხვა რესურსებზე უარის თქმა, კლიენტის დაკარგვა, პროექტის ჩავარდნა, თუ ბიზნესისთვის ისეთი სახიფათო საკითხები, როგორიც ტარიფებისა და ნორმატიული სისტემის ცვლილებებია.

გაეცანით 4 ტიპურ შეცდომას, რომელსაც ხელმძღვანელები უარყოფითი ინფორმაციის შეტყობინებისას იმ შემთხვევებში უშვებენ, თუ სათანადო ტრენინგი არ აქვთ გავლილი ან თავდაჯერება აკლიათ და პერსონალისთვის ვითარების ნათლად განმარტებას ვერ ახერხებენ.

ინფორმაციის გაჟონვა

ჩემი ერთ-ერთი კლიენტი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად სწორედ ინფორმაციის გაჟონვას არჩევს. შეხვედრაზე ან სხვა ადამიანებთან პირად საუბრებში ამბის გარკვეულ დეტალებზე საუბრობს, მიზანი – ინფორმაციის ადრესატამდე მიტანაა. სინამდვილეში, ამგვარი ინფორმაციის პირველად გაგება ნებისმიერ სხვას უხერხულობას უქმნის. ხოლო იმ ადამიანს, ვისაც ეს ეხება, თავგზას უბნევს, რადგან ვითარებაში ნათლად ვერ ერკვევა, წარმოდგენა არ აქვს, თუ რა დგას ამ ცუდი ამბის უკან.

ზოგიერთმა თანამშრომელმა შესაძლოა ვერც კი გააანალიზოს მესამე პირისგან ყურმოკვრით გაგებული ინფორმაცია, საკუთარ თავზე საერთოდ არ მიიღოს, არც ქცევა გამოასწოროს და არც მუშაობის ხარისხი. ასეთ შემთხვევაში ხელმძღვანელი სუსტი და არაეფექტური გამოჩნდება. ის სერიოზულად უნდა მოემზადოს უსიამოვნო საუბრისთვის და თუ თავდაჯერებული არ არის, ეჭვი ეპარება, რომ ვითარების მარტივად მოგვარებას შეძლებს, დახმარებისთვის კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირს მიმართოს. მათ ერთად უნდა გადაწყვიტონ, როგორ სჯობს თანამშრომლისთვის ცუდი ამბის შეტყობინება.

თავდასხმა და შეურაცხყოფა

ბევრი ხელმძღვანელი მეტისმეტად დაკავებულია და პროექტში დროულად ვერ ერთვება, მხოლოდ ბოლო წუთებში გამოჩნდება და ყველას თავს ესხმის, პროექტს მძაფრად აკრიტიკებს და ვერც კი ხვდება, ამით რას აკეთებს. თავად ფიქრობს, რომ პირდაპირ და დაუფარავად გამოთქვამს საკუთარ აზრს და საქმისთვის სწორედ ასე სჯობს. თანამშრომლებისთვის მსგავსი დამოკიდებულების ატანა უკიდურესად მძიმეა. ჩვეულებრივ, ნებისმიერს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს ყველაფერი თავზე დააყარეს და ამ არეულ-დარეულობის მოსაწესრიგებლად მარტო დატოვეს.

დიალოგზე უარის თქმა

ზოგიერთი ხელმძღვანელი თანამშრომელს ცუდი ამბების პასუხად საკუთარი აზრის გამოთქმის არც დროს აძლევს და არც ბევრი შეკითხვის დასმის საშუალებას – სიახლის პროტესტის გარეშე მიღებას აიძულებს.

სინამდვილეში, ასეთ დროს თანამშრომლებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება და მხარდაჭერის გამოცხადებაა საჭირო. ან უბრალოდ მათი დარწმუნება, რომ ცვლილებების მიღება უნდა შეძლონ და ახალი მიმართულებით დაიწყონ მუშაობა. ზოგიერთ ხელმძღვანელს თანადგომის გამოცხადებისა და დახმარების აღმოჩენის შესანიშნავი უნარი აქვს. სხვა შემთხვევებში კი, საქმე წინ არ მიდის.

შებრალებისა და თანაგრძნობის მოლოდინი

წლების წინ ზოგიერთი მშობლის დამოკიდებულება შვილის მიმართ, მის დასჯამდე, ასე გამოიყურებოდა: „ეს შენზე მეტ ტკივილს მე მაყენებს“, რაც სასტიკი მოპყრობის გამართლება და ამასთან ერთად, ბავშვის ტკივილის და ტანჯვის შემსუბუქების ტექნიკა იყო. ხელმძღვანელები, რომლებიც ასე იქცევიან, საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, არ აინტერესებთ მათმა სიტყვებმა თანამშრომელზე და თვით პრობლემის მოგვარებაზე რა გავლენა მოახდინა. წამებულივით იქცევიან და ეგოისტურად მოელიან, რომ ამ ცუდი ამბისთვის ვინმე კი არ გაუნაწყენდებათ, პირიქით − მადლობას გადაუხდის.

ნამდვილი ლიდერები ზემოთ მოყვანილი შეცდომების თავიდან აცილებას წარმატებით ახერხებენ – პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ. აღიარებენ, რომ ცუდი ინფორმაციის მოსმენა თანამშრომლებისთვის ადვილი ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, ორგანიზაციისთვისაც ძალიან სასარგებლოა, როდესაც ლიდერები თანამშრომლებს ნათლად უხსნიან ვითარებას და მათ მიმართ თანაგრძნობას გამოხატავენ.

 თქვენც დაფიქრდით, ხომ არ უშვებთ რომელიღაც ამ შეცდომას?

More from Entrepreneur

Brittney's a Certified Financial Planner who can help you manage your business and personal finances and navigate the ups and downs of starting a business.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur