My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

მენეჯმენტი

როგორ უნდა ებრძოლოთ ემოციური „გადაწვის" სინდრომს

როგორ უნდა ებრძოლოთ ემოციური „გადაწვის" სინდრომს
ფოტო: Pixabay
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ წარმატების მისაღწევად ბევრს შრომობთ და გრძნობთ, რომ რესურსი აღარ დაგრჩათ, აღარაფრით ხართ კმაყოფილი, სტიმული დაკარგეთ, ვეღარც სამუშაოს ასრულებთ უწინდებურად, უარყოფით ემოციებს ვეღარ უმკლავდებით, სამსახურში სულელურ შეცდომებს უშვებთ და არასწორ გადაწყვეტილებებსაც იღებთ, სავარაუდოდ ემოციური „გადაწვის“ სინდრომი გაქვთ და სასწრაფოდ თავს უნდა მიხედოთ, რაც არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ყველანაირად უნდა შეეცადოთ, სამსახურს გამოეთიშოთ, ძალები აღიდგინოთ და შინაგანი წონასწორობა იპოვოთ.

ამაში შემდეგი ნაბიჯები აუცილებლად გაგიწევთ დახმარებას:

გამოეთიშეთ სამსახურს

„გადაწვის“ სინდრომთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური სტრატეგია სწორედ ეს არის. სხვა შემთხვევაში, თქვენ პრაქტიკულად არ გაქვთ დრო სამსახურს გამოეთიშოთ, ელექტრონულად მაინც მუდამ სამსახურში ხართ – ამოწმებთ ფოსტას და გზავნილებს. კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში მუდმივი სტრესის ქვეშ ხართ. თუ ამ საკითხს არ მოაგვარებთ, ფაქტობრივად მუდამ სამსახურში იქნებით და სხვა საქმეებზე ყურადღების გადატანისა და ძალების აღდგენის საშუალება არასოდეს გაგიჩნდებათ. თუ დასვენების დღეებში და საღამოობით სამსახურიდან მთლიანად გამოთიშვა შეუძლებელია, სცადეთ და იქნებ მხოლოდ გარკვეულ დროს შეამოწმოთ ელექტრონული ფოსტა და გზავნილებსაც უპასუხოთ. მაგალითად, სამუშაო დღეებში საღამოობით ან სადილის შემდეგ, ან შაბათ-კვირას, როდესაც თქვენი შვილები სპორტით არიან დაკავებული. დროის ასეთი მოკლე მონაკვეთები სტრესს ამცირებს და ამასთან ერთად, კოლეგებისა და პარტნიორებისთვის სრულიად მისაწვდომი რჩებით.

ყურადღება მიაქციეთ თქვენი სხეულის სიგნალებს

ყველაზე მარტივია იფიქროთ, რომ თავის ტკივილი სხეულის გაუწყლოების ბრალია, მუცლის – რომელიღაც კერძის, კისრის კი, იმისა, რომ ბალიშზე თავი არასწორად გედოთ; მაგრამ ყოველთვის ასე ხომ არ არის. ხშირად ტკივილები განუწყვეტელი სტრესისა და შფოთვის შედეგია. თქვენს სხეულზე ემოციური გადაწვა ასე აისახება. ასე რომ, დააკვირდით თქვენს სხეულს და ემოციური გადაწვის ნიშნები ჩანასახშივე მოსპეთ. თქვენი სხეული განუწყვეტლივ გესაუბრებათ და მისი მოსმენა აუცილებლად უნდა ისწავლოთ.

დასვენების გრაფიკი

დასასვენებლად დროის გამონახვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამუშაოს დაგეგმვა. დასასვენებლად თუნდაც ასეთი მარტივი რამ მოიგონეთ − „კითხვა 30 წუთის განმავლობაში“. ეს დიდ დახმარებას გაგიწევთ. დასვენების დროის დაგეგმვა გარანტიაა იმისა, რომ მას აუცილებლად გამოიყენებთ და თანაც, მოუთმენლად დაელოდებით.

ნუ მიიღებთ საძილე აბებს

საძილე აბებზე საუბრისას ყველა ის საშუალება იგულისხმება, რომელიც მოდუნებასა და დაძინებაში გეხმარებათ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ალკოჰოლია, „ვალიუმი“ თუ ნებისმიერი სხვა რამ, რასაც ამ შემთხვევაში იყენებთ. ისინი თქვენი ძილის ნატურალურ პროცესებს არღვევს. თუ შეგიმჩნევიათ ოდესმე, დამამშვიდებლის მიღებისას როგორი უცნაური სიზმრები გესიზმრებათ? ძილის დროს ტვინი ორგანიზმს მავნე ტოქსინებისგან ათავისუფლებს, რაც რამდენიმეეტაპიანი პროცესია. დროდადრო დღის მოგონებებს გადაალაგებს − ინახავს ან აგდებს (რაც სიზმრებს განაპირობებს). დამამშვიდებელი საშუალებები ამ ციკლებზე ახდენს გავლენას, ტვინის ბუნებრივ პროცესებს ცვლის. ნებისმიერ საშუალებას, რომელიც ტვინის ბუნებრივ პროცესებს ცვლის, შესაძლოა მძიმე გავლენა ჰქონდეს თქვენი ძილის ხარისხზე. თქვენთვის კი, ამ დროს ადეკვატური, ხარისხიანი ძილია აუცილებელი, ემოციური „გადაწვა“ რომ აიცილოთ თავიდან.

წესრიგის დამყარება

გაითვალისწინეთ ის, რომ სტრესი, რომელსაც ყოველდღიურად განიცდით, ბევრ სამუშაოსთან სულაც არ არის დაკავშირებული. უფრო მეტად ნაკლები ორგანიზებულობის ბრალია. სწორედ ამიტომ ვერ ვასრულებთ ეფექტურად სამუშაოს. როდესაც დროს არ დაინანებთ და ყველაფერს მოაწესრიგებთ, სამუშაოს შესრულება გაცილებით იოლი გახდება.

დღის განმავლობაში მცირე შესვენებები გააკეთეთ

ფიზიოლოგიურად, ადამიანები შემდეგი რიტმით მუშაობენ გაცილებით ნაყოფიერად: 1 ან 1,5 საათი მუშაობა, შემდეგი 15 წუთი შესვენება. თუ იმას დაელოდებით, როდის დაიღლებით, ძალიან გვიანი იქნება − ისე გამოგეცლებათ ძალა, რომ პროდუქტიულობის პიკს ვერ მიაღწევთ და სრულიად უაზროდ დაიღლებით. გრაფიკის შედგენა და მისი შესრულება იმის გარანტიაა, რომ თქვენ მაშინ მუშაობთ, როდესაც ყველაზე შრომისუნარიანი ხართ და ისვენებთ, როდესაც ისედაც შრომისუუნარო იქნებოდით.

მიენდეთ თქვენს მხარდამჭერებს

სტრესის დროს მხოლოდ ერთი სურვილი გამოძრავებთ − რაც შეიძლება შორს იყოთ ხალხისგან. მუდამ მარტო გსურთ დარჩენა. არ დაგავიწყდეთ, რომ შესაძლოა ადამიანები, რომელთაგან თავის დაღწევა გსურთ, ემოციურ „გადაწვასთან“ ბრძოლაში თქვენი მეკავშირეები გახდნენ. მაგალითად, თქვენი ოჯახი ან მეგობრები. იმ ადამიანებთან ყოფნა, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ, სტრესის დაძლევაში დაგეხმარებიან და იმასაც შეგახსენებთ, რომ ცხოვრებისგან სიამოვნებაც უნდა მიიღოთ და უნდა გაერთოთ კიდეც.

ყველაფერი ერთად

თუ ამ სტრატეგიამ არ გაამართლა, იცოდეთ, რომ შესაძლოა ყველაფერი თქვენი სამსახურის ბრალია. არასწორად შერჩეული სამსახური თავისთავად იწვევს ემოციურ „გადაწვას“. ასეთ შემთხვევაში, უნდა გადაწყვიტოთ, რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვნი − სამსახური თუ ჯანმრთელობა.

More from Entrepreneur

Corene Summers helps clients advancing their health, careers and lives overall through reducing stress, tension and optimizing sleep.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur