You can be on Entrepreneur’s cover!

8 ბუნებრივი გზა გაბედნიერებისთვის გამოიმუშავეთ ბედნიერების ჰორმონები!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ცნობილია, რომ დოპამინის საშუალებით ხდება სიამოვნების შეგრძნება და ბედნიერების განცდა. დოპამინი ადამიანის ტვინის ერთ-ერთი ნეიროგადამცემია (ერთი ნეირონიდან მეორეზე გადასცემს სიგნალს). ევოლუციურად, დოპამინის დანიშნულება მარტივია − გადარჩენისთვის აუცილებელი ქმედებების წაქეზება, როგორიცაა საკვების მიღება და გამრავლება. შესაბამისად, დოპამინის გამომუშავებას უნდა ვახერხებდეთ ჭამით და სექსით. სამწუხაროდ, ადამიანმა არ იკმარა ეს სიამოვნება და ხელოვნური გზით (ალკოჰოლი, ნარკოტიკი) დაასწავლა ტვინს დოპამინის გამომუშავება. ხელოვნურ დოპამინზე დამოკიდებულება საკმაოდ მძიმე კონდიციაა − ტვინი კარგავს უნარს, ბუნებრივი გზით წარმოქმნას სიამოვნების შეგრძნება.

დოპამინის მომატების 8 ბუნებრივი გზა:

  • კვება: მნიშვნელოვანია ცილით მდიდარი პროდუქტის (ნუში, ნიგოზი, გოგრა და გოგრის თესლი, სეზამის მარცვალი, მიწისთხილი, ბანანი, ავოკადო, ლობიო, წყალმცენარეები, სპირულინა, ისპანახი, ჩია) და ფერმენტირებული საკვების მიღება;
  • ვარჯიში: კვირაში სამჯერ რომელიღაც ტიპის ფიზიკური აქტივობა (იოგა, ცურვა);
  • მედიტაცია: ყოველდღე, 10 წუთი;
  • ძილი: ადრე დაძინება და 8-9 საათი ძილი;
  • რომანტიკა: ემოციებით გაჯერებული ინტიმური ურთიერთობები;
  • მზე: დღის შუქზე ყოფნა;
  • მუსიკა: საყვარელი ჰანგების მოსმენა;
  • მასაჟი: კვირაში ერთხელ (ამცირებს სტრესის ჰორმონს).

მსგავსი სტატია: მუსიკის 5 გასაოცარი გავლენა გონებაზე

მერწმუნეთ, თუ იზრუნებთ ბუნებრივად გაბედნიერებაზე − გაცნობიერებულად შეჭამთ, დატკბებით სექსით, მუსიკით, მზის სხივებით − ეს საკმარისი იქნება (good enough life) და აღარ დაგჭირდებათ დოპამინის ხელოვნურად „დაბუსტვა".

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"