📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

Instagram-მა შექმნისთანავე სათანადოდ შეაფასა სოციალურ ქსელებთან ურთიერთობის მნიშვნელობა. ახლა ეს პლატფორმა უკვე საბოლოო დანიშნულების ტერიტორიაა და მარკეტოლოგები მის დაპყრობას აპირებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია მართლაც დაუნდობელი იქნება, ხოლო წარმატების მიღწევის შანსი, შეიძლება ითქვას, თითქმის ბუნდოვანი. კარგია, რომ მარკეტინგი Instagram-ზე არც მილიონობით დოლარის გადახდას ნიშნავს და არც ყველაზე ცნობილი ინფლუენსერის დაქირავებას პოსტების გასაზიარებლად. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქიზი მიდგომაა გავლენის მოსახდენად სწორ სამიზნე აუდიტორიაზე.

მსგავსი სტატია: ზეგავლენის ანატომია

მეტი ინფორმაციის მისაღებად, Instagram-მარკეტინგის 8 წარმატებულ ეპიზოდს გადახედეთ, რომ მათგან ისწავლოთ, ვინც ეს ოსტატობა სრულყოფილებამდე მიიყვანა, და ამ საკითხში თქვენც საფუძვლიანად შეძლებთ გარკვევას.

კაილი ჯენერი

ეს ყველაზე ცნობილი ოჯახია სოციალური მედიაში და მას თავისი ვარსკვლავიც ჰყავს, ახალგაზრდა მილიარდერ კაილი ჯენერის სახით. ამ 22 წლის გოგონას წარმატების მიღწევაში ყველაფერმა შეუწყო ხელი. კაილის დამსახურებაა, რომ მისმა კომპანია Kylie Cosmetics-მა სრულიად გადავსებულ ბაზარზე თავის დამკვიდრება შეძლო. მხოლოდ სამ წელიწადში კომპანიის ზრდამ 10-ნულიან ციფრებს მიაღწია. მის წარმატებაში ნაწილობრივ იმანაც შეიტანა დიდი წვლილი, რომ კაილი Instagram-შიც აქტიური იყო და თავის მიმდევრებს ცოცხალი და ინტერაქტიული პოსტებით სხვადასხვა ისტორიას უამბობდა − პირადი იქნებოდა ეს თუ რაიმე სხვა საინტერესო.

Lego

გახსოვთ თუ არა შარშანდელი სამეფო ქორწილი, რომელიც 2018 წლის 19 მაისს გაიმართა? ეს ერთ-ერთი ყველაზე გლობალური ისტორიაა, მაგრამ Lego რა შუაშია? ეს ბრენდი ხომ სათამაშო ბლოკებს ყიდის, ასე არ არის? არა, ნამდვილად არ არის ასე. ეს კომპანია ყოველთვის ცდილობდა იმ მნიშვნელოვან მოვლენებს გამოხმაურებოდა, რომლებიც მსოფლიოში ხდებოდა. Lego-მ პოპულარული ჰეშთეგით #RoyalWedding, ვიდეორგოლი გააზიარა. ეს იყო მისი ცნობილი სათამაშო ბლოკებით აწყობილი საქორწინო ცერემონია.

ამ ვიდეორგოლს დღეისათვის 150 000 ნახვა აქვს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ Lego მარკეტინგის „ოქროს საბადოს" წააწყდა. სხვებმა კი, აქედან ერთი დასვნა უნდა გააკეთონ, მსოფლიოს ცნობილ მოვლენებს აუცილებლად უნდა გამოეხმაურონ, და Instagram-ზე ვიზუალური ეფექტების თანხლებით საკუთარ პროდუქტს საინტერესოდ მოარგონ.

Rent the Runway

მომხმარებლისთვის ყოველთვის მოსაწყენია პროდუქტის განახლების პერიოდი, განსაკუთრებით, თუ მოდურ ბრენდზეა საუბარი, მაგრამ კლიენტებისთვის ამის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება მაინც აუცილებელია. შესაძლებელია თუ არა თქვენს ქრონოლოგიაში ეს ინფორმაცია ისე იყოს წარმოდგენილი, რომ მიმზიდველი გამოსახულებებით მთლიანად იყოს გადავსებული? პოპულარულმა ბრენდმა Rent the Runway, სწორედ ეს გააკეთა − მომხმარებლის კომენტარები შეკრიბა და ისე განალაგა, რომ განახლების პროცესი ყველასთვის თვალსაჩინო ყოფილიყო, ხოლო დაწვრილებითი ინფორმაცია პროდუქტზე, სათაურების განყოფილებაში, მოკლედ და მახვილგონივრულად წარმოადგინა. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცეს ჩვეულებრივი ინფორმაცია მიმზიდველ ვიზუალურ გამოსახულებად, თუ მას გონივრულად გამოიყენებთ.

ჯონათან ჯადალი

ჯონათან ჯადალის 8 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს და Instagram-ზე ერთ-ერთი იშვიათი პერსონალური ბრენდი აქვს, რომელსაც ბევრი მიმდევრითაც შეუძლია თავის მოწონება, და თავისი გამოცდილებითა თუ ინტელექტით ინფლუენსერის ტიტულის დამსახურებაც. 22 წლის ჯადალი თვითდასაქმებული ბირჟის მაკლერია, მან მილიონები გამოიმუშავა, კრიპტოვალუტის ბუმის პერიოდში კი ბიტკოინში განახორციელა ინვესტირება. მოგვიანებით, ყველა თავისი კრიპტოაქტივი გაყიდა. ჯადალი და სხვა ინფლუენსერები ახლა მაქსიმალურად აქტიურები არიან, მაგრამ ნებისმიერმა, ვინც ჯადალის მიბაძვას ცდილობს, მხოლოდ სურვილების შესრულებაზე კი არ უნდა იფიქროს, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს, თავისი ოსტატობის დემონსტრირება უნდა ისწავლოს Instagram-ის სამყაროში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გასაგებად და ნათლად გადმოეცით, როგორ შექმენით ინფორმაცია, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იზიარებს და როგორ მიგიყვანათ თქვენმა სტრატეგიამ კონკრეტულ შედეგებამდე.

Tesla Motors

რა არის იმაზე კარგი, თუ სრულიად სხვა სამყაროს ავტომანქანას მართავთ, რომელშიც ვიდეოთამაშებიცაა? Tesla Motors-მა, Vector Unit-ის პროგრამისტებთან ერთად სწორედ ეს გააკეთა − Tesla-ს ავტომობილებში ამ კომპანიის თამაშების Beach Buggy Racing 2-ის ინტეგრაცია მოახდინა. სარეკლამო ვიდეორგოლი Tesla-ს Instagram-ზე აიტვირთა და თითქმის ორი მილიონი ნახვა ჰქონდა. ეს ეპიზოდი ნათლად ადასტურებს, რომ შესაფერისი პარტნიორები უნდა მოძებნოთ, რომლებიც საშუალებას მოგცემენ ადვილად დაადგინოთ ალტერნატიული აუდიტორია და მასზე გააკეთოთ გათვლა.

Airbnb

მარკეტოლოგების უმრავლესობას არასწორად მიაჩნია, რომ მხოლოდ ერთი ვირუსული და მილიონობით ნახვის გამომწვევი პოსტი სრულიად საკმარისია წარმატებისთვის. მართალია, ამ სტრატეგიას თავისი დივიდენდები მოაქვს, მაგრამ ამასთან ერთად, უნდა ეცადოთ, მათგანაც ისწავლოთ, ვისაც სტაბილური სტრატეგია აქვს. Airbnb ერთ-ერთია ამ ინოვაციურ კომპანიებს შორის და მისი ქრონოლოგია Instagram-ზე ოცნებების ასრულებისა და მთელი დღის ამბების საფუძვლიანად გამოკვლევის საშუალებას გვაძლევს. ბრენდი მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან მომხმარებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას განუწყვეტლივ უზიარებს მიმდევრებს და ისე შთამბეჭდავად ასახავს მოვლენებს, რომ თავისდაუნებურად გიჩნდებათ მწველი სურვილი, თქვენც მოხვდეთ იქ. როდესაც მნიშვნელოვანი ამბები ხდება, მისი ქრონოლოგია ლამაზია და დამამშვიდებელი, ყოველი პოსტი კი დიდ ინტერესსა და ჩართულობას იწვევს, რაც მომსახურებაზე ორიენტირებული ბრენდებისთვის ბევრად უკეთესი სტრატეგიაა, ვიდრე ერთჯერადი სენსაციური პოსტები.

Nike

მსოფლიოში არც ისე ბევრი კომპანიაა, რომელიც Nike-ზე პოპულარულ კედებს აწარმოებს, და ეს ფაქტი უდავოა. მაგრამ საინტერესოა, ეს კომპანია Instagram-ზეც ასეთივე ოსტატობით გამოირჩევა? ამ შეკითხვაზე პასუხი ნამდვილად დადებითია. სულ ახლახან კომპანიამ ბრწყინვალე სტრატეგია მოიფიქრა − მომხმარებლის ინტერესის გასაზრდელად, მისი ფეხსაცმლის ახალი ხაზის, React-ის მიმართ, რომლის გამოტანასაც აპირებდა ბაზარზე. მათ მართლაც ხმაურიანი კამპანია გამართეს, React ბალიშებზე, ზამბარებსა და ტანის დასაბან ღრუბლებზე დიდი პატივით მოათავსეს, უნიკალურ გზას მიაგნეს, ნათლად შეძლეს დემონსტრირება, თუ რამდენად კომფორტული იყო ეს ფეხსაცმელი. Nike-მა პირდაპირ მიზანში მოარტყა − ამ რგოლს შვიდი მილიონი ნახვა ჰქონდა, როდესაც დამატებითი ვიდეორგოლი აიტვირთა პროდუქტის ბაზარზე გაშვების შესახებ. როგორც საბოლოოდ გაირკვა, ეს მათი ყველაზე პოპულარული პოსტი იყო 2018 წელს. აქ მთავარი იმის გააზრებაა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დიდი მოვლენის წინ სათანადოდ მომზადებას და შესაბამისი ასოციაციის შექმნას.

კრიკეტის საერთაშორისო საბჭო (ICC)

წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი კრიკეტში სულ ახლახან, დიდ ბრიტანეთში გაიმართა. მართალია, უზომოდ საინტერესო იყო რა ხდებოდა მოედანზე, მაგრამ იცით, ყველაზე მეტად რამ გაანათა ICC-ს თბილი პროფილი Instagram-ზე? კრიკეტის სენსაციის − ინდოელ ვირატი კოლის ფოტომ ასაკოვან თაყვანისმცემელთან ერთად, რომელიც ტურნირის კულუარებში იყო გადაღებული. ამ ფოტოსურათმა 1,7 მილიონი მოწონება დაიმსახურა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი გახლდათ Instagram-ზე. ამ შემთხვევაში, შემდეგი დასკვნის გაკეთება შეიძლება − უზომოდ მნიშვნელოვანია, არასოდეს დაივიწყოთ ემოციების ძალა, რადგან მას ყველა საზღვრის გადალახვა შეუძლია.

მსგავსი სტატია: „მილენიალების" ყურადღების მიქცევის 4 მარტივი გზა

Instagram-ზე ბევრი ახალი რამ ხდება, მაგრამ როგორც ამ რვა შემთხვევაში იქნა ნაჩვენები, უნიკალურობა განსაკუთრებული ტენდენციაა, რომელიც ყველაზე ფასეულია ამ პლატფორმაზე. გახსოვდეთ, რომ თქვენი აუდიტორიის გაგება უნდა შეგეძლოთ და შემოქმედებითად მიუდგეთ მისი მოზიდვის მცდელობებს. ჩართულობა რიცხვებით კი არა, იმით განისაზღვრება, თუ რამდენად იზიდავს იგი მომხმარებლის ყურადღებას.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული