ხუთი თვე ვირუსის გამოჩენიდან - რა იციან მეცნიერებმა კორონავირუსზე

მეცნიერებმა ყველაფერი შეისწავლეს, რაც კი Covid-19-ის შესახებ ვიცით. რა შეისწავლეს მათ და არის თუ არა ეს საკმარისი პანდემიის შესაჩერებლად?
ხუთი თვე ვირუსის გამოჩენიდან - რა იციან მეცნიერებმა კორონავირუსზე
ფოტო: Daily Mail

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
6 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რა ხანია კორონავირუსები დიდ პრობლემებს უქმნიან მთელ კაცობრიობას. როგორც ცნობილია, ამ ვირუსების რამდენიმე ვერსია ჩვეულებრივ სურდოს იწვევს, ბოლო ხანებში კი, ორმა მათგანმა მომაკვდინებელი დაავადებების აფეთქება გამოიწვია: მწვავე რესპირატორული სინდრომის (Sars) და ახლო აღმოსავლური რესპირატორული სინდრომის (Mers).

მაგრამ თუ კორონავირუსით გამოწვეულ გლობალურ ქაოსს შევადარებთ, რომელმაც Covid-19-ის პანდემია განაპირობა, მათ შედარებით სუსტი ზეგავლენა ჰქონდათ. კორონავირუსი სულ რამდენიმე თვეში გავრცელდა ათეულობით ქვეყანაში და 100 000-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა. ეს ვირუსი კვლავ ვრცელდება.

ეს გასაოცარი  მიღწევაა ამ ვირუსისთვის, რომელიც  გენეტიკური მასალის მქონე ერთი წვეტიანი ბურთია  და  ცხიმოვანი ქიმიური ნივთიერებებითაა დაფარული, რომელსაც ლიპიდებს უწოდებენ, მისი დიამეტრი მეტრის 80 მემილიარდედია. ამ ძალიან თავმდაბალმა თავდამსხმელმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა მთელი კაცობრიობა.

მეორე მხრივ, ჩვენ უკვე საკმაოდ კარგად შევისწავლეთ Sars-CoV-2 ვირუსი, რომელიც Covid-19-ს იწვევს. ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ მის შესახებ  მეცნიერებამ არაფერი იცოდა. დღეს კი სრულიად უპრეცედენტო მასშტაბებით ხდება მისი შესწავლა. აქტიურად მიდის მუშაობა ვაქცინაციის პროექტებზე, ვირუსსაწინააღმდეგი პრეპარატების გამოცდაზე და ახალი დიაგნოსტიკური ტესტების შექმნაზეც.  

ამიტომ ჩნდება სრულიად მარტივი შეკითხვა: რა გავიგეთ გასული ხუთი თვის განმავლობაში და როგორ დაგვეხმარება ეს ცოდნა ამ პანდემიისთვის ბოლოს მოსაღებად?

საიდან მოვიდა და პირველად როგორ მოახდინა ადამიანების ინფიცირება?

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, პრინციპში დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ Sars-CoV-2 ღამურებს გაუჩნდათ, რომლებსაც მძაფრი იმუნური პასუხი  გამოუმუშავდათ ვირუსების მიმართ. ასეთი დამცველობითი რეაქციები უბიძგებს ვირუსს გაცილებით სწრაფად გამრავლდეს, რომ ღამურების იმუნური დაცვის ხაზის გადალახვა შეძლოს. თავის მხრივ, ამის გამო ღამურა რეზერვუარად იქცევა, იგი ვირუსს შეიცავს, რომელიც სწრაფად მრავლდება და  ადვილად გადამდებია.  შემდეგ, როდესაც ღამურების ეს ვირუსები სხვა ძუძუმწოვრებში გადაინაცვლებენ, რომლებსაც სწრაფი რეაგირების იმუნური სისტემა არ აქვთ, თავიანთ ახალ მასპინძლებში სწრაფად მრავლდებიან. საკმაოდ ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ Sars-CoV-2-მა ადამიანების დასნებოვნება შუამავალი სახეობებით დაიწყო, როგორებიცაა პანგოლინები.

კორონავირუსის სტატისტიკა: რას უნდა ვენდოთ და რას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება?

”ეს ვირუსი, სავარაუდოდ, ღამურებიდან სხვა ცხოველში გადახტა, და ეს სხვა ცხოველი, სავარაუდოდ, ადამიანის გვერდით, შესაძლოა ბაზარზე იყო, - ამბობს პროფესორი ედვარდ ჰოლმსი სიდნეის უნივერსიტეტიდან, - და ამიტომ, თუ ამ ველურ ცხოველს ღამურისგან გადადებული ვირუსი აქვს, და ჩვენ მასთან გვაქვს შეხება, დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ შემდეგ ეს ვირუსი იმ ადამიანებში გავრცელდეს, რომელიც ცხოველს დაამუშავებს. როდესაც ეს ადამიანი სახლში წავა და ვირუსს ვინმე სხვასაც გადასდებს, ჩვენ უკვე აფეთქება გვექნება“.

რაც შეეხება Sars-CoV-2-ის გადაცემას, ეს მაშინ ხდება, როდესაც, ინფიცირებული ადამიანი ხველისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველ სითხის წვეთებს გამოყოფს.

როგორ ვრცელდება ვირუსი და რა გავლენას ახდენს ადამიანებზე?

ვირუსით დასნებოვნებულ ნაწილაკებს სხვები შეისუნთქავენ და ისინი ყელისა და ხორხის ამომფენ უჯრედებთან შედიან კონტაქტში. ამ უჯრედებს დიდი რაოდენობით ე.წ. Ace-2 რეცეპტორები აქვთ თავიანთ ზედაპირებზე. უჯრედული რეცეპტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქიმიური ნივთიერებების უჯრედებში გადატანასა და უჯრედებს შორის სიგნალების გაშვებაში. ამ ვირუსს ზედაპირული ცილა აქვს, რომელიც ამ რეცეპტორის დასაბლოკად და უჯრედში თავისი რნმ-ის შესატანად არის მზად“, - ამბობს ვირუსოლოგი, ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონათან ბოლი.

რნმ ვირუსის უამრავ ასლს ქმნის, ჩაჯდება თუ არა უჯრედის რეპლიკაციის მექანიზმში. ის უჯრედიდან გამოდის და ინფექცია ვრცელდება. ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები, საბოლოოდ მიზანში იღებენ ვირუსს და უმეტეს შემთხვევაში, მის ზრდა-განვითარებას აჩერებენ.

“Covid-19-ის ინფექცია ჩვეულებრივ,  მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, და ეს არის ვირუსის წარმატების მთელი საიდუმლო, - დასძინა ბოლმა, - ბევრი ადამიანი ვერც კი ამჩნევს, რომ ინფექცია აქვს და ამიტომ სამსახურში, ამხანაგებთან სახლებში და სუპერმარკეტებში დადის, და სხვებს გადასცემს“.

მისგან განსხვავებით, პაციენტის მდგომარეობას ბევრად ართულებს Sars, რომელსაც ასევე კორონავირუსი იწვევს,  და 10-დან ერთი ინფიცირებულის გარდაცვალებას იწვევს. უმეტეს შემთხვევაში, ამ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ხდება, ინფექციის გადამცემი ჯაჭვი წყდება და ამის გამო, ინფექცია სხვებს აღარ გადაეცემა.  გაცილებით მსუბუქ Covid-19-ს ამ  პრობლემების თავიდან აცილება შეუძლია.

რატომ იწვევს ვირუსი ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილს?

მაგრამ, ამ ვირუსს ზოგჯერ უმძიმესი პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ეს მაშინ ხდება როდესაც იგი სასუნთქი გზების გავლით ფილტვებს აინფიცირებს, რომელიც ბევრად მდიდარია Ace-2 რეცეპტორების მქონე უჯრედებით. ამ უჯრედთა უმრავლესობის განადგურების გამო ფილტვები დაშლილი უჯრდების ნაწილაკებით ივსება. ამ შემთხვევაში, პაციენტებს რეანიმაციაში დასჭირდებათ მკურნალობა.

კიდევ უფრო უარესია ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანის იმუნური სისტემა გადატვირთვის რეჟიმში გადადის, ფილტვებისკენ იზიდავს უჯრედებს, რომ ვირუსს შეუტიონ, რაც ანთებას იწვევს. ეს პროცესი შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს, მასში იმუნური სისტემის კიდევ მეტმა უჯრედმა მიიღოს მონაწილეობა და ანთება გაძლიერდეს. ეს მოვლენა ციტოკინური ქარიშხლის სახელითაა ცნობილი (ბერძნულად, ციტო-უჯრედს ნიშნავს, კინო- მოძრაობას) და მან ზოგჯერ შესაძლოა იმსხვერპლოს კიდეც პაციენტი.

უბრალოდ გაუგებარია, რატომ ხდება ეს ციტოკინური ქარიშხალი ზოგიერთი პაციენტის ორგანიზმში, და უმრავლესობაში რატომ არ იჩენს თავს.  ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ისაა, რომ ზოგიერთ ადამიანებს Ace-2 რეცეპტორების ის ვარიანტები აქვთ, რომლებიც უმრავლესობაზე გაცილებით მგრძნობიარენი არიან კორონავირუსის თავდასხმების მიმართ.

თუ  კორონავირუსი შეგვეყრება, ვიქნებით თუ არა დაცულები მთელი სიცოცხლის განმავლობაში?

ექიმებმა, რომლებიც Covid-19-ის ინფექციისგან განკურნებულ პაციენტებს სწავლობდნენ, მათ სისხლში საკმაოდ დიდი რაოდენობით მანეიტრალიზებელი ანტისხეულები  აღმოაჩინეს. ამ ანტისხეულებს იმუნური სისტემის უჯრედები გამოიმუშავებენ, ისინი გარკვეულ წერტილებში ფარავენ შეჭრილ ვირუსს, და ამით მათი უჯრედებში შეჭრის უნარს ბლოკავენ.   

„აშკარაა, რომ ინფიცირებულ ადამიანებში იმუნოლოგიური პასუხი Covid-19-ის წინააღმდეგ არის მიმართული, - ამბობს ვირუსოლოგი მაიკ სქინერი ლონდონის იმპერიული კოლეჯიდან, -და ამ პასუხის დროს გამომუშავებული ანტისხეულები, მომავალი ინფექციებისგან დაცვას განაპირობებენ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სავარაუდოდ, ეს არ იქნება დაცვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში“.

ნაცვლად ამისა, ვირუსოლოგების უმრავლესობას მიაჩნია, რომ იმუნიტეტი Covid-19-ის მიმართ, მხოლოდ ერთ ან ორი წელიწადს გასტანს. „სწორედ ასეა სხვა კორონავირუსების შემთხვევაშიც, რომლებიც ადამიანებს აინფიცირებენ, - ამბობს სქინერი, - ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანების უმრავლესობა საბოლოოდ მაინც მოხვდება ვირუსის ზემოქმედების ქვეშ, ის ენდემური გახდება, და ამ ვირუსით ინფიცირების სეზონური პიკები გვექნება. ჩვენ სტაბილურ მდგომარეობას მივაღწევთ Covid-19-ის შემთხვევაში“.

ეს ვირუსი კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში იქნება ჩვენთან, მაგრამ ვირულენტობას ხომ არ შეიცვლის? ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ნაკლებ მომაკვდინებელი გახდეს. სხვები ირწმუნებიან, რომ შესაძლოა მუტაცია განიცადოს, რომ ბევრად მომაკვდინებელი გახდეს. სქინერს ეჭვი ეპარება. „ჩვენ ამ ვირუსის პოზიციიდან უნდა განვიხილოთ პანდემია, - ამბობს იგი, - ის მშვენივრად ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ყველაფერი კარგად გამოსდის, ცვლილება მას არანაირ სარგებელს არ მოუტანს“.

„ბოლოს და ბოლოს, Covid-19-ის საფრთხისგან ეფექტური ვაქცინის შექმნა და მისი დანერგვა გადაგვარჩენს“, - ამბობს სქინერი.

როდის გვექნება ვაქცინა?

სულ რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Nature-ში გამოჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთელ მსოფლიოში ვაქცინაციის 78 პროექტზე მიმდინარეობდა მუშაობა,  და კიდევ 37 -დამუშავების სტადიაზე იყო. ამ პროექტებს შორისაა, ვაქცინაციის პროგრამა, რომელიც გამოცდის ახალ ფაზას გადის ოქსფორდის უნივერსიტეტში, და კიდევ ორი სხვა, - ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კორპორაციებში და კიდევ სამი - ჩინეთის სამეცნიერო ჯგუფებში. ვაქცინებზე მომუშავე სხვა მკვლევარები ამ წელსვე გეგმავენ მის გამოცდას ადამიანებში.

ეს გასაოცარი ფაქტები დიდ იმედს ბადებს იმის თაობაზე, რომ Covid-19-ის ვაქცინა შესაძლოა საკმაოდ მოკლე ვადებში იქნეს დამუშავებული. თუმცა, ნებისმიერი ვაქცინა ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარებას მოითხოვს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესასწავლად. თვით ამ ვაქცინას, ან კიდევ, პლაცებოს ათასობით ადამიანი მიიღებს, იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურია ვაქცინა ვირუსით დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც ბუნებრივი გზით შეეჯახებოდნენ. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

შედეგად, ზოგიერთმა მეცნიერებმა ამ პროცესის დაჩქარების გზა მოძებნეს ვაქცინის ეფექტურობის განსასაზღვრად,  ვირუსის ზემოქმედების ქვეშ მოხალისეები მოაქციეს. „ეს მიდგომა ნამდვილად სარისკოა, მაგრამ შეუძლია თვეებითაც კი დააჩქაროს კანდიდატების ტესტირება ვაქცინაზე“, - ამბობს ნირ ეიალი, ბიოეთიკის პროფესორი რუტგერსის უნივერსიტეტიდან.

მოხალისეები  ახალგაზრდები და ჯანმრთელები უნდა იყვნენ, ხაზგასმით ამბობს იგი: „მათი ჯანმრთელობაც მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, მათ ინტენსიურ თერაპიასთანაც  უნდა ჰქონდეთ წვდომა და ნებისმიერ ხელმისაწვდომ წამლებთანაც. შედეგად, შესაძლოა შეიქმნას ვაქცია, რომელიც მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენს, და იმ ვაქცინაზე გაცილებით მოკლე ვადებში იქნება მზად გამოსაყენებლად, რომელიც გამოცდის სტანდარტულ მესამე ფაზას გაივლის“.

მაგრამ ადამიანების, მოხალისეების ინფიცირება, რომლებსაც ექსპერიმენტის ფარგლებში პლაცებო ვაქცინა მიეცემათ, სადავო საკითხია. „ამ საკითხს დიდი დაკვირვება სჭირდება, - ამბობს პროფესორი ადამ ფინი, ბრისტოლის უნოვერსიტეტიდან, - ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ და ამ შესაძლებლობას ჩაეჭიდონ, მაგრამ ეს ის ვირუსია, რომელიც ნამდვილად კლავს  ზოგიერთ ახალგაზრდას, და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ. თუმცა, გამოცდის მესამე ფაზამდე ჯერ კიდევ შორია, ასე რომ, საკმაო დრო გვაქვს სერიოზულად ავწონ დავწონოთ ეს იდეა“.

Latest on Entrepreneur