You can be on Entrepreneur’s cover!

გაიცანით ქართველი HR-ები - თამარ გერგაული (BTU) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU). დასაქმებულთა რაოდენობა- 246.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU
თამარ გერგაული, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)

როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ თქვენ, როგორც დამსაქმებელს, სხვა კომპანიებისგან?

თუ ვისაუბრებთ გამორჩეულობაზე, უპირველესად, ამას ჩვენი უნივერსიტეტის კონცეფცია განაპირობებს. ეს არის სივრცე, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების გარშემო აერთიანებს ადამიანებს. აღნიშნული რესურსების სრულყოფილი ცოდნა და მისი პრაქტიკაში გამოყენება, რასაც ასევე უზრუნველყოფს BTU, თავისთავად, ჩვენს დროში, საკმაოდ მნიშვნელოვან უპირატესობებს იძლევა. დამეთანხმებით, თანამედროვე ეპოქაში ძალზე დიდი მოთხოვნა დასაქმებულების მიმართ, ციფრული ტექნოლოგიების სისტემების დანერგვას უკავშირდება, BTU კი საქართველოში თავადაა აღნიშნული მიმართულებების ფუძემდებელი.

რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს კომპანიაში დასაქმებულების სამუშაო რეჟიმზე?

პანდემიამ, რასაკვირველია, სხვა კომპანიების მსგავსად, ახალი გამოწვევებისა და მათზე რეაგირების საჭიროებების წინაშე დაგვაყენა. შეჯამების სახით, შემიძლია გითხრათ, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა გუნდის სამუშაო დღის წესრიგი, თუმცა არა ეფექტიანობა. ძალიან სწრაფად მოვახერხეთ BTU-ს სისტემის გადაწყობა ახალ რეალობაზე, COVID-19-თან დაკავშირებული ყველა რეგულაციის გათვალისწინებით. თავიდანვე განვსაზღვრეთ მიზანი − მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ჯანმრთელობა და შეგვექმნა მათთვის ახალ სამუშაო გარემოში ადაპტირებისთვის საჭირო ყველა პირობა. პროცესების სწორი და გამართული მენეჯმენტის გარდა, აღნიშნულის განხორციელება ისევ და ისევ ჩვენი კვალიფიციური კადრების დახმარებით შევძელით.

როგორ ახერხებთ თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნებას?

ვფიქრობ, თითოეული თანამშრომლის მოტივაციის წყარო ჩვენს უნივერსიტეტში მიმდინარე ინოვაციური მიმართულებებია. ეს არის მუდმივი სიახლეებისა და განვითარების უწყვეტი შესაძლებლობა, რაც გამორიცხავს ყოველდღიურ რუტინას და საქმიანობის მხოლოდ სტანდარტულ მიდგომებს.

როგორია თანამშრომლის დაწინაურების პოლიტიკა?

თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პოლიტიკა ორ მიმართულებას მოიცავს: უპირველესად, ჩვენ ვადევნებთ თვალს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს, რომელში ჩართულობასაც ვთხოვთ და ვთავაზობთ თანამშრომლებს.

ასევე, ძალიან საინტერესოა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პოლიტიკის თანხმლები პროცესი − ეს სისტემა თავად ჩვენი გუნდის წევრების ინიციატივებზეა დაფუძნებული, რასაც BTU სიამოვნებით უზრუნველყოფს.

როგორ ახერხებთ დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას?

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამხელა შესაძლებლობებს აძლევს BTU საკუთარ თანამშრომლებს განვითარებისა და პროფესიული ზრდის თვალსაზრისით − იქნება ეს მათ ინტერესებზე მორგებული სამუშაო სისტემა, თუ მოთხოვნილი ტრენინგებითა და სხვადასხვა კურსით უზრუნველყოფა. თავისთავად, კომპანიისთვის სასურველია, ამ ქმედებების საპასუხოდ მიიღოს საუკეთესო შედეგი − პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადასული თანამშრომლის სახით. BTU-ს მასშტაბები მზარდია, შესაბამისად, ახალი პერსპექტივების გაჩენისას, პრიორიტეტს, რასაკვირველია, შიდა კადრს ვანიჭებთ. მით უმეტეს, პირადი გამოცდილებით ვიცით, რომ ისინი სრულად პასუხობენ სფეროში არსებულ სტანდარტს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

რომ ვასწავლო და წავიდეს?

სწავლაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის მთავარი არსი თანამშრომლების მოტივაციაა