Berily - ელეგანტური და დახვეწილი სამკაულები ქართული ორნამენტებით

ვინ დაიწყო ბიზნესი 2020 წელს?
Berily - ელეგანტური და დახვეწილი სამკაულები ქართული ორნამენტებით
ფოტო: entrepreneur.ge

Entrepreneur's New Year’s Guide

Let the business resources in our guide inspire you and help you achieve your goals in 2021.
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ელენე კოღუაშვილი – Berily, დამფუძნებელი

ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრებისა და ბიდინგის კურსების გავლის შემდეგ, ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმიანობისთვის სერიოზული სახე მიმეცა. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში ამ მიმართულებით მყარი კონცეფციის ბრენდი არ გვაქვს, რომელიც მომხმარებელს მომსახურების სრულ, დახვეწილ პაკეტსა და გარანტიას შესთავაზებს.

რეალურად დავდექი დილემის წინაშე − საქმიანობა გამეგრძელებინა როგორც დიზაინერს, თუ შემექმნა ბრენდი, რომელიც ამ მიმართულებით უამრავ ნიჭიერ ადამიანს გააერთიანებდა. მე მეორე გზა ავირჩიე. Berily-იმ მომავალში ამ სფეროში მომუშავე ადამიანები უნდა გააერთიანოს და ამ სტილის პროდუქციის წარმოება განავითაროს.

ჩემი პროდუქტი წარმოადგენს ხელნაკეთ აქსესუარებს, რომელიც იქმნება როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. Berily მომხმარებელს ელეგანტურ და დახვეწილ სამკაულსა და აქსესუარებს სთავაზობს, რომლებიც მდიდარი ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე დიზაინის ნაზავს წარმოადგენს. ეს არის უფრო ტრანსფორმაცია და არა კონსერვატიზმი.

აღსანიშნავია მამაკაცის აქსესუარების ხაზი, რომელიც წარმოადგენს სიახლეს, რადგან ამ სტილში მამაკაცებისთვის ასე არავინ ქმნის სამკაულს. ეს არის სრულიად ახალი დიზაინი, რომლის ძირითადი ნაწილი, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, ბუნებრივი ქვებით არის შექმნილი. სწორედ ეს განასხვავებს კონკურენტებისგან ჩემს პროდუქტს – აქ იქმნება ახალი, განსხვავებული და გამორჩეული დიზაინი, რომელიც არ არის არც ისტორიული ორნამენტების გამეორება და არც თანამედროვე სტილის ნაკეთობების ანალოგი.

ჩემს პოტენციურ მომხმარებლებს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ ელეგანტური, ორიგინალური დიზაინის ნაკეთობები. ისინი, ვინც არ უშინდებიან სიახლეებს და აქვთ საკუთარი, ინდივიდუალური სტილი. ვისთვისაც მნიშვნელოვანია მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა.

Berily მომხმარებელს არა მხოლოდ ხარისხიან პროდუქტს, რომელთაგან ზოგი მულტიფუნქციურია, არამედ კომფორტულ მომსახურებასაც სთავაზობს: სწრაფი და უფასო საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით და ექვსთვიანი გარანტია.

დღევანდელ გარემოში, სადაც ბაზარი დღითი დღე ფართოვდება, რთულია იპოვო ისეთი ნაწარმი, რომელიც არ იქნება შაბლონური და რომელიღაც დიდი ბრენდის ანალოგი. Berily ორიენტირებულია ისეთი პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც არ იმეორებს არც ძველ ისტორიულ ტრადიციებს და არც ახალს. რა თქმა უნდა, თანამედროვე ტენდენციები გათვალისწინებულია, მაგრამ აქცენტი გამახვილებულია ისეთ დიზაინზე, რომელიც არ არის მასობრივი და რომელსაც ვერ ნახავთ, ჩვეულებრივ, ყველა მაღაზიაში.

Latest on Entrepreneur