9 რჩევა ნებისმიერი დავის მოსაგებად

ხანგრძლივი დისკუსიების გამართვას აზრი არ აქვს

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხანგრძლივი დისკუსიების გამართვას აზრი არ აქვს. ნებისმიერი დავის მოსაგებად აუცილებელია, ადამიანებს გაუგოთ. სხვადასხვა სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით, გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე ტექნიკა, რომელიც ნებისმიერი კონფლიქტის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.

entrepreneur.ge

1. იყავით თავაზიანი. დებატების მასწავლებლები გვეუბნებიან, რომ დავა რაციონალურია და ამართლებს, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ასე არ არის. პატივი ეცით სხვის მოსაზრებებს, რაც უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ ისინი. „როდესაც ადამიანებ თავიანთი ფასეულობების დამტკიცებას ახერხებენ, როგორც წესი, ნაკლებად უჭირთ იმ ინფორმაცი მიღება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მათ რწმენას“, – ამბობს პოლიტიკური ფსიქოლოგი პიტერ დიტტო. როდესაც ამ ემოციური კავშირის დამყარებას შეძლებთ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ლოგიკურად აზროვნება შეგიძლიათ.

2. ნუ ეცდებით ბრძოლაში „გამარჯვებას“. სხვების იდეებზე თავდასხმამ შესაძლოა გადაგიყვანოთ რეჟიმზე − „გაეცალე ან ბრძოლაში ჩაები“. როდესაც ისინი უფსკრულის პირას აღმოჩნდებიან, მათ ვეღარაფერი დაარწმუნებთ. ასე რომ, თუ გსურთ ადამიანები თქვენს მხარეს გადმოიყვანოთ, ივარჯიშეთ იმაში, რომ უკიდურეს შემთხვევაში, შეთანხმებას მაინც მიაღწიოთ: ამ ადამიანის მოსაზრებები გაითვალისწინეთ და თუნდაც ცოტა არ იყოს აბსურდულად ჟღერდეს, შეეცადეთ გაიგოთ, რას დაასკვნიან.

3. არ ჰკითხოთ რატომ, ჰკითხეთ როგორ? 2013 წელს ჩატარებულ კვლევაში ფსიქოლოგმა ფილიპ ფერნბახმა, ექსტრემალური პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები ორ ჯგუფად დაყო: ისინი, ვისაც უნდა აეხსნა, რატომ იყვნენ მართალნი და ისინი, ვისაც სთხოვეს აეხსნათ, რატომ უნდა გარდაქმნილიყო მათი იდეალები რეალურ პოლიტიკად. შედეგი? პირველები თავიანთ იდეებში იქამდეც დარწმუნებულები იყვნენ და შემდეგაც, მეორეებს კი უფრო სუსტი არგუმენტები აღმოაჩნდათ.

4. ბოლომდე მიიყვანეთ საქმე. Pixar-ის თანადამფუძნებელი ედ ქატმული და სტივ ჯობსი დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ − თითქმის 26 წელი იცნობდნენ ერთმანეთს. მათ რამდენიმე დავა ჰქონდათ, მაგრამ ქატმულიმ თავი აარიდა ჯობსთან სასამართლო პროცესების გამართვას და ამისათვის შემდეგი მეთოდი გამოიყენა:

„მას რაღაცას ვეტყოდი და მაშინვე უარს მეუბნებოდა, რადგან ჩემზე სწრაფად აზროვნებს. ერთი კვირა ველოდი და შემდეგ ვურეკავდი, ჩემს აზრს გამოვთქვამდი მის ნათქვამზე და მაშინვე უარს მეუბნებოდა. კიდევ ერთ კვირა ველოდებოდი... მაგრამ ხანდახან ეს თვეობითაც კი გრძელდებოდა“.

მათი უთანხმოება ამ სამი პუნქტიდან ერთ-ერთი გზით მოგვარდა: ჯობსმა აღიარა, რომ ქატმულთან ყველაფერი რიგზე იყო; ქატმულმა გააცნობიერა, რომ ჯობსთანაც ყველაფერი რიგზე იყო, ან ჯობსმა არ უპასუხა ქატმულს (რაც იმას ნიშნავდა, რომ მან მოიწონა ეს ნაბიჯი).

5. დასვით ღია შეკითხვები. ფსიქოლოგი ჯონ გოტმანი ამბობს, რომ თუ თქვენს ცოლთან ან ქმართან გაქვთ დავა, მას ისეთი შეკითხვები უნდა დაუსვათ, რომ გულის გადაშლა შეძლოს. მაგალითად:

რას შეცვლიდი, მთელი მსოფლიოს ფული რომ გქონდეს?

როგორი გინდა იყოს შენი ცხოვრება სამ წელიწადში?

მოგწონს შენი სამუშაო?

ეს წესი სამსახურებრივ დისკუსიებშიც ამართლებს. ღია შეკითხვების დასმა ხელს უწყობს კონკურენტული ურთიერთობების თანამშრომლობად გადაქცევას.

6. იყავით თავდაჯერებული. როგორც წესი, ადამიანები არ უსმენენ მას, ვინც მათ გვერდით ყველაზე ჭკვიანია. 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანთა უმეტესობა ხშირად ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი იცის, მაშინაც კი, როცა ეს ასე არაა.

7. გამოიყენეთ გრაფიკები. ასნერ ტალისა და კრიან ვანსინკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები უმეტესად მეცნიერებს ენდობიან. ამიტომ, არ უნდა დაივიწყოთ, რომ ნებისმიერი საქმის მეცნიერივით მოქცევა უფრო სანდოს გაგხდით, თუნდაც ეს მსჯელობისას გრაფიკების გამოყენება იყოს.

8. აჩვენე, რომ სხვა ადამიანები ეთანხმებიან. როგორც ფსიქოლოგი, რობერტ ციალდინი, ამბობს: „სოციალური მტკიცებულება“ ყველაზე სწრაფი გზაა, ადამიანებმა თქვენი თვალით შეხედონ მოვლენებს. როგორც წესი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეულ ვითარებაში ის არის სწორი, რასაც სხვა ადამიანები აკეთებენ. ეს მიზეზია იმისა, თუ რატომ ხდის უფრო მიმზიდველს რესტორნის საჭმელს მის წინ გაჭიმული გრძელი რიგები.

9. ანეკდოტებ სფეროდან გამოდით. ჩვეულებრივი ანეკდოტია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ჭამს თქვენი ბიძა ან მეგობარი ბევრ კარაქს და მაინც გამხდარია. მაგრამ თუ გსურთ სერიოზულად ჩაგთვალონ, მონაცემები უნდა გამოიყენოთ, ანუ რეალური კვლევები და ნიმუშები.

უკეთესი იქნება, თუ დაადგენთ, არის თუ არა კონსენსუსი გარკვეულ საკითხზე. მეცნიერები დავების მოსაგებად ამ გზას მიმართავენ და ამისთვის ნამდვილად აქვთ საფუძვლიანი მიზეზი. სამეცნიერო კონსენსუსი ყველა მეცნიერის მოსაზრებების ერთობლიობაა და არა მხოლოდ იმისა, ვისაც თქვენ ესაუბრებით. შესაძლოა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ იდეას, მაგრამ თუ უმრავლესობა თანახმაა, იმას ნიშნავს, რომ საკმარისი მტკიცებულება არსებობს იდეის დასადასტურებლად და ერთსულოვნება გარანტირებულია.