Elt Building - საერთაშორისოდ აღიარებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია საქართველოში

Leader of the Year - ყველაზე სწრაფად განვითარებადი კომპანია ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის ასოციაციისა" და "შვეიცარიის რეიტინგების ასოციაციის" მიერ, Elt Building დაჯილდოვდა, როგორც ყველაზე სწრაფად განვითარებადი კომპანია ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე - "Leader of the Year".

სამშენებლო-დეველოპერული ბიზნესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი ტემპებით ვითარდება. დღესდღეობით, აღნიშნულ სექტორში ახალი ტრენდები და ტენდენციები იკვეთება, აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყო, საჭიროა, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული და ინოვაციური გადაწყვეტები დანერგო. ამ მხრივ, საქართველოს ბაზარზე, გამორჩეული კომპანია Elt Building-ია, რომელიც 2017 წელს ხარისხზე ორიენტირებული კონცეფციითა და ახალი სიტყვით შემოვიდა ბაზარზე.

კომპანიამ ბათუმში უმსხვილესი პროექტი „ელთ კვარტალი" წამოიწყო და მომხმარებელს ბათუმის ახალ ბულვარში, სასტუმროს ტიპის აპარტამენტების სახით აბსოლუტურად უნიკალურ ინფრასტრუქტურასა და სერვისების მრავალფეროვნებას სთავაზობს. „გამომდინარე ჩვენი 17-წლიანი საქმიანობიდან, რომელიც უკავშირდება საფინანსო სექტორს, ბუნებრივია გვქონდა შეხება ბევრ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიასთან; მთავარ ამონაცანად მათთვის იდენტიფიცირდა მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდა. ფასისა და მიწოდებული პროდუქტის/სერვისის შესაბამისობა. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ იმ საჭიროებებისა და სურვილების კვლევა, რომელიც გააჩნდა და გააჩნია ქართული დეველოპერული ბიზნესის პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებს; შედეგად მივიღეთ „ელთ კვარტალი" ბათუმის ახალ ბულვარში", - Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ელგუჯა თურმანიძე.

კომპანიის დაფუძნებისას უმთავრესი პრობლემა, კვალიფიციური და კრეატიული გუნდის შეკრება გახლდათ. ბოლო სამ წელიწადში (პანდემიური წლების გათვალისწინებით) „ელთ ბილდინგის" გუნდს შემოუერთდა არაერთი მაღალი კომპეტენციისა და უნარების მქონე თანამშრომელი. ამასთან, ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად, კომპანიის დამფუძნებელი, რეპუტაციულ ზრდასა და პოზიციონირებას მიიჩნევს - რაც, ბუნებრივია ყველა ახლადშექმნილი კომპანიისთვის. „ჩვენ შევძელით შეგვექმნა გუნდი და პროდუქტი, რომელმაც რამდენიმე წელში მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის ასოციაციისა" და "შვეიცარიის რეიტინგების ასოციაციის" მიერ, ჩვენი კომპანია დაჯილდოვდა, როგორც ყველაზე სწრაფად განვითარებადი კომპანია ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე - "Leader of the Year"", - აღნიშნავს ელგუჯა თურმანიძე.

ამჟამად სასტუმროს ტიპის აპარტამენტები გაყიდულია 36 ქვეყანაში და 1,500-ზე მეტი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი/მესაკუთრე ჰყავს. კომპანიის პარტნიორული ქსელი ორი მიმართულებით ვითარდება:

  1. საერთაშორისო უძრავი ქონების სააგენტოები და დამოუკიდებელი რეალტორები, რომელთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა;
  2. კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული საერთაშორისო პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ვითარდება „ელთ კვარტლის" კონცეფცია.

აღსანიშნავია, რომ „ელთ კვარტალი" თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდთან, როგორიცაა "La Quinta by Wyndham - Wyndham Hotels and Resorts"-ის ქსელში შემავალი ბრენდული სასტუმრო. „მოხარული ვართ, რომ შევძელით და პირველად საქართველოში, „ელთ კვარტალში" შემოდის მსოფლიო ლიდერი, ტრანს-ნაციონალური სასტუმროების მმართველი კომპანია: "Interstate Hotels and Resorts", რაც უზრუნველყოფს სერვისის ხარისხსა და ჩვენი მომხმარებელების მიერ განხორციელებული ინვესტიციის წარმატებას. „ელთ კვარტალის" სხვადასხვა ბლოკებში ასევე წარმოდგენილი იქნებიან მაღალ-რეპუტაციული ევროპული მმართველი კომპანიები, რომლებთანაც მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. „ელთ კვარტალის" კონცეფციის შესაბამისად, მობინადრე, მიუხედავად ბლოკისა, რომელშიც ფლობს აპარტამენტს, შეუზღუდავად სარგებლობს სრული ინფრასტრუქტურით და სერვისების მრავალფეროვნებით, რაც მეთანხმებით, განსაკუთრებულ მიმზიდეველობას სძენს ჩვენს პროდუქტს", - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

როგორც „ელთ კვარტალის" გუნდში აცხადებენ, მათ მიერ შეთავაზებული კვარტლის კონცეპტუალური განვითარება (ყველაზე მრავალფეროვანი სერვისებითა და ინფრასტრუქტურით) აღმოჩნდა ინსპირაცია, კიდევ მეტად გამოიკვლიონ პოტენციული მომხმარებლების სურვილები და საჭიროებები. კომპანია გეგმავს, შეიმუშავოს ამავე კონცეფციის, კიდევ უფრო დახვეწილი პროექტი თბილისში, რომლის პრეზენტაცია წლის ბოლოს შედგება. ასევე აქტიურად მუშაობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ განვითარებასა და ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის მაქსიმალურად ხარისხიანი საერთაშორისო პროექტების შემუშავებაზე. სიახლეების შესახებ კომპანიის ერთგულ და პოტენციურ მომხმარებლებს 2022 წლის შემოდგომაზე ეცნობებათ.