Get All Access for $5/mo

4 გზა ბიზნესში ეფექტიანობის გასაზრდელად გთავაზობთ ხერხებსა და სტრატეგიებს, როგორ გაზარდოთ ეფექტიანობა თქვენს კომპანიაში

By Kimberly Zhang

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციები ეფექტიანად ხორციელდებოდეს. თუმცა, Covid-19-ის შემდეგ არსებული "მსხვრევადობა" და სისუსტე უნიკალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის გლობალურ ეკონომიკაში.

საითაც გაიხედავ, ყველა მიმართულებიდან სტაბილურობის საფრთხეები მოდის: ევროპაში ომი, აშშ-ში ინფლაცია და ჩინეთში დეფლაციაც კი.

დიდი გადატვირთვის შემდეგ, რაც 15 წლის წინ დაიწყო, არასდროს ეფექტიანი აქტივობები და პროდუქტიული ოპერაციები ასეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა. სწორედ ამის გათვალისწინებით, გთავაზობთ ხერხებსა და სტრატეგიებს, როგორ გაზარდოთ ეფექტიანობა თქვენს კომპანიაში.

1. კომუნიკაცია მუდმივად ინვესტირებადია

ოპტიმიზაცია არ არის მხოლოდ მარკეტინგისა თუ ანალიტიკისთვის ცალკე შექმნილი ცნება. ეს ეხება ისეთ ნიუანსებსა და აქტივობებსაც, როგორიც მაგალითად კომუნიკაციაა.

მარტივია უბრალოდ თქვა, რომ კომუნიკაცია მუშაობისას პრიორიტეტია. სიმართლე ისაა, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია მხოლოდ თქმით და ქაღალდზე წესად ქცევით არ მყარდება. ის მუდმივად განახლებად ინვესტირებას, ცვლილებასა და გაუმჯობესებას საჭიროებს.

"ფორბსისა" და ჰარვარდის ბიზნესმიმოხილვის მრჩეველთა საბჭოს წევრი შარეზ ტ. ვილკინსონი ხაზს უსვამს, რომ კომუნიკაცია სამსახურში ერთ-ერთი ის აქტივობაა, რაც ყველაფრის საფუძველს ქმნის. ეს ჩვენთვის, ყველასთვის დამახასიათებელია − ვამყარებთ კომუნიკაციას ჩვენ გარშემო არსებულ გარემოსთან. ვილკინსონი ამბობს, რომ ძალიან დიდი სხვაობაა ამჟამად დამსაქმებლების კომუნიკაციის უნარებსა და წარმატებული ბიზნესისთვის საჭირო კომუნიკაციას შორის.

საჭიროება და უნარების სიმცირე კი კომუნიკაციაში ინვესტირების საჭიროებას წარმოშობს. მათ, ვისაც სურთ წარმატებული ბიზნესმოდელის შექმნა, ამ საბაზისო აქტივობას თავი არ უნდა აარიდონ.

შეგიძლიათ გააუმჯობესოთ და საკომუნიკაციო არხების კონსოლიდაციაც მოახდინოთ. მაგალითად, გამოიყენოთ სხვადასხვა პლატფორმები (როგორიცაა Zight) იმისათვის, რომ უფრო სწრაფი კომუნიკაცია გქონდეთ თანამშრომლებთან, ნაკლები დრო დახარჯოთ შეხვედრებში და გააუმჯობესოთ კომუნიკაციის დონე, შესაბამისად − პროდუქტიულობაც.

2. ტექის კონსოლიდაცია

რადგან კონსოლიდაცია ვახსენეთ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს საჭირო მხოლოდ კომუნიკაციისთვის არაა. ტექნოლოგია ღმერთის გამოგზავნილი საჩუქარივითაა ბიზნესისთვის, თუმცა მჭრელი მახვილიცა არის.

21-ე საუკუნის გზაზე მეოთხედი გავლილი გვაქვს და მაინც, ბევრი კომპანია, რომლებიც ადრე იყენებდნენ უახლესი ტექნიკური გადაწყვეტილებების ეფექტიან ძალას, ახლა თითქოს ძვირადღირებულ და რთულ ტექნიკურ წყობაში ჩაიძირნენ, უფსკრული კი სულ უფრო ღრმავდება. რა არის გამოსავალი? − კონსოლიდაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია ტექნოლოგიებში ახალი იდეების განხორციელებასა და ცვლილებებზე მუშაობს, გარკვეული ბრენდები არჩევენ, რომ მათი ტექუზრუნველყოფის კონსოლიდაციაზე კონცენტრირდნენ. Trello-ს მსგავსი პლატფორმები ყველას ნამუშევარს ერთ სივრცეში ათავსებს, პარალელურად კი პროდუქტიულობის ზრდას უწყობს ხელს. Slack კი, მაგალითად, კომუნიკაციის ერთ სივრცეში, ერთ აპლიკაციაში მოქცევას უზრუნველყოფს.

მსგავს "ხელსაწყოებში" ინვესტირებას შესაძლოა დრამატული ეფექტი ჰქონდეს ეფექტიანობაზე. აპლიკაციები ხელს უწყობს ბარიერების ჩამოშლას, ინფორმაციით გადატვირთვისგან გვიცავს და გუნდს საშუალებას აძლევს, ტექნოლოგიები პროდუქტიულობისთვის მთელი მისი უდიდებულესობით გამოიყენოს.

3. გამოიყენეთ SOC 2 ტიპის აუდიტი

SOC 2 აუდიტის სახეობაა, რომელიც სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ამერიკულმა ინსტიტუტმა დანერგა. სისტემა კლიენტის შესახებ ინფორმაციის გამოყენების ისეთ გზას გვთავაზობს, რომელიც ნდობას იწვევს. ის ყურადღებას ამახვილებს ინფორმაციის დაცულობაზე, კონფიდენციალურობაზე, ნდობასა და მთლიანობაზე.

გარდა იმისა, რომ SOC 2 კონფიდენციალურობის დაცვას უზრუნველყოფს, ეფექტიანობის გასაზრდელადაც შესანიშნავი გზაა. კომპანიაში არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის გადახედვა და სწორი მენეჯმენტი მის გამოყენებასა და ხელმისაწვდომობას გაზრდის.

გარდა ამისა, აუდიტის მიერ შემოთავაზებული უსაფრთხოება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეფერხება ან სხვა დროისა და რესურსების განკარგვასთან მიბმული ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოების დარღვევასთან. მონაცემთა მენეჯმენტის განახლებულ პრაქტიკაში ინვესტიციით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სუფთა გარემო, რომელიც თქვენს კომპანიას დაუბრკოლებლად ამუშავებს.

4. დაფიქრდით 4-დღიან სამუშაო კვირაზე

ხანდახან ყველაზე სწორი ნაბიჯები ერთი შეხედვით კონტრპროდუქტიული ჩანს ხოლმე. შეიძლება ეფექტიანობის გასაზრდელად ყველაზე კარგი გამოსავალი 4-დღიანი სამუშაო კვირა აღმოჩნდეს.

ეფექტიანობის ნაწილში ეს მარტივად აიხსნება − თუკი ადამიანები 4 დღეს მუშაობენ და 3 დღეს საკუთარ თავს უთმობენ, ისვენებენ და განტვირთვას ახერხებენ, შესაბამისად, ოფისში უფრო კონცენტრირებულნი და ჩართულნი არიან სამუშაო პროცესში.

კვლევები აჩვენებს, რომ მსგავსი სამუშაო გრაფიკი ეფექტიანი და პროდუქტიულია, იწვევს მეტ კმაყოფილებას და თანამშრომლების კეთილდღეობის კოეფიციენტს ზრდის.

***

როცა ბიზნესს მართავთ, დაიმახსოვრეთ, მეტი ინვესტიცია დააბანდოთ ეფექტიანობაში − განურჩევლად იმისა, რომელ ფორმებს აირჩევთ. თუკი ზემოთ შემოთავაზებულ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენს კომპანიას გაუკვალავთ გზას, რათა გადარჩეს და სამომავლოდ უფრო დიდი გეგმები დაისახოს მიზნად.

Kimberly Zhang

Entrepreneur Leadership Network® Contributor

Chief Editor of Under30CEO

Kimberly Zhang, president and editor in chief of Under30CEO, has a passion for educating the next generation of leaders.
ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ფრანჩაიზი

როგორ გახდნენ ეს ფრანჩაიზები ფრანჩაიზერები

ოთხივე ანტრეპრენერმა გარისკა, ზოგიერთმა ახალი ბრენდი შექმნა, ზოგმა - სათავო კომპანია იყიდა და საბოლოოდ ყველა დიდი ბოსი გახდა