აღმასრულებელი დირექტორების ანაზღაურება იზრდება - ზოგიერთმა 2024 წელს ათობით მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2023 წელს აი, რამდენი გამოიმუშავეს აღმასრულებელმა დირექტორებმა 2024 წელს, JPMorgan-ის ჯეიმი დაიმონიდან Disney-ის ბობ აიგერამდე

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თარგმანი: თინათინ ლუხუტაშვილი

ბოლო წლებში აღმასრულებელი დირექტორების ანაზღაურება საგრძნობლად გაიზარდა. დიდი კომპანიების CEO-ების ყოველწლიური ანაზღაურება რამდენიმე ათეული მილიონითაც კი აჭარბებს წინა წლისას.

2024 წლის კომპენსაციის მონაცემები, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) დოკუმენტებში, აჩვენებს, რომ აღმასრულებელი დირექტორების საერთო ანაზღაურება 2023 წელთან შედარებით გაიზარდა, მათ შორის 10 მილიონი დოლარით Apple-ის ტიმ კუკისთვის და 26%-ით მეტი Goldman Sachs-ის დევიდ სოლომონისთვის.

ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის (EPI) მონაცემებით, 2023 წელს აღმასრულებელი დირექტორები საშუალო თანამშრომელზე 290-ჯერ მეტს იღებდნენ მაშინ, როცა 1965 წელს ეს რიცხვი 21-ს შეადგენდა.

წარმოგიდგენთ მონაცემებს, როგორი ანაზღაურება ჰქონდათ დიდი კომპანიების აღმასრულებლებს 2024 წელს.

ბრაიან ნიკოლი

Robin Marchant/Getty Images

კომპანია: Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორი
2024 წლის ანაზღაურება: 96 მილიონი დოლარი (61,538 დოლარი ხელფასი, 5 მილიონი დოლარი ბონუსი და 90 მილიონი დოლარი აქციების ჯილდო)
2023 წლის ანაზღაურება: 2023 წელს მან Chipotle-ში 22,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ნიკოლმა Starbucks-ის ხელმძღვანელობა 9 სექტემბერს დაიწყო და მანამდე Chipotle-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. 2024 წელს მიღებული 90 მილიონი დოლარის აქციები Starbucks-ის მიერ Chipotle-ის აქციების გამოსყიდვით აიხსნება, რომლებიც მან Chipotle-დან წასვლისას დაკარგა.

ტიმ კუკი

Beata Zawrzel/NurPhoto via Getty Images

კომპანია: Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი
2024 წლის ანაზღაურება: 74,6 მილიონი დოლარი (3 მილიონი დოლარი ხელფასი და დანარჩენი აქციების ჯილდო)
2023 წლის ანაზღაურება: 63,2 მილიონი დოლარი

კუკმა 2024 წელს 74,6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც 10 მილიონით მეტია, ვიდრე 2023 წლის ანაზღაურება. მისი ძირითადი ხელფასი ბოლო სამი წლის განმავლობაში 3 მილიონი დოლარია.

ბობ აიგერი

Michael Buckner/Variety via Getty Images

კომპანია: Walt Disney Co.-ს აღმასრულებელი დირექტორი
2024 წლის ანაზღაურება: 41,1 მილიონი დოლარი (1 მილიონი დოლარი ხელფასი, დანარჩენი ბონუსი და აქციების ჯილდო)
2023 წლის ანაზღაურება: 31,6 მილიონი დოლარი

73 წლის აიგერმა 2024 წელს 30%-ით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2023 წელს, Disney-ის კინოგაქირავების წარმატებისა და სტრიმინგის მიმართულების მოგებიანობის გამო. Disney Plus-იმა Hulu-მ და ESPN Plus-მა 2024 წლის მეოთხე კვარტალში 321 მილიონი დოლარის მოგება გამოიმუშავეს, ხოლო მესამე კვარტალში - 47 მილიონი, რაც Disney-ისთვის პირველი მოგებიანი კვარტალები იყო სტრიმინგში.

დევიდ სოლომონი

Jeenah Moon/Bloomberg via Getty Images

კომპანია: Goldman Sachs Group Inc.-ის აღმასრულებელი დირექტორი
2024 წლის ანაზღაურება: 39 მილიონი დოლარი (2 მილიონი დოლარი ხელფასი, 8,3 მილიონი დოლარი ბონუსი, დანარჩენი აქციების ჯილდო)
2023 წლის ანაზღაურება: 31 მილიონი დოლარი

სოლომონმა 2024 წელს 26%-ით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2023 წელს. მან და Goldman-ის პრეზიდენტმა და მთავარმა საოპერაციო დირექტორმა, ჯონ უოლდრონმა, მიიღეს 80 მილიონი დოლარის ღირებულების შეზღუდული აქციების ბონუსი. ეს აქციები 2030 წლის იანვარში გაიცემა, ასე რომ, მათ მხოლოდ მაშინ მიიღებენ, თუ კომპანიაში კიდევ ხუთი წელი დარჩებიან.

ჯეიმი დაიმონი

Manuel Orbegozo/Bloomberg via Getty Images

კომპანია: JPMorgan Chase & Co.-ს აღმასრულებელი დირექტორი
2024 წლის ანაზღაურება: 39 მილიონი დოლარი (1,5 მილიონი დოლარი ხელფასი, დანარჩენი ბონუსი და აქციების ჯილდო)
2023 წლის ანაზღაურება: 36 მილიონი დოლარი

68 წლის დაიმონმა 2024 წელს 8,3%-ით მეტი გამოიმუშავა, JPMorgan-ის რეკორდული წლიური მოგების ფონზე. ბანკმა 2024 წელს 58,5 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო.

კრისტიანო ამონი

Rita Franca/NurPhoto via Getty Images

კომპანია: Qualcomm-ის აღმასრულებელი დირექტორი
2024 წლის ანაზღაურება: 25,9 მილიონი დოლარი (1,35 მილიონი დოლარი ხელფასი, დანარჩენი აქციების ჯილდო)
2023 წლის ანაზღაურება: 23,5 მილიონი დოლარი

ამონმა 2021 წელს Qualcomm-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დაიკავა, თუმცა კომპანიაში 27 წელია მუშაობს. მისი ანაზღაურება ორჯერ აღემატებოდა ნებისმიერი სხვა აღმასრულებლისას, ხოლო ტექნოლოგიის მთავარმა ოფიცერმა, ჯეიმს თომპსონმა, რიგით მეორე ყველაზე მაღალი ხელფასი მიიღო - 13 მილიონი დოლარი.

პოლ რეილი

Scott Eells/Bloomberg via Getty Images

კომპანია: Raymond James Financial-ის აღმასრულებელი დირექტორი
2024 წლის ანაზღაურება: 24,05 მილიონი დოლარი (750 000 დოლარი ხელფასი, 11,65 მილიონი დოლარი ბონუსი, დანარჩენი აქციების ჯილდო)
2023 წლის ანაზღაურება: 20,55 მილიონი დოლარი

რეილი, 70 წლის, 20 თებერვალს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს და აღმასრულებელი თავმჯდომარის როლზე გადავა. მისი მიღწევები მოიცავს მრჩეველთა გუნდის აყვანას, რომლებმაც 2024 წელს 335 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანეს.

ჯენი ჯონსონი

Hollie Adams/Bloomberg via Getty Images

კომპანია: Franklin Templeton Investments-ის აღმასრულებელი დირექტორი
2024 წლის ანაზღაურება: 17,2 მილიონი დოლარი (750 000 დოლარი ხელფასი, დანარჩენი აქციების ჯილდო)
2023 წლის ანაზღაურება: 15,1 მილიონი დოლარი

ჯონსონი, 60 წლის, 35 წელია Franklin Templeton-ში მუშაობს და 2020 წელს გახდა აღმასრულებელი დირექტორი. კომპანია 1947 წელს მისმა ბაბუამ, რუპერტ ჰ. ჯონსონმა დააარსა.

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.