Get All Access for $5/mo

Airchat - სილიკონ ველის ახალი სოცმედია აპლიკაცია

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალმა სოცმედია აპლიკაციამ, Airchat-მა უკვე მოიზიდა ისეთი დიდი ინვესტორები, როგორიც არიან OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ალტმანი, Accomplice VC-ის ჯეფ ფანიანი და სხვები. და მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია ძირითად საკონტაქტო ინსტრუმენტად სწორედ ხმოვან შეტყობინებებს იყენებს, მაინც შორსაა ამჟამინდელი სოცმედია ბუმის კაკაფონიისგან.

აპლიკაცია 2023 წლის შუა პერიოდში ჩაეშვა და ჯერ კიდევ მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისით სარგებლობა შესაძლებელი, თუკი "მოსაწვევი" გაქვთ. Bloomberg-ის ცნობით, ბოლო კვირაში "მოსაწვევების" რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა სილიკონის ველზე, მას შემდეგ, რაც აპლიკაციის ხელახალი წარდგენა მოხდა. მათი ინფორმაციითვე, აპლიკაციის 45 000-მდე ჩამოტვირთვიდან 30 000 სწორედ ბოლო თვეში განხორციელდა.

თუკი Facebook-ი ან Threads-ი გამოგიყენებიათ, Airchat-საც მარტივად აუღებთ ალღოს. აპლიკაციას სტანდარტული ნიუსფიდი აქვს, თუმცა ერთი განსხვავებით - მომხმარებლები ხმოვან შეტყობინებებს პოსტავენ და არა ტრადიციულ ტექსტებს. ტექსტის აკრეფის ფუნქცია აპლიკაციაში საერთოდ არაა და ამიტომაც, მისი სქროლვისას, ადამიანების ხმებს ვისმენთ. გარდა ამისა, შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტრანსკრიპტები წავიკითხოთ.

კომენტარის დატოვება გინდათ? - ამ შემთხვევაშიც ხმის ჩაწერა და აზრის ასე გამოხატვა მოგიწევთ. მთელი აპლიკაცია, ფაქტობრივად, გრძელვადიანი დიალოგების ნაკრებია.

გარდა ამისა, Airchat-ი აძლევს საშუალებას მომხმარებლებს, ჩაერთონ ახლა მიმდინარე საუბრებში და არ მოუწიოთ შემდეგ ამ ყველაფერთან დაწევამ.

"წვეულება ჩემივე ჯიბეში - აი, ეს მინდა. მინდა შემეძლოს, ნებისმიერ დროს ამოვიღო ჯიბიდან ტელეფონი და ვესაუბრო ვინმე სასიამოვნო, მხიარულ, საინტერესო ადამიანს", - ამბობს აპლიკაციის თანადამფუძნებელი, ნავალ რავიკანტი Bloomberg-თან ინტერვიუში.

Airchat-ის თვალიერებისას შეამჩნევთ, რომ სხვების ხმები ყურადღებას იქცევს და უფრო ჩართული ხდები განხილვებში, თუმცა ერთიდან მეორეზე გადასვლა უფრო დახვეწილი და ნაკლებად მოულოდნელია, ვიდრე Tik-Tok-ის შემთხვევაში.

აპლიკაციას ვიდეოს ატვირთვის ფუნქციაც აქვს, თუმცა მას არავინ იყენებს - Airchat-ი ხმოვან კომუნიკაციაზე არის დაფუძნებული.

ალბათ იკითხავთ, რა განასხვავებს Airchat-ს მსგავსი აპლიკაციის, Clubhouse-სგან. მთავარი ისაა, რომ Airchat-ში საუბრები ლაივში არაა - განხილვა შესაძლოა დღეები გაგრძელდეს და სულაც არაა აუცილებელი, იმ წამს, იმ მომენტში ონლაინ იყოთ და უპასუხოთ. მიუხედავად იმისა, რომ აქაც მთავარი მეგობრებია და არა გამომწერები, მომხმარებლის გამოცდილება მაინც განსხვავებული იქნება.

მიუხედავად ბევრი პლუსისა, აპლიკაციას აქვს ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი ფიჩერი - მაშინაც კი, თუ აპლიკაციიდან გამოხვალთ, ტელეფონსაც კი გათიშავთ, აუდიოჩანაწერი ჩართული რჩება და ხმა კვლავაც ისმის.

სოცმედია სივრცეში ნამდვილი, ადამიანური ურთიერთობების პრიორიტეტიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და Airchat-ი სწორედ ამას გვთავაზობს. "ხარისხი სჯობს რაოდენობას" მიდგომით აპლიკაციის შემქმნელები საბოლოო ჯამში სწორ გათვლას აკეთებენ.

აპლიკაცია იმდენად ცოცხალია, მარტივია მისი გამოყენება ახალი მეგობრების შესაძენად თუ რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად. ალგორითმიც მშვენივრად მუშაობს - თქვენს ფიდში სწორედ იმ სიახლეებს ნახულობთ, რაც გაინტერესებთ - არაფერი ზედმეტი.

აპლიკაციას კი ნამდვილად დახურავთ შეგრძნებით, რომ სამყაროსთან მეტი საერთო გაქვთ. სოციალური მედიის სქროლვის შემდეგ შეგრძნება ხომ პირიქითაა - თითქოს გარემოსგან დისტანცირებულნი ვხდებით. Airchat-ი კი ამის საპირისპიროდ მუშაობს და კონტაქტს, გარე სამყაროსთან კავშირს გვინარჩუნებს.

აპლიკაცია მარტივია გამოსაყენებლად და, რაც მთავარია, ნამდვილ ადამიანებს შორის ნამდვილი საუბრები მას ბევრად დახვეწილ, მაღალი დონის სოციალურ სივრცედ აქცევს.

თარგმანი: თინათინ ლუხუტაშვილი

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია