Amazon-მა შეიძინა კომპანია, რომელიც ოთხფეხა რობოტებს აწარმოებს – რას ნიშნავს ეს თქვენი შემდეგი ამანათისთვის?
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ოთხფეხა რობოტები Amazon-ის ამანათების მიწოდებას იწყებენ. CNBC-ის ინფორმაციით, კომპანიამ ჩუმად შეიძინა შვეიცარიული რობოტიქს-სტარტაპი Rivr, რომელიც აწარმოებს ბორბლებზე მდგარ, ამანათების კარამდე მიტანისთვის განკუთვნილ რობოტებს. Amazon-ს გარიგების შესახებ საჯაროდ არ განუცხადებია, თუმცა ამ კვირაში მიწოდების ქვეკონტრაქტორებს შესაბამისი შეტყობინებით აცნობა.
Amazon-ის განცხადებით, რობოტები ადამიანებს ჯერჯერობით არ ჩაანაცვლებენ – მანქანები კურიერებთან ერთად იმუშავებენ, რათა "დაეხმარონ მათ ამანათების ტრანსპორტირებაში სატრანსპორტო საშუალებიდან კლიენტის კარამდე" და გააუმჯობესონ უსაფრთხოების მაჩვენებლები. კომპანია ამ ტექნოლოგიის ინტეგრირების ტესტირების "ადრეულ ეტაპზეა".
ეს Amazon-ის ავტომატიზაციისკენ მიმართული მორიგი ნაბიჯია. კომპანიამ ათ წელზე მეტი დახარჯა საწყობის ოპერაციების ავტომატიზაციაზე და გასული წლის ოქტომბრის მონაცემებით, თავის ქსელში 1 მილიონზე მეტი რობოტი ჰყავს დანერგილი.
თარგმანი: მარიამ ქობალია