Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი: ხელოვნურმა ინტელექტმა მალე შესაძლოა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები ჩაანაცვლოს დარიო ამოდეიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, შეიძლება ითქვას, შემაშფოთებელი პროგნოზი გააჟღერა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორის, დარიო ამოდეის, მოსაზრებით, შესაძლოა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების პროფესია მალე საერთოდ გაქრეს. დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე The Economist-თან ინტერვიუში ამოდეიმ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელები 6-დან 12 თვემდე პერიოდში შეძლებენ შეასრულონ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების მიერ დღეს შესრულებული სამუშაოს "უმეტესი ნაწილი, შესაძლოა მთლიანადაც".
"Anthropic-ში გვყავს ინჟინრები, რომლებიც მეუბნებიან: კოდს საერთოდ აღარ ვწერ. უბრალოდ, AI-მოდელს ვაძლევ საშუალებას, კოდი თავად დაწეროს, მე კი მას ვასწორებ", – განაცხადა მან.
ამ თამამმა პროგნოზმა სოციალურ ქსელებში მწვავე დისკუსია გამოიწვია. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: "პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის ავტომატიზება 12 თვეში იქნება შესაძლებელი. კი, ჩვენი საქმე ნამდვილად წასულია". კიდევ ერთმა მომხმარებელმა ცვლილების მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება: "ხელოვნური ინტელექტის მოდელები 6-დან 12 თვემდე შეძლებენ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების მიერ შესრულებული სამუშაოს უმეტესი ნაწილის, შესაძლოა მთლიანად, თავიდან ბოლომდე გაკეთებას, რის შედეგადაც ინჟინრების როლი რედაქტორობამდე დავა".
თარგმანი: თინათინ ლუხუტაშვილი
ამოდეიმ აღიარა, რომ გარდაქმნის ტემპში ბოლომდე დარწმუნებული არ არის და აღნიშნა, რომ ზოგიერთი მიმართულების, მაგალითად, ჩიპების წარმოებისა და მოდელების სწავლების, ავტომატიზება ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შეუძლებელია.
Anthropic-ის ხელმძღვანელობამდე ამოდეი OpenAI-ში კვლევების ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი Google Brain-ში უფროსი მკვლევრის თანამდებობაზე მუშაობდა.