Apple-ი iPhone-ის შესაძლებლობებს აფართოებს - რა იცვლება კომპანიაში
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დიდი ჭორების შემდეგ, Apple-მა საბოლოოდ გაამჟღავნა, თუ როგორ აპირებს iPhone-ის განახლებას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
შეერთებულ შტატებში სმარტფონების უმსხვილესმა მწარმოებელმა ორშაბათს ყოველწლიური დეველოპერების კონფერენცია გამართა და Apple Intelligence-ი დააანონსა.
კომპანია ასევე OpenAI-თან თანამშრომლობს, რათა ChatGPT Apple-ის პროდუქტებში დაამატოს. პირველი ასეთი მოდელი GPT-4o იქნება.
ხელოვნური ინტელექტი Siri-ის საშუალებას მისცემს, აპლიკაციების შიგნით იმუშაოს და მალე მისი დახმარებით მოახერხებთ, ფოტოები ან ნომრები მოძებნოთ.
კიდევ ერთი ახალი ფუნქცია Genmoji, წერილობითი ინსტრუქციის მეშვეობით, სასურველ emojis შექმნის.
ხელოვნური ინტელექტი ასევე მობილურის ეკრანზე შეტყობინებების რანჟირებას მოახდენს, რათა ისინი პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოს და ყურადღების გაფანტვის დონე მინიმუმამდე დაიყვანოს.
ChatGPT იმ შეკითხვებსაც უპასუხებს, რომელსაც Siri ვერ პასუხობს, თანაც ისე, რომ მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაცია დაცული იქნება.
Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, კრეიგ ფედერიგი ამბობს, რომ განახლებული სისტემა უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს აყალიბებს. ასევე არ ინახავს და არ აგროვებს პირად მონაცემებს.
პირველად 14 წლის განმავლობაში, iPads-ის საშუალებით შეძლებთ გადმოწეროთ აპლიკაცია, სადაც Apple Pencil-ით თქვენთვის სასურველ მათემატიკურ ამოცანებს ამოხსნით.
iPhone-ის მომხმარებლები ასევე ახალი iOS 18-ით ისარგებლებენ, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, მობილური FaceID-ით დაბლოკონ ან ეკრანზე ნებისმიერი აპლიკაცია დამალონ. ასევე, წინასწარ დაგეგმონ გასაგზავნი შეტყობინებები.
Apple-ი ოფიციალურად მაღალ საკომუნიკაციო სერვისს იღებს, რითაც Android-დან iPhone-ზე ფოტოებისა და ვიდეოების მაღალი ხარისხით გაგზავნა იქნება შესაძლებელი.
iOS 18-ის განახლებულ ვერსიას აუდიტორია სექტემბერში გაეცნობა.