Apple-ი Meta-სა და Google-თან კონკურენციისთვის ხელოვნური ინტელექტის მქონე ჭკვიან სათვალეებს ქმნის

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Meta-ს Ray-Ban-ის ჭკვიანი სათვალეები არნახული წარმატებით სარგებლობს და გამოშვებიდან, 2023 წლის ბოლოდან ორი მილიონი წყვილი გაიყიდა. ამასთან, Meta 2026 წლის ბოლოსთვის წელიწადში 10 მილიონი წყვილის წარმოებას გეგმავს. ამჯერად კი Apple-ი საკუთარი პროდუქტით ჭკვიანი სათვალეების ბაზარზე შესასვლელად ემზადება.

ხუთშაბათს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Apple-ის ინჟინრები მუშაობენ ახალ ჭკვიან სათვალეზე, რომელიც, შესაძლოა, მომავალი წლის ბოლოს გამოვიდეს. სავარაუდოდ, პროტოტიპებს მალე (დიდი რაოდენობით) შეუკვეთენ ტესტირებისთვის. ასევე, როგორც ამბობენ, Apple მუშაობს სათვალეების ძლიერ ჩიპზე, რაც მათ გამოთვლილი სიმძლავრით გამოარჩევს კონკურენტებისგან.

სათვალე აღჭურვილი იქნება კამერით, მიკროფონით, დინამიკითა და ვერბალური ბრძანებების ხმოვან ასისტენტთან კავშირით. ის თავსებადი იქნება მუსიკასთან, შენიშვნებსა და სატელეფონო ზარებთან. Ray-Ban-ის მსგავსად, რომელიც ხმოვანი ბრძანებების დასამუშავებლად Meta-ს ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, Siri Apple-ის სათვალეებზე არსებულ მოთხოვნებს დაამუშავებს.

ახალი ჭკვიანი სათვალით Apple-ი ცდილობს ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების ბაზრის დაპყრობასაც, რომელიც მომავალ წელს კიდევ უფრო მოზღვავდება. OpenAI-მ, პოპულარული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის - ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანიამ, ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ის თანამშრომლობდა Apple-ის ყოფილ დიზაინერ ჯონი აივთან ხელოვნური ინტელექტის გაჯეტებზე, რომლებიც მომავალი წლიდან გამოვა. ოთხშაბათს, OpenAI-მ ასევე განაცხადა, რომ ის თანამშრომლობას აღრმავებს Ive-ს ხელოვნური ინტელექტის აპარატურის სტარტაპის, io-ს, 6,5 მილიარდ დოლარად შეძენით.

გასულ შემოდგომას Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Apple-ი ატარებდა რამდენიმე ფოკუსჯგუფს იმისთვის, რომ გაერკვია, რა მოსწონდათ მის თანამშრომლებს კონკურენტების მიერ შექმნილ ჭკვიან სათვალეებში.

როგორც ამბობენ, Apple-ის საბოლოო მიზანია შექმნას გაძლიერებული რეალობის (AR) სათვალე, რომელიც რეალურ სამყაროს მონაცემებითა და სურათებით გადაფარავს. წყარომ Bloomberg-თან განაცხადა, რომ Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი აპირებს შექმნას AR სათვალე მანამ, სანამ Meta შეძლებს ამის გაკეთებას. კუკის თქმით, AR სათვალე არის "ერთადერთი რამ", რაზეც ის "ნამდვილად ხარჯავს თავის დროს პროდუქტის განვითარების თვალსაზრისით".

აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Meta განიხილავდა პირველი ხელოვნური ინტელექტის მქონე სათვალეების შექმნის იდეას, რომლებსაც სმარტფონის ბაზა და ჩაშენებული ეკრანი ექნება, რაც Apple-ის აიფონს გაუწევს კონკურენციას.

Google- აპირებს ჭკვიანი სათვალეების შექმნას

Google-მა ამ კვირის დასაწყისში, I/O კონფერენციაზე განაცხადა, რომ Warby Parker-თან პარტნიორობით ხელოვნური ინტელექტის მქონე სათვალეების შესაქმნელად 150 მილიონ დოლარს გამოყოფდა. სათვალე, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა Google-ის Gemini AI ასისტენტისთვის გაგზავნილი ხმოვანი ბრძანებები, სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოვა.

დემონსტრაციის დროს სათვალემ შეძლო ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, გარემოს ობიექტების შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა და ერთი ენიდან მეორეზე რეალურ დროში თარგმნა.

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.
Business News

EU-funded 3E Partnership Project coordinated by Business and Technology University Hits the First Milestone

Co Creating Knowledge and Enhancing Mutually beneficial Regional Cooperation in Energy Efficiency