Get All Access for $5/mo

ბარბი, როგორც სოციალური ფენომენი - ფილმები, რომლებმაც მარკეტინგული რევოლუცია მოახდინეს

By Kevin Kaminyar

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბარბი, საკულტო თოჯინა, რომელმაც ექვსი ათწლეულის განმავლობაში უამრავი ადამიანის გული მოიგო, რუთ ჰენდლერმა, "მატელის" თანადამფუძნებელმა შექმნა.

მას სურდა ისეთი თოჯინა დაემზადებინა, რომელიც ახალგაზრდა გოგონებს შთააგონებდა და საკუთარი თავის რწმენას შემატებდა.

ბარბი საზოგადოებას პირველად ნიუ-იორკში, 1959 წლის 9 მარტს წარუდგინეს.

ფილმი "ბარბი" კი საზოგადოებას 2023 წლის 21 ივლისს გაეცნო. შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და შემოსავალმა თითქმის 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მარკეტინგული გუნდი წარმატების მისაღწევად არაერთ ხრიკს იყენებდა. აქედან ყველაზე საინტერესო "ბარბენჰაიმერის" ფენომენი იყო, რაც კულტურულ სენსაციად იქცა და მთელ მსოფლიოში სოციალური ქსელები მთლიანად მოიცვა.

ასევე, "ბარბისთვის" ცნობილი ფილმების პოსტერებს იყენებდნენ, რომლებსაც მათი პერსონაჟებისთვის დამახასიათებელ სლოგანებს ბარბის სტილში აწერდნენ.

"ბურგერ კინგთანაც" კი კოლაბორაციული ვარდისფერი ბურგერი შეიქმნა.

გავიხსენოთ სხვა ფილმებიც, რომლებმაც მარკეტინგული კამპანია სწორად აწარმოეს.

"ავატარი" (2009)

ჯეიმს კემერონის სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელმაც კინოინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. მათ პარტნიორობა გააფორმეს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა McDonald's-ი, Coke-ი, LG-ი და Panasonic-ი. დაამზადეს მატელის ფიგურები და გამოუშვეს ვიდეოთამაშები.

"იურიული სამყარო" (2015)

პირველი ფილმი, რომლის შემოსავალმაც ერთ კვირაში 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ფილმს აქვს საკუთარი ვებსაიტი, ციფრული ტური, ინტერაქტიული რუკა და კამერის ინსტალაციის შესაძლებლობა.

"შურისმაძიებლები" (2019)

ეს კინომოვლენა იყო, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სუპერგმირები ერთად შეკრიბა. ფილმის შემოსავალმა 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. შეიქმნა მარველის სტუდიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია. კომპანიამ პარტნიორობა გააფორმა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Audi, McDonald's-ი, Coca-Cola, Google-ი, General Mills-ი და Ziploc-ი.

ეს ფილმები მაგალითია იმისა, რომ სწორი მარკეტინგული კამპანიით კინო შეიძლება სოციალურ და კულტურულ ფენომენად იქცეს.

Kevin Kaminyar

Founder & CEO @ Yellow Tree Marketing

Kevin Kaminyar is a marketing expert and a social activist with almost a decade of experience in marketing in the private, public, and nonprofit sectors. His company, Yellow Tree Marketing, 2022 Startup of the Year, is one of the highest recommended marketing agencies in the United States in 2023.