Get All Access for $5/mo

CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - "ლურჯი ოკეანის" ორგანიზებულ ღონისძიებაზე ბიზნესისა და (ბიზნეს) ლიტერატურის შესახებ იმსჯელებენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ლურჯი ოკეანე" ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას გამართავს. "CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა" პირველად წელს, 8 დეკემბერს გაიმართება.

ღონისძიება პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში (ბიზნეს)ლიტერატურის როლის შესახებ გააერთიანებს პანელურ დისკუსიებსა და ინსპირაციულ გამოსვლებს. ივენთზე შეხვდებით მარკეტინგის, ბრენდინგის, სტრატეგიული კომუნიკაციების, გაყიდვების, კლიენტთა მომსახურების, პიროვნული და ორგანიზაციული ტრანსფორმაციისა და საგამომცემლო ინდუსტრიების პროფესიონალებს.

როგორც ორგანიზატორი და "ლურჯი ოკეანეს" ხელმძღვანელი თამთა ჯაფარაშვილი Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, საქართველოში ღონისძიებები ბიზნესისა და ლიტერატურის კვეთაზე არ კონცენტრირდებიან. CROSSOVER კი სწორედ ამ ორი სფეროს თანაკვეთას აღნიშნავს. წლის თემა "კიდევ ერთის ძალა" იქნება ამავე სახელწოდების წიგნის გამო, რომელიც ექსკლუზიურად ღონისძიებაზე გაიყიდება და ერთი თვის განმავლობაში, სხვაგან არ იქნება ხელმისაწვდომი.

"არსებითად, "კიდევ ერთის ძალა" მარტივ წინაპირობას ეფუძნება. იმაზე გაცილებით ახლოს ხარ ცვლილებასთან, ვიდრე წარმოგიდგენია. კიდევ ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი ურთიერთობა, კიდევ ერთი გადაწყვეტილება, კიდევ ერთი მოქმედება ან კიდევ ერთი აზრი გაშორებს ისეთ ცხოვრებას, როგორსაც იმსახურებ. გვინდა, რომ ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, პირველ რიგში საკუთარ თავში, და შემდეგ გარე სამყაროში, კიდევ ერთის ძალის აღმოჩენაში დავეხმაროთ", - ამბობს თამთა ჯაფარაშვილი.

იმის გამო, რომ ბიზნესისა და ლიტერატურის კავშირზე აქცენტი ხშირად არ კეთდება, არ არსებობს დიალოგის სივრცეც. თამთა ჯაფარაშვილი ამბობს, რომ CROSSOVER სწორედ ამ სივრცის გაჩენას ემსახურება, ღონისძიება ორივე მხარეს დაანახებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აკისრია თითოეულს - "კომპანიებს აჩვენებს ბიზნესლიტერატურის გამოყენების საჭიროებას, ხოლო მეორე მხრივ, გაზრდის ბიზნესლიტერატურის როლს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში."

ორგანიზატორი საუბრობს იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ისეთი ცოდნისა და უნარების გაღრმავება, როგორსაც ბიზნესსკოლებში ვერ მიიღებენ.

"საკუთარი შეხედულებების მუდმივი განახლება, ფაქტებზე აგებული აზროვნება, ემოციური ინტელექტის განვითარება, თვითშემეცნება და ადამიანებზე ფოკუსირებული ბიზნესის კეთების უნარი. ბიზნესლიტერატურის როლი სწორედ ამ ნაპრალის შევსებაა ფაქტობრივ ცოდნასა და იმ ცოდნას შორის, რომელსაც შენგან ბიზნესსამყარო ელოდება და მოითხოვს", - აღნიშნავს ღონისძიების ორგანიზატორი.

ივენთის ერთ-ერთი მიზანი საგამომცემლო საქმიანობის, როგორც ბიზნესის, შესახებ ცნობადობის ზრდაცაა. ღონისძიებაზე საუბარი იქნება, თუ როგორია წიგნის შექმნის ხელოვნება, რა გზა გაიარა ქართულმა საგამომცემლო სექტორმა 90-იანი წლებიდან დღემდე, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული საგამომცემლო ინდუსტრია და ა.შ.

"ღონისძიება ყოველწლიური იქნება შინაარსობრივი ცვლილებებით. თუმცა ერთი პანელური დისკუსია საგამომცემლო ინდუსტრიის შესახებ CROSSOVER-ის კონცეფციის ნაწილია", - გვიყვება თამთა ჯაფარაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დისკუსიები და მოხსენებები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: "გუნდების გუნდი", "ადამიანური ალქიმია", "How to Become Relentless", "Ego and Team Consciousness" და "Crossover: წიგნის შექმნის ხელოვნება".

"CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა" ქართული კრეატიული ინდუსტრიის შესახებ საინტერესო დისკუსიით გაიხსნება. დისკუსიის სახელწოდებაა "ალქიმია: კიდევ ერთი (არაორდინარული) იდეა".

ღონისძიების ერთერთი მოდერატორი და სპიკერი, ალექსი ჩიქოვანი თქმით, "ემოციისა და შემოქმედებითი ალქიმიის ნაკლებობა" ინდუსტრიის წარმომადგენელთა ტკივილია. ჩიქოვანი ამბობს, რომ უემოციოდ რაიმეს შექმნა წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ დისკუსია უპასუხებს კითხვებს: სად გვაქვს პრობლემა? რატომ გვაქვს ეს პრობლემა და რაშია გამოსავალი?

პანელური დისკუსია გაიმართება თემაზე "ადამიანური ალქიმია". სპიკერები ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საკუთარი თავის სიყვარულის მნიშვნელობა და ფენომენი, როგორ არჩევანი და არა მხოლოდ ემოცია. დამსწრე საზოგადოება მოისმენს პასუხს კითხვებზე: როგორ ვიპოვოთ, განვიცადოთ და სრულვყოთ სიყვარული? რა როლს ასრულებს ჩვენს წარმატებაში ემოციური ინტელექტი და როგორ განვავითაროთ ის? როგორ შევაბიჯოთ გულით ფიქრის ალქიმიაში?

ბოლო პანელური დისკუსია კი "CROSSOVER: წიგნის შექმნის ხელოვნება" თემას დაეთმობა. დისკუსიის ფარგლებში ისაუბრებენ, როგორ განვითარდა ქართული საგამომცემლობო ინდუსტრია 1708 წელს მეფე ვახტანგ VI-ის ინიციატივით გახსნილი სტამბიდან დღემდე და ვინ ქმნის თანამედროვე საქართველოში წიგნებს. სპიკერები ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქართული საგამომცემლო ინდუსტრიის განვითარება პირველი წიგნის გამოცემიდან თითქმის სამი საუკუნის შემდეგ, ვინ ქმნის დღეს წიგნებს საქართველოში და რა არის ქართველი მწერლებისა და გამომცემლების "რატომ"?

ღონისძიებაზე გამომსვლელებს შორისაა თინათინ რუხაძე - მისი მოხსენება თემაზე "გუნდების გუნდია". თინათინი 2002 წლიდან საკონსულტაციო კომპანია ACT-ის თანამდამფუძნებელი და ხედვის ლიდია. კომპანიაში მის მენეჯერობას უკავშირდება ჯერ ადგილობრივ ბაზარზე ლიდერის ადგილის დამკვიდრება, შემდეგ კი საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა.

მოხსენებას თემაზე "How to Become Relentless" კლიენტთა მომსახურების სფეროს წამყვანი ექსპერტი, ჯონ შოლი წაიკითხავს. მსოფლიოში აღიარებული სპიკერი ღონისძიების მონაწილეებს ონლაინ ჩაერთვება და მის მრავალწლიან, მნიშვნელოვან გამოცდილებას გაუზიარებს.

კიდევ ერთი საერთაშორისო დონის ექსპერტი და სპეციალისტი, სამი კოენი, ღონისძიებაზე "Ego and Team Consciousness" საკითხზე ისაუბრებს. კოენი უნიკალური პიროვნული განვითარების მოდელის, "ლეო მეთოდოლოგიის" თანაავტორი და Leo Institute-ის თანამდამფუძნებელია.

"ლურჯი ოკეანე" დაინტერესებულ ადამიანებს უფრო წარმატებული, ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრების შესაქმნელად 8 დეკემბერს ღონისძიებაზე ელოდება. მსურველებს ბილეთების შეძენა აღნიშნულ ბმულზე შეეძლებათ.

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან