Get All Access for $5/mo

DataFest Tbilisi 2024 -ს ჰაკათონზე რეგისტრაცია გრძელდება თემა: ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ძალადობა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლევანდელი DataFest Tbilisi ჰაკათონს მასპინძლობს, თემით: ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ძალადობა.

ჰაკათონზე რეგისტრაცია 18 სექტემბრამდე გრძელდება. რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/FOjAt

Ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის დასრულებასა და ქალებისთვის უფრო უსაფრთხო ციფრული გარემოს შექმნას.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მკვლევრებს, ვებ და გრაფიკულ დიზაინერებს, დეველოპერებს, მონაცემთა მეცნიერებს, ჟურნალისტებს, კომუნიკაციების სპეციალისტებს, მარკეტოლოგებს, არტისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველას, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები და ადამიანის უფლებები. Მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიგონ ფულადი პრიზი და რაც მთავარია, შექმნან ისეთი ინოვაციური ინსტრუმენტი (ჩატბოტი, კომპიუტერული თამაში, მონიტორინგის სისტემა და ა.შ.), რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ონლაინ სივრცეში დისკრიმინაციისა და ძალადობის დასრულებას. Ჰაკათონის საპრიზო ფონდია 20 ათასი ლარი, რომელიც სამ გამაჯვებულზე გადანაწილდება.

შერჩეული კანდიდატები შეძლებენ, უფასოდ დაესწრონ DataFest Tbilisi 2024-ს და გაივლიან მენტორობის კურსს, რომელსაც წარუძღვებიან ტექნოლოგიების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების სფეროს ექსპერტები. მონაწილეებს თავიანთი პროექტების წარდგენა ფესტივალის დახურვით საღამოზე, ჟიურის წინაშე მოუწევთ.

ჰაკათონის თემები:

  • სიძულვილის ენა
  • სიძულვილით მოტივირებული დანაშაული
  • კიბერბულინგი
  • გამოძალვა და მუქარა ქალებისა და გოგოების მიმართ ციფრულ სივრცეში
  • ონლაინ სივრცეში დისკრიმინაცია ქალი პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და საჯარო სივრცეში მყოფი სხვა ქალების მიმართ

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 18 სექტემბერი.

DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალი 19-21 სექტემბერს, თბილისში ჩატარდება. ფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მონაცემებთან - დიზაინერებს, დეველოპერებს, მარკეტერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს. ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 5 ათასამდე მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორკშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Meta, Amazon, Mercedes-Benz, Siemens, Canva, Wix, Amazon და სხვა.

ფესტივალის პარტნიორები, სპონსორები და მხარდამჭერები: საქართველოს ბანკი,ევროკავშირის მისია საქართველოში,USAID, Information Integrity Coalition, Alliance of Democracies, Grant Thornton Georgia, New Democracy Fund, მედიის განვითარების ფონდი, UN Joint Programme for Gender Equality (UNJP4GE), United Nations Development Programme (UNDP), Korean National Police Agency, Japan International Cooperation Agency (JICA), ibccs.tax, Prague Civil Society Centre, Ekimo, R Consortium, Quantori, Lineate, EPAM, AI LAB, Pro Service, Terminal, Climate Basics, ProductTank Tbilisi, Tech Summit, SOVLAB, AskGov.ge, Tbilisi School of Communication

მედიაპარტნიორები: Entrepreneur, Next.on.ge, At.ge, Business Media Georgia, პუბლიკა, dev.ge, marketer, ტელეკომპანია ფორმულა, კაქტუსი მედია, BPN.

ფრანჩაიზი

"მაკდონალდს საქართველო" - 20 წელი წარმატებულ საქმიანობაში

საქართველოს "მაკდონალდსმა" ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო - Best overall Performance დაიმსახურა