Cyber Week Sale! 50% Off All Access

"იფიქრე და გამდიდრდი" - როგორ გავაათმაგოთ ჩვენი შედეგები ნაპოლეონ ჰილის რჩევებით

By Farrah Smith

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როცა ყოველდღიურობა განსაკუთრებულად მტვირთავს და ვგრძნობ, რომ ეს ჩემს შედეგებზეც აისახება, ნაპოლეონ ჰილის კლასიკას, "იფიქრე და გამდიდრდი", ვკითხულობ. 1937 წელს დაწერილი წიგნი, რომელიც 25-წლიან კვლევას ეფუძნება და წარმატებულ ინდივიდებზეა, ყოველდღიურობაში გზის გაკვალვასა და ეფექტიანობის ზრდაში მეხმარება.

ბოლო დროს ჰილი კონტროვერსიულ ავტორად მიიჩნევა. კრიტიკოსების ნაწილისთვის მისი მიზნები კითხვებს ბადებს, თუმცა წიგნი კვლავ ბესტსელერად რჩება და გვაძლევს რჩევებს, რომლებმაც დროს გაუძლეს.

1. განსაზღვრე მთავარი მიზანი

ჰილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელი მნიშვნელობა აქვს, გქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი. შემდგომში ეს მიზანი ვარსკვლავად გარდაიქმნება, რომელიც სწორ გზას გიჩვენებს.

ამ ძალის გამოყენება რომ შეძლო, შენი დანიშნულება უნდა განსაზღვრო და შემდეგ ამბიციურ, კონკრეტულ მიზნად ჩამოაყალიბო. ჩამოწერე მიზნის მისაღწევი გზები − რას უნდა მიაღწიო ყოველთვიურად, ყოველკვირეულად, რა შედეგები უნდა გქონდეს დღის ბოლოს − ასე შეძლებ, მუდმივად სწორ გზაზე იდგე და მიზანი არ დაივიწყო. მთავარ მიზანზე კონცენტრირება საშუალებას მოგცემს, იმაზე იმუშაო, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

2. გამოიყენე "ლაზერის ფოკუსის" მეთოდი

მეთოდი ჰილის მიხედვით გულისხმობს, რომ ყოველი დღე დაიწყო კონკრეტული განზრახვით და ჩამოაყალიბო კონკრეტული სია, თუ რა უნდა გააკეთო ამ დღეს, რა პროგრესს უნდა მიაღწიო და ა.შ.

მულტიტასკინგი ჩვენს დროში ძალიან კარგ ტონად მიიჩნევა, თუმცა ჰილი სხვა გზას გვთავაზობს. წარმატებული ადამიანები ერთ ამოცანაზე კონცენტრირდებიან და მთელ ენერგიას მასში დებენ, რაც მათ საუკეთესო შედეგებამდე მიიყვანს. ფიქრების კონტროლი მნიშვნელოვანია − როცა რაღაც გონებას გიფანტავთ, უნდა შეძლოთ და კვლავ თქვენს ამოცანას დაუბრუნდეთ.

გარდა ამისა, ჰილი ხაზს უსვამს მენტალური, სულიერი მდგრადობის მნიშვნელობასაც და განახლების აუცილებლობას. ასე ჩვენი ტვინი თითქოს ენერგიით იმუხტება და პროდუქტიულობაც იზრდება.

3. თავი დაიცავი ინფორმაციით "გადაწვისაგან"

ინფორმაციით ჩვენსავით მდიდარ სამყაროში მისი ზედოზირებისგან თავდაცვა აუცილებელია. ჰილი აღნიშნავს, რომ ჩვენი გონებისთვის გარკვეული რაოდენობის ინფორმაცია და ცოდნაა სარგებლის მომტანი.

წარმატებული ინდივიდები ინფორმაციას გარკვეული მიზნით იღებენ, აქვთ წინასწარ განსაზღვრული ღირებულება, თუ რატომ ეცნობიან ახალ ამბებს და ეს ყველაფერი მათ მიზნებთანაა კავშირში. დაუწესეთ თქვენს თავს ლიმიტი სოციალური მედიის მოხმარებასა და სიახლეების გაცნობაზე, განსაკუთრებით სამუშაო პერიოდში. მეტი დრო დაუთმეთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას და ამისთვის განკუთვნილ დროს ნუ დაუთმობთ სქროლვას.

4. იცოდე თქვენი ძლიერი მხარეები

ჰილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რატომ და როდის ვახერხებთ საქმეზე კონცენტრირებას ყველაზე მარტივად, რათა ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად ავითვისოთ.

ძლიერი მხარეების უკეთ გამოსაყენებლად უნდა იცოდეთ, როდისაა თქვენი პროდუქტიული საათები და ამოცანები თქვენივე პროდუქტიულობის მიხედვით განსაზღვროთ. ასე მუშაობით მიაღწევთ კარგი პერიოდების ბოლომდე ათვისებას, ნაკლებად იქნებით გონებაგაფანტული და კონცენტრირდებით მიზნებზე. ამოცანები, რომლებიც თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს მოითხოვს, სწორედ ასეთ დროს უნდა შეასრულოთ, ხოლო რუტინული, ადმინისტრაციული საქმიანობა ნაკლები ენერგიის პერიოდისთვის გადადოთ.

ყოველდღიურობის თქვენს ბიოლოგიურ რუტინასთან შეთავსება მაღალპროდუქტიულს გხდით და საშუალებას გაძლევთ, ნაკლებ დროში მეტი საქმე გააკეთოთ.

5. ვიზუალურად წარმოიდგინეთ თქვენი მიზანი

ჰილი ამბობს, რომ ჩვენი მიზნების ვიზუალიზაცია აუცილებელი მოტივატორია და გვეხმარება დაბრკოლებების გადალახვაში.

შექმენით დაფა, რომელზეც სიტყვები და სიმბოლოები თქვენს მისწრაფებებსა და მიზნებს გამოხატავს. ეს დაფა თვალსაჩინო ადგილას დადეთ, რათა ყოველდღე შეგახსენოთ, რა მიზნის მიღწევას ემსახურებით. გარდა ამისა, დეტალურად აღწერეთ თქვენი მიზანი, აღწერეთ მოგზაურობა, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანთ და არა მხოლოდ თავად პრიზი.

ამ ტექნიკის გამოყენებით, თქვენ ქმედებები და ფიქრები ერთიანობაში მოგყავთ, კონცენტრირდებით პრიზზე და ზუსტად იცით, რა გინდათ. გახსოვდეთ, რაც უფრო სუფთად და ზუსტად აღწერთ თქვენს წარმატებას გონებაში, უფრო აშკარად მატერიალიზდება ის ცხოვრებაში.

6. გადახედე და განავითარე

როგორც ჰილი გვირჩევს, ყოველ საღამოს საკუთარი თავის ანალიზი ის რიტუალი უნდა გახდეს, რომელიც დღის განმავლობაში დაშვებულ ყველა შეცდომას დაგვანახებს.

დაუთმეთ დრო საკუთარი მიღწევების, არასწორი ნაბიჯებისა და ახალაღმოჩენილი გზების გადახედვას, თუნდაც ჩაიწერეთ ყოველივე ეს ჟურნალში. ეს პრაქტიკა აძლიერებს თქვენს უნარს, მიზნების იდენტიფიცირება, დროის უკეთ განკარგვა შეძლოთ, ფოკუსირდეთ და შეარჩიოთ სწორი სტრატეგია მიზნის მისაღწევად.

მუდმივად განვითარებაზე ფოკუსირება ხელს უწყობს თქვენს ზრდას, გაახლოებთ მიზანთან და ბევრად პროდუქტიულს გხდით.

7. მართეთ საკუთარი გონება

ჰილი ამბობს, რომ გონებას შეუძლია მიაღწიოს ყველაფერს, რისი წარმოდგენა და დაჯერებაც შეუძლია.

საკუთარი ფიქრების კონტროლი იქნება ის ძალა, რომელიც ბევრად გაზრდის თქვენი მიზნების მიღწევის ალბათობას და გახდება გარანტია, რომ თქვენ საუკეთესო იქნებით საქმეში.

ძლიერი ფსიქიკა და შთაგონება, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ყოველდღიური ვარჯიშით მიიღწევა. უნდა ირწმუნოთ თქვენი შესაძლებლობების, ემოციები წარმატებისკენ მიმართოთ და მუდმივად გქონდეთ ფოკუსი პიროვნულ განვითარებაზე. ჰილი ხაზს უსვამს, რომ ამაზე დიდი გავლენა აქვს თქვენს გარემოცვასა და ურთიერთობებს: შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბიციები და შთაგაგონებენ, გახდეთ უკეთესი.

8. გადალახეთ შიში

შიშმა შესაძლოა დიდი დაბრკოლება შექმნას ბარიერის გადალახვისას. ჰილი გვაფრთხილებს, რომ კრიტიკის შიში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამაა და შეიძლება პერფექციონისტობის პარალიზებამდე მიგიყვანოთ − ეს კი პროგრესს აჩერებს.

ემოციების ზღვის გადალახვისთვის მნიშვნელოვანია შემაშფოთებელ ფიქრებს ობიექტურად მივუდგეთ, ავირიდოთ ზედმეტი ფიქრი (overthinking) და ნაკლები ვიფიქროთ სხვების შეფასებებზე. ამის ნაცვლად, ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც ჩვენ კონტროლქვეშაა და როგორ ვავითარებთ ამ ასპექტებს, რამდენად გვწამს საკუთარი თავის და იმის, რომ ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია.

სიმამაცის ჩვენება და აღნიშვნა მცირე გამარჯვებების დროსაც კი საშუალებას მოგცემთ, დარჩეთ მოტივირებული და არ გეშინოდეთ წინაღობების.

დაბოლოს: რაც მთავარია, გახსოვდეთ, წარმატებული ადამიანები არ იბადებიან სუპერგმირების უნარებით. პირიქით − ისინი ქმნიან საკუთარ ჩვევებს და სტრატეგიებს სახავენ, რათა გააუმჯობესონ თავიანთი და სხვების ცხოვრებაც. თუკი ნაპოლეონ ჰილის შემოთავაზებულ ტექნიკას ყოველდღიურობაში შემოიტანთ, ისწავლით ფოკუსირებასა და გონებაგამფანტველი გარემოებებისგან თავდაცვას, გაგიმარტივდებათ თქვენივე პოტენციალის გამოყენება დასახული მიზნების განხორციელებაში.

Farrah Smith spent more than a decade working as a senior director of a world-renowned charity. She owns Farrah Smith Coaching, where she teaches a course that helps teens and young entrepreneurs reach their full potential emphasizing mindful living, neuroscience and healthy high-performance habits.