Instagram-ი ზოგიერთ მომხმარებელს პლატფორმაზე ახალი მომხმარებლების მოსაზიდად 20 000 დოლარამდე თანხას უხდის

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Instagram-ი კრეატორებს ათიათასობით დოლარს უხდის პლატფორმაზე ახალი მომხმარებლების მოსაზიდად.

ტექნოლოგიური გიგანტი ჩუმად ახორციელებს პროგრამას სახელწოდებით "რეფერალები", რომელიც აშშ-ში მცხოვრებ კრეატორებს კომპენსაციას უხდის მაშინ, როდესაც ახალი მომხმარებლები პლატფორმას მათ მიერ გაზიარებული ბმულების საშუალებით სტუმრობენ. ამის შესახებ ინფორმაცია Business Insider-მა Meta-სთან საუბრის შემდეგ დაადასტურა.

შეზღუდული ტესტირებით, რაც გულისხმობს კონკრეტული კრეატორების მხრიდან მომხმარებლის მოწვევას პლატფრომაზე, მათ საშუალება ეძლევათ, გამოიმუშაონ მაქსიმუმ 20 000 აშშ დოლარი ორი გზით: 100 აშშ დოლარის გამომუშავება თითოეული ახალი მომხმარებლისთვის, რომელიც მათი ბმულების საშუალებით ქმნის Instagram ანგარიშს, ან 100 აშშ დოლარის მიღება ყოველ ჯერზე, როდესაც 1000 ახალი მომხმარებელი მათი ბმულების საშუალებით გადავა Instagram-ზე.

Instagram-ის კრეატორმა, კორტნი კენფილდმა, რომელიც თავისი ძაღლის, რემბოს გვერდს მართავს, რომელსაც 36 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, BI-ს განუცხადა, რომ მას მეორე ვარიანტი შესთავაზეს და კომპენსაციას მისი პროფილის, პოსტების, სთორიების ან სხვა ბმულების საშუალებით პლატფორმაზე ახალი მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით მიიღებდა.

ანგარიშის თანახმად, რეფერალური პროგრამა მაისიდან ივნისამდე ექვსი კვირის განმავლობაში იმოქმედებს. Instagram-ი კრეატორებს ავალებს, გააზიარონ საკუთარი პროფილების ბმულები და პოსტები სხვა პლატფორმებზეც, როგორიცაა TikTok-ი, YouTube-ი და Discord-ი იმისთვის, რომ ახალი მომხმარებლები მიიზიდონ.

ეს არ არის Meta-ს პირველი მცდელობა მომხმარებლების სხვა პლატფორმებიდან ინსტაგრამზე გადმობირების. იანვრის ანგარიშის თანახმად, Meta-მ ზოგიერთ კრეატორს 300 000 დოლარამდე შესთავაზა, რომ ექსკლუზიურად მოკლე კონტენტი Instagram Reels-ზე, Meta-ს TikTok ვერსიაზე, გამოექვეყნებინათ. კომპანიას სურდა, რომ კრეატორთა აუდიტორია TikTok-იდან ან სხვა პლატფორმებიდან ინსტაგრამზე გადასულიყო ექსკლუზიური კონტენტის საყურებლად.

Meta-ს მიერ კრეატორებისთვის შეთავაზებული კონტრაქტები მოიცავდა ექსკლუზიურ ხელშეკრულებებს, რაც გულისხმობდა ვიდეოების გარკვეული რაოდენობის Instagram-ზე გამოქვეყნებასა და პლატფორმაზე მინიმუმ სამი თვის განმავლობაში შენახვას. ანაზღაურება თვეში 2 500 აშშ დოლარიდან 50 000 აშშ დოლარამდე მერყეობდა ექვსი თვის განმავლობაში.

იანვარში Meta-მ ცალკეული პროგრამა, სახელწოდებით Breakthrough Bonus წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც TikTok-ის კრეატორებს სამი თვის განმავლობაში 5 000 დოლარამდე გადაუხდიდნენ, თუკი ისინი Instagram Reels-ზე კონტენტს გამოაქვეყნებდნენ. შარშან, აპრილში Meta-ს ფინანსურმა დირექტორმა, სიუზან ლიმ შემოსავლების შესახებ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ Instagram-ის მომხმარებლები დროის დაახლოებით ნახევარს Reels-ზე ატარებდნენ, რითაც ხაზი გაუსვა მოკლე კონტენტის პოპულარობას.

Bloomberg-ის მონაცემებით, Instagram-ი წელს აშშ-ში სარეკლამო შემოსავლიდან 32 მილიარდ დოლარს მიიღებს, რაც აშშ-ში კომპანიის სარეკლამო შემოსავლის ნახევარია.

Statista-ს შეფასებით, Instagram-ს აშშ-ში 169 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც მას ინდოეთის შემდეგ პლატფორმის აუდიტორიის სიდიდით მეორე ქვეყანად აქცევს. შედარებისთვის, კონკურენტ TikTok-ს აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო კონკურენტ YouTube-ს - დაახლოებით 253 მილიონი.

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.