Get All Access for $5/mo

კორპორაციული სამართლიდან ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან Youtube არხამდე - ერიკა კულბერგის გზა

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ერიკა კულბერგს Youtube-ზე 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ყველა სოციალურ მედიაში კი - ჯამურად 21 მლნ. თუმცა, ხუთი წლის წინ სოციალურ მედიაში მუშაობა ნული გამომწერით დაიწყო.

კულბერგი გამომწერებს ფინანსურ და იურიდიულ რჩევებს აძლევს YouTube, Instagram, Facebook და TikTok არხებით. მისი კონტენტი ადამიანებს ასწავლის, თუ რისი მიღება ეკუთვნით და როგორია თავად კონტენტკრეატორის გამოცდილება. მაგალითად, რატომ მიატოვა $250 000-იანი სამსახური კორპორაციული სამართლის მიმართულებით.

ერიკა ამბობს, რომ მიუხედავად ოთხი სოციალური ქსელის აქტიური გამოყენებისა, ყველაზე შემოსავლიანი Youtube-ის არხია. კულბერგი ამბობს, რომ ბოლო ხუთ წელიწადში მხოლოდ Youtube-ზე $353 000 გამოიმუშავა და ამ თანხაში არ შედის დასპონსორებული, კომპანიებთან პარტნიორობით გაკეთებული კონტენტი.

Youtube-ზე რომ მონეტიზაცია ჩაერთო და 1000 გამომწერამდე ასულიყო, სამი თვე დასჭირდა. ერიკა კვირაში ერთ ვიდეოს ათავსებდა თავის არხზე. ეს საშუალოზე ბევრად კარგი შედეგია - სტატისტიკა აჩვენებს, რომ არხებს მონეტიზაციის ჩასართავად დაახლოებით 15,5 თვე სჭირდებათ.

არის რაიმე მიდგომა ან სტრატეგია, ასაც შენი არხისთვის იყენებდი საწყის ეტაპზე, მონეტიზაციამდე მისაღწევად?

როცა Youtube-ზე "ფეხი შევდგი", გადავწყვიტე, რომ საწყის ეტაპზე კვირაში ერთი ვიდეო მაინც დამედო, განურჩევლად გარემოებებისა. ნანახი მქონდა, რომ ადამიანები ერთ კვირაში რამდენიმე ვიდეოს დებენ, რასაც შედეგი არ მოაქვს და ამით ისეთი დემოტივირებულნი ხდებიან, აღარ აგრძელებენ გზას. ამიტომაც, ვფიქრობდი, 50-ზე მეტი ვიდეო მაინც გამომექვეყნებინა, სანამ ამ ყველაფრის პოტენციალზე ხელს ჩავიქნევდი - ეს იყო მიდგომა.

კიდევ ერთი, რაც გავაკეთე, იყო სხვა არხების შესწავლა. დავინახე, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა სწორ აღწერას, ვიდეოს სახელსა თუ ე.წ. Thumbnail-ს. რაც მთავარია, ვიდეოები უნდა აკეთო იმაზე, რაც ყველაზე მეტად გიყვარს. პირველი ათასი გამომწერის მოგროვებისთვის 3 თვე დამჭირდა, როცა კვირაში ერთ ვიდეოს ვდებდი და თითოეულის სრულ მომზადებას 15-20 საათს ვანდომებდი.

როგორ უნდა იპოვონ ადამიანებმა საკუთარი ნიშა Youtube-ზე - ეს ხომ ინფორმაციის ერთგვარი ოკეანეა. რაიმე ტაქტიკა, კვლევის მეთოდი თუ გაქვს?

ნიშა არ უნდა დააფუძნოთ იმაზე, თუ რას ფიქრობთ, რას ექნება სწრაფი ზრდის საშუალება. თქვენი ნიშა ისაა, რაც გიყვართ და რის შესახებაც ენთუზიაზმით მუშაობთ. თუკი ბაზრის დაახლოებითი ზომა გაინტერესებთ კონკრეტულ ნიშაში, შეგიძლიათ ნახოთ, ყველაზე დიდი არხების გამომწერებისა და ნახვების რაოდენობდა - დაახლოებით რიცხვებს ასეც გაიგებთ.

თუკი ამ ნიშაში ფინანსური სარგებლის ნახვაც გინდათ, მის მოგებიანობაზეც იფიქრეთ - არა მხოლოდ Youtube-დან შემოსავლის, არამედ სხვა შესაძლებლობების განხილვითაც. მაგალითად, შეძლებთ ამ საქმით მარკეტინგში იმუშაოთ და კონტენტი შექმნათ?

მაგალითად, თუკი გაქვთ მებაღეობის შესახებ არხი, შეგიძლიათ შესაბამის ხელსაწყოებსა და მოწყობილობებს გაუწიოთ რეკომენდაცია და ასე მიიღოთ შემოსავალი. ესაა მარკეტინგი. ამიტომაც საქმიანობის დაწყებისას იფიქრეთ არა მხოლოდ არხის გაზრდაზე, არამედ შემოსავლის წყაროებზეც.

მომზადების რა ეტაპები გაიარეთ, სანამ პირველი ვიდეოს ატვირთავდით?

პირველი ეტაპი იმის ანალიზია, თუ სხვა ვიდეოები როგორ მუშაობს. თუკი გინდათ გაიგოთ, თქვენს სამიზნე აუდიტორიაზე რა მუშაობს, რა აინტერესებთ პოტენციურ გამომწერებს - ნახეთ და დააკვირდით ადამიანებს, ვინც თქვენს მსგავს საქმიანობას ეწევა.

გააკეთეთ სია, რომელ არხებს უნდა დააკვირდეთ, გადადით მათ Youtube-გვერდებზე და დაალაგეთ ვიდეოები პოპულარობის მიხედვით. ასე მიიღებთ იდეებს, თუ რა მუშაობს ყველაზე უკეთ.

ამ ეტაპზე რას აკეთებ იმისათვის, რომ არხმა მუდმივი ზრდა განაგრძოს?

გულწრფელად რომ გითხრათ, მჯერა, თუკი კონტენტის მიწოდებას აგრძელებ, არხიც იზრდება. შესაძლოა ზრდა ყოველთვის ერთნაირი არ იყოს. მაგალითად, პერსონალური ფინანსების შესახებ როცა ვმუშაობ, თვალს ზოგად ტრენდებსაც ვადევნებ და ვაკვირდები, რა იქნება ყველაზე საინტერესო, შესაბამისად, ბევრი ნახვის მქონე.

ამ ეტაპზე, მაგალითად, გადავწყვიტე ჩემი არხი იმ მიმართულებით განვავითარო, რაზე ინფორმაციის მოძიებაც და მუშაობაც მეც მაინტერესებს.

როგორ აბალანსებ Youtube-სა და იურიდიულ ტექსტარტაპ Plug and Law-ზე მუშაობას?

Youtube-ზე თანხის გამომუშავების შემდეგ შეგიძლია იმაზე დაიწყო ფიქრი, რა გამოგდის უნიკალურად და რა შეიძლება ამით აკეთო. როცა არხის განვითარება დავიწყე, იურისტი ვიყავი და სრული დატვირთვით ვმუშაობდი კორპორაციაში. სოციალური მედია, ფაქტობრივად, ჰობი იყო.

პირველი ვიდეო მე თვითონ დავამონტაჟე - 20 საათს სწავლას მოვუნდი, შემდეგ 10 საათს კი მონტაჟს. ამიტომაც რაღაც ეტაპზე მემონტაჟე ავიყვანე.

შემოსავლის ზრდის პარალელურად მოვახერხე და სხვადასხვა საქმისთვის პროფესიონალები ავიყვანე. მყავს დიზაინერი, ვისწავლე კადრების სწორად არჩევა და საქმის განაწილება. ახლა გუნდში ბევრი ადამიანი მყავს, ვინც ყველაფრის კეთებაში მეხმარება, მაგრამ, ცხადია, ასე არ დაწყებულა ჩვენი მოგზაურობა.

Youtube-ზე არხის დაფუძნებამდე კორპორაიული სამართლის მიმართულებით მუშაობდი. რა რჩევა გაქვ მსგავსი ცვლილების მსურველებისთვის და ოდესმე თუ გინანია ეს გადაწყვეტილება?

პირველ რიგში, დარწმუნდნენ, რომ საკმარისი დანაზოგი აქვთ. თუკი ანტრეპრენერობას უმიზნებთ, დანაზოგით დაიწყეთ. შეგიძლიათ თქვენი სამომავლო საქმიანობა თავიდან ჰობიდ აქციოთ და უქმეები მას დაუთმოთ. როცა დაინახავთ, ამ საქმიანობას შემოსავალი მოაქვს, შეგეძლებათ მშვიდად დაემშვიდობოთ კორპორაციულ სამყაროს.

ამ ყველაფრის უკან მოტოვება არასდროს მინანია. იურისტი იმიტომ გავხდი, რომ მინდოდა ადამიანებს დავხმარებოდი და რაღაც ცვლილებები მომეტანა. მაგრამ კორპორაციულ სამართალში ამ მიზანთან ახლოსაც ვერ მივდიოდი. არც ის მომწონდა, რომ მთელი დღის განრიგს, ფაქტობრივად, სხვები მიდგენდნენ და მისაზღვრავდნენ. მგონია, რომ ძალიან იღბლიანი ვარ და არასდროს ვნანობ ამ ნაბიჯის გადადგმას - კორპორაციულ ცხოვრებასა და თუნდაც კარგ შემოსავალზე უარის თქმას.

რაიმე რჩევა თუ გაქვ იმ ანტრეპრენერებისთვის, ვისაც Youtube-ზე საქმიანობის დაწყება სურთ?

ზუსტად განსაზღვრეთ, რა არის თქვენი მისია, შეისწავლეთ მონეტიზაციის შესახებ ყველაფერი და დაიმახსოვრეთ - შედეგი სწრაფად ვერ დადგება. მაგალითად, ზუსტად მახსოვს, როგორც უკვე ვთქვი, რომ პირველი ათასი გამომწერის მოგროვებას 3 თვე მოვანდომე, შემდეგი ათასისას ისევ სამამდე. მეხუთე და მეექვსე თვეებს შორის კი 2 000-დან 52 000 გამომწერამდე ავედი, Youtube-ისგან კი $20 000 მივიღე.

ეს საბოლოო ჯამში Youtube-ის, რეკლამებიდან შემოსავლებისა და სპონსორობის თანხა იყო. შესაძლოა, თქვენი მომავლის სრულ ტრანსფორმაციამდე ერთი ვიდეო გაშორებდეთ - იყავით მომთმენი და არ დანებდეთ.

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".