ლარი პეიჯის პროგნოზი ხელოვნური ინტელექტის მომავლის შესახებ და ილონ მასკის შეფასება Google-ის თანადამფუძნებლის პროგნოზი პოპულარული საინვესტიციო პოდკასტის საშუალებით გავრცელდა. მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა მასკს, რომ თავისი აზრი გამოეთქვა.

By Jonathan Small

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლარი პეიჯი და ილონ მასკი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მასკისთვის, შეექო პეიჯის პროგნოზი ხელოვნური ინტელექტის მომავლის შესახებ, ან, ყოველ შემთხვევაში, ის, რაც გავრცელებული ინფორმაციით პეიჯმა განაცხადა.

ყველაფერი გასულ კვირას, პოდკასტის Invest Like the Best-ის 4 ნოემბრის ეპიზოდით დაიწყო, სადაც წამყვანი პატრიკ ო'შონესი იხსენებს, რომ გაიგონა, თუ როგორ ჰკითხეს პეიჯს ხელოვნური ინტელექტის სამუშაო და ინტერნეტსერვერების შესახებ – მათი რა ნაწილი იქნებოდა საბოლოოდ კოსმოსში? პეიჯის პასუხი იყო "ხუთი ცხრიანი", ანუ 99,999%.

მასკმა პოდკასტის ეს მონაკვეთი კვირას X-ზე გააზიარა აღწერით "ლარი პეიჯს ბევრი ზუსტი პროგნოზი გაუკეთებია და ეს ერთ-ერთი მათგანია".

ეს პროგნოზი თავად მასკის იდეას ეხმიანება. კარგა ხანია ცნობილია, რომ SpaceX-ს კოსმოსში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების აშენება სურს. ამ თვის დასაწყისში მასკი ამტკიცებდა, რომ ხელოვნური ინტელექტის აპარატურის გაგრილება ორბიტაზე უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე დედამიწაზე. Google-იც ტესტავს ამ იდეას და მისმა Project Suncatcher-ის ჩიპებმა ცოტა ხნის წინ ორბიტაზე ხელოვნური ინტელექტის პირველი პასუხი დააგენერირა.

შეგახსენებთ, რომ ორ მილიარდერს შორის შავმა კატამ 2015 წელს ჩაირბინა მას შემდეგ, რაც მასკმა Google-ის ხელოვნური ინტელექტის წამყვანი მკვლევარი OpenAI-ის თანადამფუძნებლად გადაიბირა.

თარგმანი: თინათინ ლუხუტაშვილი

Jonathan Small

Entrepreneur Staff

Founder, Strike Fire Productions

Jonathan Small is a bestselling author, journalist, producer, and podcast host. For 25 years, he has worked as a sought-after storyteller for top media companies such as The New York Times, Hearst, Entrepreneur, and Condé Nast. He has held executive roles at Glamour, Fitness, and Entrepreneur and regularly contributes to The New York Times, TV Guide, Cosmo, Details, Maxim, and Good Housekeeping. His Small Talk substack focuses on generational differences.