მაკენზი სკოტმა 640 მილიონი დოლარი არაკომერციულ ორგანიზაციებს შესწირა
By Emily Rella
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დაფინანსებული ორგანიზაციები აშშ-ის 38 შტატში, ვაშინგტონსა და პუერტო რიკოშია განლაგებული.
ფილანთროპმა და მილიარდერმა მაკენზი სკოტმა, რომელიც ყოფილ მეუღლეს, ჯეფ ბეზოსს Amazon-ის დაარსებაში დაეხმარა, კიდევ ერთ მნიშვნელოვანი შემოწირულება გაიღო ასობით ღარიბი ორგანიზაციისთვის.
Lever for Change-მა და სკოტის ორგანიზაციამ, Yield Giving-მა განაცხადეს, რომ 640 მილიონი აშშ დოლარი 361 სხვადასხვა არაკომერციულ ორგანიზაციას გადაეცა მას შემდეგ, რაც მათ ღია მიღება გამოაცხადეს "საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებისთვის", რომლებიც ფინანსურ სახსრებს ეძებდნენ და ფოკუსირებულები არიან "მწირი თუ მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ოჯახების" გაძლიერებაზე.
Lever for Change-მა განაცხადა, რომ მთლიანობაში 6 353 განაცხადი მიიღეს, თავდაპირველად მხოლოდ 250 ორგანიზაციის დაფინანსება იყო დაგეგმილი, თითოეულისთვის კი 1 მილიონი დოლარი გახლდათ გათვლილი, თუმცა, დიდი გამოხმაურების შემდეგ, საქველმოქმედო ფონდი გაფართოვდა. როგორც ცნობილია, ამჟამად 279 საუკეთესო აპლიკანტი ორ მილიონ დოლარს, ხოლო კიდევ 82 ერთ მილიონ დოლარს მიიღებს.
"მოხარულები ვართ, რომ Yield Giving-თან ჩვენ პარტნიორობას ამხელა გამოხმაურება მოჰყვა", - თქვა სესილია კონრადმა, Lever for Change-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიის განცხადებაში. "პოტენციალითა და ნიჭით სავსე ამ სამყაროში, მსგავსი პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას გამოვავლინოთ, განვავითაროთ და გავაძლიეროთ ტრანსფორმაციული ორგანიზაციები, რომლებიც ხშირად უხილავები რჩებიან".
შერჩეული ორგანიზაციები აშშ-ის 38 შტატშია განლაგებული, ისევე როგორც ვაშინგტონსა და პუერტო რიკოში - ქალაქებსა და სოფლებში.
სკოტის მიერ განხორციელებული შემოწირულებების ბოლო რაუნდი მოჰყვა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის, ახლა უკვე წაშლილ პოსტს X-ზე, რომელიც არცთუ ისე სასიამოვნო კონტექსტში მიემართებოდა სკოტსა და მის განქორწინებას ბეზოსთან.
"სუპერმდიდარი ყოფილი ცოლები, რომლებსაც სძულთ თავიანთი ყოფილი მეუღლები". უნდა დასახელდნენ "დასავლური ცივილიზაციის გარდაცვალების მიზეზთა შორის", - წერდა მასკი.
სკოტმა დაახლოებით 38,3 მილიარდი დოლარის ღირებულების Amazon-ის აქციები მიიღო (დაახლოებით 19,7 მილიონი აქცია, რომელიც კომპანიის 4%-ს შეადგენს), როგორც მათი განქორწინების შეთანხმების ნაწილი და პირობა დადო, რომ მისი მთლიანი სიმდიდრის 50%-ზე მეტს გაიღებს ქველმოქმედებისთვის Giving Pledge-ის საშუალებით.
სკოტი ცნობილია მცირე ორგანიზაციებისთვის მასობრივი შემოწირულებით. მაგალითად, 2023 წლის დეკემბერში მან Yield Giving-ის მეშვეობით განაცხადა, რომ წლის განმავლობაში არაკომერციულ ორგანიზაციებს 2,15 მილიარდი დოლარი შესწირა.
მილიარდერმა ასევე დაწერა ისტორია 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც 84,5 მილიონი დოლარი შესწირა აშშ-ის ქალ სკაუტებს, რაც ოდესმე ერთი ინდივიდის მხრიდან განხორციელებულ შემოწირულებებს შორის ყველაზე მასშტაბურია.
Bloomberg-ის მიხედვით, სკოტის ქონება 36,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.