მაშინ, როდესაც ბევრი კომპანია AI-ის გამო თანამშრომლებს ათავისუფლებს, Walmart საპირისპიროს აკეთებს – 1,6 მილიონ დასაქმებულს მის გამოყენებაში ამზადებს

By Jonathan Small

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანიების უმრავლესობა ხელოვნურ ინტელექტს შტატების შემცირების მიზეზად განიხილავს, Walmart კი მასში თანამშრომლებში ინვესტირების საბაბს ხედავს. საცალო ვაჭრობის გიგანტმა გამოაცხადა, რომ Google-ის ხელოვნური ინტელექტის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამასთან პარტნიორობით, აშშ-სა და კანადაში მცხოვრებ ყველა (1,6 მილიონ) თანამშრომელს AI-ის უფასო ტრენინგს შესთავაზებს.

ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმ ფონზე, როდესაც ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ აშშ-ში დასაქმებულთა მხოლოდ 40% იყენებს ხელოვნურ ინტელექტს სამუშაო პროცესში, ხოლო მხოლოდ 5% ფლობს მას თავისუფლად. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც AI-ს პროფესიონალურად ფლობს, 4,5-ჯერ მეტი შანსი აქვთ, მიიღონ მაღალი ანაზღაურება. დონა მორისმა, Walmart-ის პერსონალის მართვის მთავარმა დირექტორმა, "სამწუხარო" უწოდა იმ ფაქტს, როდესაც კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს თანამშრომლების ჩასანაცვლებლად იყენებენ და არა მათ გადასამზადებლად.

Walmart-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ფერნერს, არ აქვს მოლოდინი, რომ AI მასობრივ კადრების შემცირებებს გამოიწვევს.

"ჩვენ გვეყოლება დაახლოებით იმდენივე დასაქმებული ადამიანი, რამდენიც დღეს გვყავს", – განუცხადა მან Fortune-ს.

Jonathan Small

Entrepreneur Staff

Founder, Strike Fire Productions

Jonathan Small is a bestselling author, journalist, producer, and podcast host. For 25 years, he has worked as a sought-after storyteller for top media companies such as The New York Times, Hearst, Entrepreneur, and Condé Nast. He has held executive roles at Glamour, Fitness, and Entrepreneur and regularly contributes to The New York Times, TV Guide, Cosmo, Details, Maxim, and Good Housekeeping. His Small Talk substack focuses on generational differences.