META იწყებს AI-ს ტესტირებას, რომელსაც შეუძლია გამოიჭიროს მოზარდები, რომლებიც ცდილობენ Instagram-ზე ასაკობრივი ზღვრისთვის გვერდის ავლას
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Meta ამჟამად იყენებს AI-ს იმისთვის, რომ ავტომატურად დაადგინოს, ეკუთვნის თუ არა ინსტაგრამის ანგარიში მოზარდ მომხმარებელს.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ იწყებს ხელოვნური ინტელექტის ტესტირებას აშშ-ში, რომელიც ემსახურება იმის აღმოჩენას, ეკუთვნის თუ არა ინსტაგრამის ანგარიში მოზარდს. არ აქვს მნიშვნელობა, ანგარიშში მითითებულია თუ არა ზრდასრულის დაბადების დღე - თუკი Meta-ს AI დეტექტორი ეჭვობს, რომ ანგარიში ეკუთვნის მოზარდს, Meta განაახლებს ინსტაგრამის ანგარიშს, როგორც კონკრეტულ თინეიჯერულ ანგარიშს დამცავი პარამეტრებითა და ლიმიტებით.
"მშობლები დაკავებული არიან და ყოველთვის არ აქვთ დრო, გადახედონ პარამეტრებს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ დამატებითი ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მოზარდი იყოს მოზარდის ანგარიშის პარამეტრებში", - წერს Meta ბლოგ-პოსტში.
Meta-მ ასევე განაცხადა, რომ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, შეცვალონ საკუთარი პარამეტრები, თუ Meta's AI შეცდომით მოახდენს ზრდასრულის ანგარიშის მოზარდის ანგარიშად კლასიფიცირებას.
რა არის META-ს თინეიჯერებისთვის განკუთვნილი ანგარიშების მახასიათებელი?
მეტამ საზოგადოებას Teen Accounts-ი სექტემბერში გააცნო, რის შემდეგაც მინიმუმ 54 მილიონი მოზარდი დარეგისტრირდა გლობალური მასშტაბით ინსტაგრამზე. ეს ანგარიშები პრივატულია და აქვთ შეტყობინებების გაგზავნის მკაცრი შეზღუდვები, რის გამოც მოზარდებისთვის შეტყობინებების გაგზავნა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც მათ გამოწერილი ჰყავთ. კომპანია ასევე კრძალავს სენსიტიურ კონტენტს, როგორიცაა მედია, რომელიც აჩვენებს ჩხუბის შემცველ კადრებს ან ხელს უწყობს კოსმეტიკურ პროცედურებს. აგრეთვე, მოზარდებს უწესდებათ დროის შეხსენება, რომ დატოვონ აპლიკაცია 60-წუთიანი გამოყენების შემდეგ ყოველდღიურად.
თვის დასაწყისში Meta-მ გააფართოვა Teen Accounts Facebook-სა და Messenger-ზე და გამოაცხადა, რომ 13-დან 15 წლამდე მოზარდების 97%-მა აირჩია დაცული ანგარიშების გამოყენება Instagram-ზე.
Meta ინვესტიციას ახორციელებს AI-ში მომხმარებლების ასაკის გამოსავლენად. კომპანიამ AI-ში ინვესტიციის განზრახვა 2022 წლის ივნისში გამოაცხადა იმისთვის, რომ უფრო მკაფიო წარმოდგენა ჰქონოდა მომხმარებელთა ასაკზე. კომპანია წერდა, რომ AI გამოიყენებდა ინფორმაციას, როგორიცაა ანგარიშის შექმნის დრო და როგორ ურთიერთობდა მომხმარებელი კონტენტთან მათი ასაკის დასადგენად.
Meta-ს აპლიკაციებს, მათ შორის Facebook-ს, WhatsApp-სა და Instagram-ს, 2024 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, ყოველდღიურად 3,35 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. Statista-ს შეფასებით, Instagram-ს 169 მილიონი მომხმარებელი ჰყავს აშშ-ში.
თარგმანი: მარიამ ქობალია