Get All Access for $5/mo

მეტი, ვიდრე სპორტი – "სმარტ კაპიტალ ჯგუფის" სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით შექმნილი რაგბის სკოლა "ძმები"

By თეკლა ადამია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და ახალგაზრდა მორაგბეების განვითარების იდეით შთაგონებულმა სპორტსმენმა, ვახტანგ მძინარიშვილმა საინვესტიციო ჰოლდინგ "სმარტ კაპიტალ ჯგუფის" თანადამფუძნებელ მიხეილ ჩხარტიშვილთან ერთად რაგბის სკოლა "ძმები" ჯერ კიდევ 5 წლის წინ დააარსა. ამ დროის განმავლობაში სკოლამ მთავარი ღირებულების − ძმობის და გუნდურობის გარშემო 6-იდან 12 წლამდე ასაკის უკვე 300-მდე მოსწავლე გააერთიანა. ყველა საჭირო რესურსი, რაც რაგბის სკოლის შექმნას სჭირდებოდა, კომპანია "სმარტ კაპიტალ ჯგუფის" პატრონაჟით შეიქმნა.

"რაგბის სკოლის შექმნის იდეას დასაწყისშივე მხარში დავუდექით. სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც ყველა წარმატებული, მზარდი კომპანიისთვის, ასევე ჩვენი ჯგუფისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი თაობის სწორი აღზრდისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესი გადამწყვეტია. რაგბი დადებითად მოქმედებს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე, ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ მოზარდები ავარიდოთ პრობლემურ ქცევას და აღვზარდოთ ისეთი ფასეულობებით, როგორიცაა მეგობრობა, პატივისცემა, ურთიერთდახმარება და სამართლიანობა. შესაბამისად, ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ღირსეული მომავალი თაობის ჩამოყალიბება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიხარია, რომ ამ წლების განმავლობაში რაგბის სკოლა ჩვენი შვილებისთვის ნდობით სავსე, სწორ ფასეულობებზე მდგარ დიდ ოჯახად ჩამოყალიბდა", მიხეილ ჩხარტიშვილი.

"სმარტ კაპიტალ ჯგუფთან" ერთად რაგბის სკოლას სათავეში ამ იდეის განმახორციელებელი − მორაგბე ვახტანგ მძინარიშვილი უდგას. ლიცენზირებული მწვრთნელი უკვე 15 წელია ერთგულად ემსახურება თავის საქმეს. რაგბის სიყვარულის ისტორიის გრძელი გზა რაგბის კლუბ "აკადემიიდან" დაიწყო. შემდგომ თამაში კლუბ "ლელოში" გააგრძელა, სადაც არაერთხელ გახდნენ საქართველოს ჩემპიონები უმაღლეს ლიგაში. "ლელოს" გარდა, იგი საქართველოს ნაკრებშიც თამაშობდა − ახალგაზრდულ ნაკრებში ყოფნისას მსოფლიოს სამი და ევროპის ერთი ჩემპიონატი ითამაშა.

18 წლიდან სარაგბო კარიერას მწვრთნელობასაც უთავსებდა და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს ავარჯიშებდა, ნელ-ნელა კი პროფესიონალ მწვრთნელად ჩამოყალიბდა.

"პატარა ვიყავი, როდესაც დავიწყე ბავშვების სპორტულ განვითარებაზე ზრუნვა. ეს პროფესია ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ რაგბის მწვრთნელობა. ბავშვებს სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში ვეხმარები.

სკოლის სახელიც სიმბოლურად შევარჩიეთ, რომელიც მიმართვა "ძმებო"-დან ჩამოყალიბდა. "ძმებო" − რაგბის თამაშის დროს ერთმანეთს სწორედ ასე მივმართავთ. ზოგადად, რაგბის ერთ-ერთი მთავარი და საბაზისო ღირებულებაც ძმობა და ერთმანეთის სიყვარულია", − გვიყვება პატარა მორაგბეების მწვრთნელი.

საინტერესოა ისიც, რომ რაგბის სკოლის კონცეფცია და ლოგო სწორედ ვახოს შექმნილია, რაშიც საკუთარი სამხატვრო გამოცდილება დაეხმარა. ძმობის იდეა ლოგოში გადმოიტანა, რამდენიმე სიმბოლოს გაერთიანებით − სამი ძმა ზუსტად ისე არის განლაგებული, როგორც შერკინების პირველ ხაზზე. საბოლოოდ კი, ლოგო რაგბის ბურთის ფორმას ქმნის.

ხატვა რაგბის თამაშზე ადრე დაიწყო. დღეს უკვე საკუთარი სტუდიაც აქვს − დატვირთული გრაფიკის მიუხედავად კი, მაინც ახერხებს გარკვეული დრო ხატვას დაუთმოს.

სარაგბო კარიერის პარალელურად არაერთი გამოფენა ჰქონია, მათ შორის პარიზსა და შვეიცარიაში. დღემდე საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს საქართველოში მორაგბე მხატვრების გამოფენებშიც.

სპორტსა და ხელოვნებას ქოუჩინგსაც უთავსებს. თითქმის სამი წელია, რაც მეგობრებთან ერთად ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი "180 გრადუსი" დააარსა, სადაც პროფესიონალების გუნდთან ერთად ადამიანებს დამოკიდებულებასთან და თანადამოკიდებულებასთან ბრძოლაში ეხმარება, ასევე ცნობიერების ამაღლებასა და პიროვნულ ზრდაში.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია