"მომავალი გადახლართულია": მასკის xAI 33 მილიარდ დოლარად ყიდულობს საკუთარ სოციალური ქსელების პლატფორმა X-ს
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თარგმანი: მარიამ ქობალია
ილონ მასკმა პარასკევს განაცხადა, რომ მისმა AI-ს სტარტაპმა, xAI-მ, შეიძინა X - მისივე სოციალური მედიის პლატფორმა, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც Twitter-ი, სრულ საფონდო ტრანზაქციაში. ეს აერთიანებს მასკის ორ ყველაზე მაღალპროფილურ კომპანიას.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკმა აღნიშნა, რომ გარიგების მიხედვით, xAI 80 მილიარდ დოლარად ფასდება, X კი 33 მილიარდ დოლარად, რაც ორი კომპანიის საერთო ღირებულებას 113 მილიარდ დოლარს ხდის. Bloomberg-ზე დაყრდნობით, ახალი ერთობლივი სუბიექტი ცნობილი იქნება, როგორც XAI Holdings.
შეძენის მიზანს წარმოადგენს სოციალური მედიის ისეთი საიტის შექმნა, რომელსაც გაფართოებული AI ფუნქციები ექნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასკი ამტკიცებდა, რომ xAI-ს მიერ X-ის შეძენა საშუალებას მისცემს xAI-ს, მიაღებინოს მოწინავე "ჭკვიანი, უფრო მნიშვნელოვანი" AI გამოცდილება X-ის 600 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს.
"xAI-სა და X-ის მომავალი ერთმანეთშია გადახლართული", - წერს მასკი X-ის პოსტში, რომელმაც 55 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
"დღეს ჩვენ ოფიციალურად ვდგამთ ნაბიჯს მონაცემთა, მოდელების, გამოთვლების, დისტრიბუციისა და ნიჭის გაერთიანების მიზნით".
xAI და X წლების განმავლობაში ნელ-ნელა ინტეგრირდებოდნენ ერთმანეთში. Bloomberg-ის ინფორმაციით, xAI-მ გამოიყენა X-ის მონაცემები თავისი ფლაგმანი პროდუქტის, AI ჩეთბოტის, სახელად Grok-ის შესაქმნელად, რომელიც გამოირჩეოდა კონკურენტებისგან, როგორიცაა ChatGPT და Gemini, სარკაზმითა და იუმორის ჩართულობით. X-ის პრემიუმ მომხმარებლებმა Grok X-ზე 2023 წლის დეკემბერში პირველებმა მიიღეს წვდომა.
X და xAI, ორივე კერძო კომპანიებს წარმოადგენენ, ამიტომ გარიგების სხვა დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, გარდა მასკის განცხადებისა.
X არის სოციალური მედიის კომპანია 2000-ზე მეტი თანამშრომელით. ამ წელს, აშშ-ს სარეკლამო შემოსავალი მოსალოდნელია იყოს 1.31 მილიარდი აშშ დოლარი, რაც წლიური ზრდაა 17.5%-ით. მასკმა 2022 წლის ოქტომბერში 44 მილიარდ დოლარად იყიდა კომპანია, რომელსაც მაშინ Twitter ერქვა. მას შემდეგ Twitter-ი რებრენდირდა, როგორც X, განახორციელა ხარჯების შემცირება და დაამატა ახალი ფუნქციები, მათ შორის სააბონენტო სერვისი.
მასკმა xAI 2023 წლის მარტში, კომპანიის ვებ-გვერდის მიხედვით, სამყაროს გასაგებად დააარსა. ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა დეკემბერში 6 მილიარდი დოლარი შეაგროვა და გასულ თვეში Grok 3 წარადგინა.
Grok-ი ამჟამად ხელმისაწვდომია ვებ ბრაუზერებსა და მობილურ მოწყობილობებზე, მაგრამ ის ასევე ინტეგრირებულია X-ის პლატფორმაში. X-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ Grok-ის ფუნქციები კითხვების დასმისთვის, ბრეინშტორმინგისთვისა და პრობლემების გადასაჭრელად x.com-ის ან X-ის აპლიკაციის დახმარებით, რომლებიც ხელმისავდომია iOS ან Android-ზე, ნავიგაციის ზოლში Grok ხატულაზე გადასვლის შემდგომ.