PAKATSO.CO – სრული ბიზნეს მომსახურება ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნეს გარემოში კომპანიებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება პროცესების ეფექტური მართვა, გამართული კომუნიკაცია და სტრატეგიული ხედვის შენარჩუნება. ქაოსურად განაწილებული ფუნქციები, არასწორად ფორმულირებული მარკეტინგული გზავნილები და რესურსების არაეფექტიანი გადანაწილება ხშირად აფერხებს ბიზნესის განვითარებას.

სწორედ ამ პრობლემებზე პასუხად დაფუძნდა PAKATSO.CO – სრული ბიზნეს მომსახურების კომპანია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სტრატეგიას, მარკეტინგულ კომუნიკაციასა და ოპერაციულ მხარდაჭერას.

კომპანიის დამფუძნებელი ჟურნალისტი და PR სპეციალისტი მარიამ პაკაცოშვილია, რომლის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება მედიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციაში საფუძვლად დაედო სისტემურ, შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას. მისი თქმით, PAKATSO.CO არ მუშაობს ერთჯერადი დავალებების პრინციპით და თითოეულ პროექტს გრძელვადიანი პარტნიორობის კონტექსტში განიხილავს.

მარიამ პაკაცოშვილი - გამოცდილი PR-სტრატეგი ბიზნესის წარმატებისთვის

"ყოველთვის მინდოდა ისეთი გლობალური კომპანიის დაფუძნება, რომელიც სხვისი პრობლემების გადაჭრაზე იქნებოდა ორიენტირებული. მჯერა, რომ PAKATSO.CO სწორედ ის სივრცეა, სადაც ბიზნესები პოულობენ სანდო, პროფესიონალ და საიმედო პარტნიორს," – ამბობს მარიამ პაკაცოშვილი.

PAKATSO.CO კომპანიებს სთავაზობს ბიზნესის მართვის სრულ სერვისებს – სტრატეგიული დაგეგმვიდან და ოპერაციული პროცესების ორგანიზებიდან, ადმინისტრაციულ და საკონსულტაციო მომსახურებამდე. კომპანიის მიზანია შიდა პროცესების გამარტივება და მეწარმეებისთვის შესაძლებლობის მიცემა, ფოკუსირდნენ ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტი შედეგზე იყოს ორიენტირებული. კომპანიის მთავარი ღირებულება გუნდია – პროფესიონალები, რომლებიც გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, მოქნილობითა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით," – აღნიშნავს PAKATSO.CO-ს მარკეტინგული კომუნიკაციის ხელმძღვანელი მარიამ გოგიჩაშვილი.

კომპანიას დაფუძნების დღიდან ჰყავს საერთაშორისო წარმომადგენლები და ბიზნესპარტნიორები. იტალიაში მიღებული ევროპული გამოცდილებით, საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი ლიზა ხარებავა PAKATSO.CO-ს გუნდთან ერთად კომპანიებს თანამედროვე ციფრული სტრატეგიების დანერგვასა და განვითარებაში ეხმარება.

კომპანიის მუშაობის სტილი ეფუძნება გამჭვირვალობას, ეფექტურ კომუნიკაციასა და ხარისხზე ორიენტირებულ პროცესებს. PAKATSO.CO-სთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიმდინარე ამოცანების შესრულება, არამედ პარტნიორი ორგანიზაციების გრძელვადიანი და მდგრადი განვითარება.

მომავლის ხედვით, PAKATSO.CO განაგრძობს განვითარებას და მუდმივად ზრდის მომსახურებების პორტფელს, რათა ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე ბიზნეს გარემოს მოთხოვნებს და იქცეს სანდო პარტნიორად იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უპირატესობას სისტემურ მიდგომასა და სტაბილურ ზრდას ანიჭებენ.