Get All Access for $5/mo

როგორ დავამარცხოთ იმპოსტერის სინდრომი და დავიწყოთ ბიზნესი

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur-მა გარი ვაინერჩუკისგან ექსკლუზიური ინტერვიუ აიღო, სადაც იგი გვასწავლის, როგორ მოვერიოთ ჩვენს შიშებს, რათა წარმატებული ბიზნესი დავიწყოთ.

ბიზნესის დაწყება ძალიან სარისკოა, განსაკუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი წამოწყებების უმრავლესობა დასაწყისშივე მარცხს განიცდის.

VaynerMedia გლობალური კომპანიაა, რომელსაც 1 200-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. გარი მისი აღმასრულებელი დირექტორია. ვაინერჩუკის ქონების ღირებულება $200 მილიონია და ახლახან პროგრამა vYve წამოიწყო, რომელიც სპეციალურად ანტრეპრენერებისა და ლიდერებისთვისაა შექმნილი.

ექსკლუზიურ ინტერვიუში გარი ამბობს, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ იმპოსტერის სინდრომი.

რა არის იმპოსტერის სინდრომი?

ვაინერჩუკი აღნიშნავს, რომ ახალი ბიზნესის დაწყების შიში და საკუთარი თავის იმპოსტერად შეგრძნება სრულიად ნორმალურია.

"იმპოსტერის სინდრომი, უბრალოდ, ახალი ტერმინია მათთვის, ვინც თავს არასრულფასოვნად გრძნობს. და ეს ნებადართულია. შენ შეგიძლია გქონდეს კომპლექსები, გეშინოდეს, მაგრამ ისიც შეგიძლია, ეს კარგად შეფუთო".

გარი ასევე ამბობს, რომ არასრულფასოვნების შეგრძნება ძალიან დამთრგუნველია, მაგრამ მასთან გამკლავება შესაძლებელია.

"ჩემი რჩევა ასეთია, რაც უფრო დიდხანს დაელოდებით, უფრო მეტად გაგიჭირდებათ. წარმოიდგინეთ, 6 წლის ხართ, საცურაო აუზთან დგახართ და გადახტომის გეშინიათ, რადგან ცურვა არ იცით. მერე 9 წლის გახდებით და ცურვა ისევ არ გეცოდინებათ. ამიტომ ილუზიები მოიშორეთ და რეალური გეგმა დაისახეთ".

მისი თქმით, უმჯობესია ბიზნესი დაიწყოთ, არაფერი გამოგივიდეთ და მერე ისევ სცადოთ, ვიდრე ელოდოთ, გამბედაობას როდის მოიკრებთ.

"რატომ არ ვცადე" არის ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი საწამლავი", - ამბობს გარი.

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.