Cyber Week Sale! 50% Off All Access

"ცხოვრება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მუშაობა" - ბილ გეითსის რჩევები დასვენების მნიშვნელობაზე

By Emily Rella

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბილ გეითსი ჩრდილოეთ არიზონას უნივერსიტეტში გამოსაშვებ საღამოს დაესწრო, სადაც მომავალ კურსდამთავრებულებს პირადი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის დაბალანსებაზე ესაუბრა.

მისი გამოსვლა მხატვრულად იყო დამუშავებული და ახალგაზრდებს იმ რჩევებს აძლევდა, რომელთა მოსმენა მასაც სჭირდებოდა. სათაურიც კი ასეთი ჰქონდა: "5 რამ, რის მოსმენასაც ვისურვებდი, გამოსაშვები საღამო რომ მქონოდა". ალბათ გახსოვთ, რომ მილიარდერს კოლეჯი არ დაუმთავრებია.

გეითსმა გამოცდები ჰარვარდის უნივერსიტეტში 1973 წელს ჩააბარა და 1975 წელს სწავლა შეწყვიტა. მან დამსწრე საზოგადოებას სამუშაო ეთიკის უმნიშვნელოვანეს ასპექტზე გაუმახვილა ყურადღება − დასვენების მნიშვნელობაზე.

გეითსმა დამსწრე საზოგადოებას ისიც უთხრა, რომ Microsoft-ის დაარსების ადრეულ ეტაპზე იმასაც კი ინიშნავდა, ვინ უფრო მეტს და დიდხანს მუშაობდა.

"როცა თქვენი ასაკის ვიყავი, არდადეგების არ მჯეროდა. არც უქმე დღეების მწამდა. ყველას დიდხანს მუშაობას ვაიძულებდი. თუმცა ასაკი მომემატა და მას შემდეგ, რაც მამა გავხდი, მივხვდი, რომ ცხოვრება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მუშაობა. არ დაელოდოთ გაკვეთილის სწავლას ჩემსავით დიდხანს. დაუთმეთ დრო ურთიერთობების განვითარებას, წარმატების აღნიშვნას და დანაკარგებთან შეგუებას", − თქვა მან.

გეითსის ქონება დაახლოებით $125 მილიარდად არის შეფასებული. ბოლო დროს Microsoft-ის დამფუძნებელს პირადი პრობლემები ჰქონდა − 27-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლთან განქორწინდა. გარდა ამისა, გამოიარა პერიოდი, როცა "დაცარიელებულ ბუდეს" უნდა შეჰგუებოდა − ამის შესახებ მან 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ბლოგში ისაუბრა.

"სახლი ბევრად ჩუმია თინეიჯერების გარეშე. მენატრებიან ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ასე ბევრად მარტივია წიგნის კითხვასა და საქმის კეთებაზე ფოკუსირება".

სტუდენტებისთვის მიმართვაში გეითსმა უთხრა ახალგაზრდებს, რომ არ დაივიწყონ გართობა და "სიფრთხილით მოეკიდონ ადამიანებს მათ გარშემო, როცა სხვებს ეს სჭირდებათ".

გაჟღერებული მესიჯი 2007 წელს ჰარვარდის გამოსაშვებ საღამოზე წარმოთქმულს ჰგავდა. 2007 წელს გეითსმა უთხრა სტუდენტებს, რომ მისი ყველაზე დიდი წარმატება არ ყოფილა არც კოლეჯში დამზადებული საბოლოო პროდუქტები, არც მისი შრომისმოყვარეობა − მთავარი ის გარემო იყო, რომელიც შექმნა და რომელმაც მიიყვანა წარმატებამდე.

"დღესა და ღამეს მუშაობაში ვასწორებდი იმ პერიოდში, როცა კოლეჯიდან წამოსვლა და Microsoft-ის დაფუძნება გადავწყვიტე. ჰარვარდიდან ყველაზე კარგად რაც მახსოვს, წარმოუდგენელ ენერგიასა და ინტელექტს შორის ყოფნაა. ეს ყოველთვის გამოწვევებით იყო აღსავსე. ამავდროულად, პრივილეგია გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მე წამოვედი, ჰარვარდში ყოფნის წლებმა მოახდინა ჩემი ტრანსფორმაცია, მაჩუქა მეგობრები და იდეები, რითაც ვმუშაობდი".

Emily Rella

Senior News Writer

Emily Rella is a Senior News Writer at Entrepreneur.com. Previously, she was an editor at Verizon Media. Her coverage spans features, business, lifestyle, tech, entertainment, and lifestyle. She is a 2015 graduate of Boston College and a Ridgefield, CT native. Find her on Twitter at @EmilyKRella.
Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი