უარი, რომელმაც Reddit-ის თანადამფუძნებლებისთვის ტრანსფორმაციული როლი ითამაშა - გზა $6,5 მლრდ-იან ბიზნესამდე
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სოციალური ქსელი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა მსოფლიოში, "რედიტი", თითქმის 20 წლისაა. სანამ კომპანია საჯარო მფლობელობის გახდებოდა (რაც ნიშნავს, რომ მისი წილის შეძენა გარკვეული დათქმებითა და კრიტერიუმებით მომხმარებლებსაც შეუძლიათ) 2024 წლის მარტში, ის უკვე $6,5 მილიარდად იყო შეფასებული.
ახლა "რედიტს" ყოველდღიური 91 მილიონამდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს, თუმცა მისი წარმატება საწყის ეტაპზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. უფრო მეტიც, თავის დროზე "რედიტის" თანამდამფუძნებლები სტარტაპ აქსელერატორ Y Combinator-ის მიერ უარითაც იყვნენ გამოსტუმრებულნი.
"მე და ალექსისმა (რედიტის თანადამფუძნებელი, ალექსის ოჰანიანი) განაცხადი შევიტანეთ დაფინანსებაზე Y Combinator-ში. იდეა იყო, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს ადამიანებს საჭმლის შეკვეთა ტელეფონით შესძლებოდათ",, - იხსენებს ინტერვიუში "რედიტის" თანამდაფუძნებელი და გენერალური დირექტორი, რიდ ჰაფმანი.
ეს იდეა Y Combinator-მა დაიწუნა. ხოლო ოჰანიანსა და ჰაფმანს უთხრეს, რომ სხვა მიმართულებით დაეხარჯათ ენერგია. თუმცა სტუდენტები დანებებას არ აპირებდნენ და ფიქრის შემდეგ შეიმუშავეს "რედიტის" კონცეფცია, რომელიც იმავე Y Combinator-მა $12 000-ით დააფინანსა.
"რედიტის" იდეა ორი საიტის - Delicious-ისა და Slashdot-ის გაერთიანებით შეიქმნა. Delicious-ი ვებსაიტი იყო, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს ბუქმარკებს (ინტერნეტბრაუზერში დამახსოვრებულ, შენახულ ლინკებს) უზიარებდნენ - ეს პლატფორმა Yahoo-მ 2007 წელს იყიდა. Slashdot.org კი ტექნოლოგიებისა და მეცნიერების შესახებ სიახლეების გასაზიარებელი პლატფორმაა და დღემდე მუშაობს.
რედიტის დამფუძნებლებს უნდოდათ, რომ მსგავსი საზოგადოება შეექმნათ, მაგრამ არ ყოფილიყვნენ თემატურად შეზღუდულნი.
"რედიტი" იყო ორივეს ნაზავი, თუმცა გაუმჯობესებული. გულწრფელად გვჯერა, რომ სწორედ ესაა, რასაც 19 წელია ვაშენებთ. ცხადია, მუდმივად ვიცვლებით და ვვითარდებით - მივყვებით მომხმარებლების მოთხოვნებს და ასე ვამრავალფეროვნებთ პლატფორმას", - იხსენებს ჰაფმანი.
მაგალითად, "რედიტის" მომხმარებელთა უმრავლესობის საყვარელი და მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც პლატფორმას აქვს, მცირე საზოგადოებების შექმნაა - საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს შეუძლიათ შექმნან საბრედიტები, გაერთიანდნენ მათთვის საინტერესოში და ისაუბრონ იმ ადამიანებთან, ვისთანაც ბევრი აქვთ საერთო. ეს ფუნქცია "რედიტს" შექმნიდან სამი წლის შემდეგ დაემატა.
წილების საჯაროდ გატანის შემდეგ "რედიტმა" ორჯერ გამოაქვეყნა შემოსავლები და ის ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს. გარდა ამისა, შეთანხმება დადო Google-თან და OpenAI-სთან - მათი ხელოვნური ინტელექტები, Gemini და ChatGPT-ი "რედიტის" პოსტებსაც გამოიყენებენ მონაცემებად.
ჰაფმანი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი წარმოუდგენელი შესაძლებლობების ზღვაა და უხარიათ, რომ ამ ყველაფერში "რედიტი" თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.