Get All Access for $5/mo

სესხი - დაფინანსების ერთ-ერთი წყარო გონივრულად დაგეგმეთ და უხელმძღვანელეთ კომპანიის ბუღალტერიას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურო ირწმუნება, რომ ბიზნესის წარუმატებლობას ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებს: მისი არასწორი დაგეგმვა და ხელმძღვანელობა. ორივე ფაქტორი ბიზნესის დამფუძნებლის არასწორ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. მართლაც, შესაძლოა, თქვენი კომპანიის ბედი მთლიანად შეცვალოს ისეთმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა, როგორიც დიდი დავალიანების დაგროვება და გაუმართლებელი ინვესტიციებია. სტატიაში განხილულია, თუ როგორ უნდა დაგეგმონ გონივრულად ანტრეპრენერებმა საკუთარი კომპანიის ბუღალტერია და როგორ უხელმძღვანელონ მას.

1. აქციების დათმობა თუ სესხის აღება?

ფონდების მოძიებისას, ბიზნესმენები ამ დილემას გამუდმებით ეჯახებიან აქციების დათმობა თუ სესხის აღება? აქციების დათმობის სანაცვლოდ, თანხის მოპოვება მართლაც სახარბიელო შესაძლებლობაა დამწყები ანტრეპრენერისთვის, რომელსაც გარისკვა არ სურს. თუმცა, ბევრი აქციის დათმობა კომპანიაში თქვენს წილს შეამცირებს და შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, სესხის დაფარვა სრულიად რეალურია და იგი ბიზნესზე კონტროლის შენარჩუნების საშუალებას მოგცემთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მართალია, მოკლევადიან პერსპექტივაში დავალიანება შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ გრძელვადიანში წილი შეგინარჩუნოთ და შესაბამისად, დიდი დივიდენდებიც მოგიტანოთ.

მსგავსი სტატია: სტარტაპის ზრდის სტიმულირება - ვენჩურული დაფინანსებით თუ მის გარეშე

2. როდის სჯობს სესხის აღება და როდის აქციების დათმობა

ინტერნეტ და ტექნოლოგიური სტარტაპების უმრავლესობას საწყის ეტაპზე შემოსავლის მიღების გზებზე ნათელი წარმოდგენა არ აქვს. Twitter-ის ტიპის კომპანიებმა, შემოსავლის მიღებამდე, ბიზნესსაქმიანობის გასაგრძელებლად ბევრჯერ მოიძიეს ფული. ამ შემთხვევაში, აქციების დათმობა მართლაც კარგი იდეაა, რადგან ბიზნესს სესხის დასაფარი შემოსავლის ნაკადი ჯერ კიდევ არ აქვს. თუმცა თუ სტარტაპი გაქვთ ან მცირე ბიზნესი სტაბილური შემოსავლითა და ფულადი სახსრების დინებით, რატომ არ უნდა არჩიოთ სესხის აღება აქციების გასხვისებას, სრულიად გაუგებარია.

მსგავსი სტატია: სტარტაპის დაფინანსების სხვადასხვა გზები

3. რა რაოდენობის სესხია მეტისმეტად დიდი?

თითოეული ბიზნესის საწარმოებლად მხოლოდ გარკვეული ოდენობის სესხის აღებაა გამართლებული. ბუნებრივია, კომერციული შემოსავალი ყოველთვის სტაბილური და თანმიმდევრული არ იქნება. საბაზრო ძალებს თქვენ ვერ გააკონტროლებთ, მათი ზემოქმედებით კი, თქვენს პროდუქტსა ან მომსახურებაზე მოთხოვნა შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს. შესაბამისად, მხოლოდ იმ ოდენობის სესხის აღება იქნება გონივრული, რომლის დაბრუნებას იმ შემთხვევაშიც კი შეძლებთ, თუ ერთი ან ორი თვის განმავლობაში შემოსავალი არ გექნებათ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ