Get All Access for $5/mo

5 ნაბიჯი საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად და თქვენს სფეროში წარმატების მისაღწევად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

.

ნებისმიერმა ანტრეპრენერმა იცის, რომ თავის სფეროში იდეური ლიდერობა ბიზნესის განვითარებისა და ბრენდის წინსვლის კრიტიკული ასპექტია. მაგალითად, ჩვენ ყველანი აღფრთოვანებულნი ვართ აღმასრულებელი დირექტორებით, რომლებიც ბრძნულ აზრებს აზიარებენ LinkedIn-ზე ან საყვარელი საინფორმაციო ბიულეტენებისა და პოდკასტების სახელებს. მაგრამ როდესაც ნდობის მოპოვებისა და თქვენი აუდიტორიის მოძებნის დრო დადგება, არ არის გამორიცხული, შეუძლებელი გახდეს იმის გარკვევა, თუ რით უნდა დაიწყოთ. დღეს დიდი ხალხმრავლობაა სოციალურ მედიაში − რით უნდა გახდეს ვინმე გამორჩეული?

საბედნიეროდ, არსებობს გზები საიმისოდ, რომ თქვენი ხმა გაიგონ და გამორჩეული გახდეთ ბრძოლაში. იდეური ლიდერობისთვის, უპირველესად, თავდადება და შრომაა საჭირო, მაგრამ ამას მხოლოდ სწორი სტრატეგიითა და პატიოსანი მიდგომით თუ მიაღწევთ. გთავაზობთ ხუთ მნიშვნელოვან რჩევას, თუ როგორ უნდა გახდეთ პოპულარული თქვენს სფეროში.

ნაბიჯი 1: საკუთარი აზრი გამოხატეთ

იდეური ლიდერობის გზის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ხმის განსაზღვრაა. აუდიტორია დღეს ზედმეტად მგრძნობიარეა არაგულწრფელობის მიმართ და ცრუ ოპტიმიზმს ან არასწორ ინფორმაციას სწრაფად ამჩნევს. არ აქვს მნიშვნელობა, წარსულის წარუმატებლობაზე საუბრობთ, დაუცველობაზე თუ საკუთარ სისუსტეებზე − უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი მოსაზრებების გაზიარებისას, საკუთარი თავისა და გამოცდილებისადმი ერთგული უნდა დარჩეთ.

ანალოგიურად, ერთადერთი გზა არსებობს, რომლითაც შეგიძლიათ ნამდვილად გამორჩეული გახდეთ ბრბოსგან − ყოველთვის ის უნდა იყოთ, ვინც სინამდვილეში ხართ! თქვენი იუმორის გრძნობით დაწყებული და შემოქმედებითი ხედვით დამთავრებული, სხვებისგან უნიკალური იდეები გამოგარჩევთ და ერთგულ მიმდევრებს მოიზიდავთ. სხვების მიბაძვას ნუ შეეცდებით, რომლებიც უკვე არიან ამ სფეროში, რადგან ყოველთვის ორიგინალურობა იმარჯვებს.

ნაბიჯი 2: თითოეული პლატფორმა გონივრულად გამოიყენეთ

როგორც კი თქვენს შეხედულებებში გაერკვევით, ისიც დაადგინეთ, როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენი ცოდნა და იდეები სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე. დღეს უამრავი სოციალური პლატფორმაა. მათ სრულიად განსხვავებულად იყენებენ და ამასთან, თითოეულს განსხვავებული აუდიტორია ჰყავს, ამიტომ სხვადასხვა გზით უნდა გააზიაროთ თქვენი აზრები თითოეულ მათგანზე და ამ დროს, თქვენი ზოგადი გზავნილის ერთგულიც დარჩეთ.

მაგალითად, LinkedIn ძირითადად ტექსტურ ინფორმაციაზეა დაფუძნებული, და იქ ზოგჯერ ვიდეო და გრაფიკული პოსტებისთვისაც არის ადგილი. ეს პლატფორმა სხვების მოსაზიდად და წასახალისებლადაა შექმნილი, ამიტომ გონივრული იქნება, თუ საზოგადოებრივ ასპექტზე გააკეთებთ ორიენტაციას.

სრულიად განსხვავებულ გზებს იყენებენ ვიდეოინფორმაციაზე ორიენტირებული პლატფორმები, როგორიცაა TikTok და Instagram. თუ Twitter-ზე აქვეყნებთ გზავნილს, იგი მოკლე, მხოლოდ ტექსტური პოსტის სახით უნდა იყოს. თითოეული პლატფორმა მნიშვნელოვან უპირატესობას გვთავაზობს სწორად გამოყენებისას, ამიტომ ისინი თქვენი გზავნილის გამოქვეყნებამდე უნდა შეისწავლოთ და ყოველ მათგანზე ერთის გამოყენება არ სცადოთ.

ნაბიჯი 3: სხვებს მოუსმინეთ

"იდეური ლიდერი" − ამ სიტყვების გაგონებისას ყოველთვის იქმნება შთაბეჭდილება, რომ საუბრის წამყვანი ყოველთვის თქვენ იქნებით, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ სხვებსაც უნდა მოუსმინოთ! თქვენს სფეროში ავტორიტეტი რომ დარჩეთ, ცოდნის სრულყოფა და ზრდა აუცილებლად დაგჭირდებათ, თან − განუწყვეტლივ. თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის უნდა გქონდეთ ადგილი საკუთარი თვალსაწიერის გასაფართოებლად, რათა თამაშის სათავეში დარჩეთ − წიგნებისა თუ სტატიების კითხვით დაწყებული და სხვებისადმი პატივისცემის გამოხატვით დამთავრებული.

არასოდეს უნდა გქონდეთ პრეტენზია, რომ ავტორიტეტი ხართ ან ცოდნა გაქვთ, როდესაც ისინი არ გაქვთ. ეს მოსმენის კიდევ ერთი არსებითი ელემენტია. თუ გარკვეული საკითხი თქვენს ცოდნასა და ინტერესებს არ შეესაბამება, არა უშავს, ეს ნორმალურია! თქვენს აუდიტორიას უფრო მეტი პატივისცემა ექნებათ თქვენ მიმართ, თუ ინფორმაციის სფეროს ხარვეზების აღიარებას შეძლებთ, განსაკუთრებით, თუ კონსტრუქციულ კრიტიკას მიიღებთ, როცა უნდა გამოგიცხადონ იგი.

ნაბიჯი 4: გააანალიზეთ, რა მუშაობს

თქვენი აუდიტორიისა და ბრენდის შექმნის გზაზე, რეგულარულად უნდა გადადგათ ნაბიჯი უკან და შეხედოთ, რა იწვევს გამოხმაურებას ადამიანებში. თქვენი გზავნილის გარკვეული ელემენტები სხვებზე მეტ პოზიტიურ გამოხმაურებას ხომ არ იღებს? არის თუ არა კონკრეტული შეკითხვები, რომლებიც ისევ და ისევ ჩნდება?

აუცილებლად ჩართეთ სტატისტიკა და აუდიტორიის გამოხმაურება თქვენი პუბლიკაციების განრიგში, რათა სიცარიელეში არ ისაუბროთ. თქვენმა აუდიტორიამ უნდა იგრძნოს, რომ მათ ორმხრივი დისკუსია აქვთ, ამიტომ, თქვენი გზავნილი იმასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რის გაგებაც მათ სურთ, და ეს იქნება საინტერესო, ხანგრძლივი ურთიერთობის გზა აუდიტორიასთან.

ნაბიჯი 5: რეალურ სამყაროში გამოდით

სოციალურ მედიას, ბლოგებსა და პოდკასტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ეპოქაში იდეური ლიდერობისთვის, მაგრამ დროდადრო თქვენი კომპიუტერის ეკრანს მიღმა გახედვაც არ უნდა დაგავიწყდეთ. უშუალო საუბრებს შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს თქვენი, როგორც იდეური ლიდერის, სრულყოფაზე და ონლაინ აუდიტორიას აჩვენოს, რომ ნამდვილად ზრუნავთ საკუთარ ინდუსტრიაზე.

თქვენი სფეროს კონფერენციებსა და პანელებს დაესწარით, და სხვებთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობით ისარგებლეთ. მხოლოდ ყავის დასალევად შეხვედრაც კი შესანიშნავი საშუალებაა, რათა რეალური მსჯელობისათვის რეგულარულად გამონახოთ დრო. შესაძლოა თქვენი ბრენდის ონლაინგანვითარება მარტივი გეჩვენოთ, მაგრამ ანტრეპრენერების უმეტესობა მაინც პირისპირ საუბრებს ეყრდნობა, ასე რომ რეალური კავშირების დასამყარებლად დროის გამოყოფა არ უნდა დაგავიწყდეთ.

Adam Petrilli

Entrepreneur Leadership Network® Contributor

CEO & Founder, NetReputation.com

Adam Petrilli develops and executes winning strategies while inspiring teams to embrace change to promote business excellence. He thrives during challenging situations and in making high-risk decisions with a strategic revenue-focused perspective to generate growth.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი