Get All Access for $5/mo

ანა ტიკარაძის 5 საუკეთესო სტატია ინსპირაციის მისაღებად! "ნამუს" დამფუძნებელი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

წარმოგიდგენთ "ნამუს" დამფუძნებლისა და Entrepreneur-ის კონტრიბუტორის - ანა ტიკარაძის 5 საუკეთესო სტატიას:

1. მინიმალიზმი ბედნიერი ცხოვრებისთვის

რაც გვაქვს, ნუთუ ყველაფერი გვჭირდება? ან რაც გვინდა, ყველაფერი გამოგვადგება?

ჯერ კიდევ სანამ გაცნობიერებულად, სამყაროს მოვლის მიზნით, მინიმალისტური ცხოვრების წესზე გადასვლას დავიწყებდი, ყოველთვის მიყვარდა ჩემი ნივთების გადარჩევა. რაც ბოლო წლის განმავლობაში არ გამომიყენებია, ესე იგი არ მჭირდება (იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა თუ სამკაული) და ჩემი მეგობარ-ახლობლების მფლობელობაში გადადის ხოლმე. როგორც საჭიროა სხეულის გაწმენდა და სიმსუბუქის შეგრძნება სასიამოვნო განცდაა, ასევეა გარემო − აუცილებელია მისი შემსუბუქება და არასაჭირო ნივთებისგან გაწმენდა.

ვრცლად

2. არ დაკარგო დრო!

უსმინე პოდქასთებს!

უსმენთ პოდქასთებს? თუ კი, დამეთანხმებით, რომ ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება საინტერესოდ გაატაროთ დრო საცობებში, სეირნობისას, ვარჯიშისას, სახლის დალაგებისას, სადილის მომზადებისას, მგზავრობისასა თუ გარუჯვისას. პოდქასთი ეს არის აუდიო ჩანაწერები სხვადასხვა თემაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტ-სივრცეში უფასოდ. ტერმინი "პოდქასთი' ჯერ კიდევ 2004 წელს ბენ ჰამერსლიმ (Ben Hammersley) შემოგვთავაზა ipod-ის და broadcast-ის შერწყმის შედეგად. ბოლო წლებში კი განსაკუთრებით გაიზარდა მისი პოპულარულობა და ბევრისთვის უკვე მედიის ახალი არხი გახდა.

ვრცლად

3. 8 ბუნებრივი გზა გაბედნიერებისთვის

გამოიმუშავეთ ბედნიერების ჰორმონები!

ცნობილია, რომ დოპამინის საშუალებით ხდება სიამოვნების შეგრძნება და ბედნიერების განცდა. დოპამინი ადამიანის ტვინის ერთ-ერთი ნეიროგადამცემია (ერთი ნეირონიდან მეორეზე გადასცემს სიგნალს). ევოლუციურად, დოპამინის დანიშნულება მარტივია − გადარჩენისთვის აუცილებელი ქმედებების წაქეზება, როგორიცაა საკვების მიღება და გამრავლება. ხელოვნურ დოპამინზე დამოკიდებულება საკმაოდ მძიმე კონდიციაა − ტვინი კარგავს უნარს, ბუნებრივი გზით წარმოქმნას სიამოვნების შეგრძნება.

ვრცლად

4. დილის 5 რიტუალი კეთილდღეობისთვის

დილა განაპირობებს მთელ დღეს

ბევრისთვის დილა დღის ყველაზე სტრესული პერიოდია − ადრე ადგომა, მომზადება (საკუთარი თავის და ხშირად სხვებისაც) და სამსახურში გაქცევა. თუმცა, დილა განაპირობებს მთელ დღეს. მახსოვს, ადრე ხშირად ხმარობდნენ გამოთქმას "მარცხენა ფეხზე ადგომა", რაც გულისხმობდა დღის არასწორ დაწყებას და მთელი დღე ნეგატიური განწყობის გაყოლას.

ვრცლად

5. ურთიერთობების ძალა

"რაც შორს გვეჩვენება, თუ საჭიროა, სამყარო ახლოს გაგვიჩენს"

დღეს სოციალური ქსელების საშუალებით ადამიანებთან "კონტაქტი" განსაკუთრებით ადვილია, მაგრამ პირად, რეალურ ცხოვრებაში შექმნილი ურთიერთობები ბევრად ფასეული, ჯანსაღი და ნაყოფიერია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გადავდოთ მობილურები, ავწიოთ თვალები და შორს გავიხედოთ − ჩვენთვის შორს, სამყაროსთვის ძალიან ახლოს. რაც შორს გვეჩვენება, თუ საჭიროა, სამყარო ახლოს გაგვიჩენს.

ვრცლად

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან