ბარაკ ობამას 10 ციტატა მძიმე შრომაზე, მოტივაციასა და კიდევ ბევრ სხვაზე შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტისგან ბევრს ისწავლით
By როზ ლიდენი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბარაკ ობამასგან, ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტისგან ნამდვილად შეიძლება ბევრის სწავლა. ის ამერიკის პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი გახდა და მისმა გამარჯვებამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მთელი სამყარო შეცვალა. ის დღე კი, ისტორიის მნიშვნელოვან დღედ იქცა.
ობამა 2009 წლიდან 2017 წლამდე იყო შეერთებული შტატების ლიდერი. ამასთან ერთად, კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, ჩიკაგოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, გავლენიანი ადვოკატი და სენატორია. ობამას მიღწევები მართლაც გასაოცარია.
მსგავსი სტატია: 25 ბრძნული ციტატა ანტრეპრენერების მოტივაციისა და ინსპირაციისთვის
თქმა არ უნდა იმას, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა რაღაც ნამდვილად იცის წარმატებაზე, ლიდერობაზე, მოტივაციასა და თავდაუზოგავ მუშაობაზე.
შთაგონების მისაღებად ობამას 10 ციტატას გაეცანით.
ცვლილებებზე
"ცვლილებები არ მოხდება, თუ დახმარებისთვის ვინმე სხვას დაველოდებით, ან ხელსაყრელს მომენტს დავუწყებთ ცდას. მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაველოდოთ. ჩვენ თვითონ ვიწვევთ იმ ცვლილებებს, რომლებიც გვჭირდება", − ბარაკ ობამა.
შეუპოვრობაზე
"ცხოვრებაში არაფერი ფასეული ადვილად არ მოიპოვება", − ბარაკ ობამა
მომავალზე
"ჩვენ აქ იმიტომ კი არ მოვსულვართ, რომ მომავლის შეგვეშინდეს, არამედ იმიტომ მოვედით, რომ საკუთარი მომავალი ჩვენსავე ხელებით შევქმნათ", − ბარაკ ობამა.
მოტივაციაზე
"პროგრესი უცებ არ მოდის, გარკვეულ ტალღებად მოედინება. არც პროგრესისკენ მიმავალი გზაა მუდამ სწორი და არც ყოველთვის ია-ვარდებითაა მოფენილი", − ბარაკ ობამა.
უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებაზე
"შესაძლოა, ცინიკოსები ყველაზე მაღალი ხმებით გამოირჩევიან, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე ნაკლებს ისინი მიაღწევენ", − ბარაკ ობამა
ლიდერობაზე
"ერთ ხმას დიდი ძალა აქვს. თუ ერთ ხმას სახლის შეცვლა შეუძლია, ის ქალაქსაც შეცვლის. თუ ქალაქის შეცვლას შეძლებს, მას შტატის შეცვლაც შეუძლია. თუ შტატის შეცვლა შეუძლია, ქვეყანასაც შეცვლის, თუ ქვეყანას შეცვლის, სამყაროს შეცვლასაც მოახერხებს", − ბარაკ ობამა.
თანამშრომლობაზე
"მომავალი ჩვენთვის რაღაც ისეთი მოუხელთებელი კი არ არის, რომელიც ჩვენს კონტროლს მიღმა რჩება, არამედ ისაა, რაც ჩვენი შეთანხმებული და ორგანიზებული მცდელობებით შეგვიძლია უკეთესობისკენ შევცვალოთ", − ბარაკ ობამა.
აზროვნებაზე
"ჩვენ აუცილებლად კარგად უნდა შევითვისოთ სრულყოფილების იდეა. არც ისე ბევრი ადამიანი ანდომებს დიდ დროს იმას, რომ საუკეთესო გახდეს", - ბარაკ ობამა.
შრომისმოყვარეობაზე
"თუ თავდაუზოგავად შრომობთ და თქვენს პასუხისმგებლობას პირნათლად ასრულებთ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ − იმის მიუხედავად, თუ საიდან მოხვედით, როგორ გამოიყურებით და ვინ გიყვართ", - ბარაკ ობამა.
წარუმატებლობაზე
"ამ სამყაროში საკუთარი კვალის დატოვება უზომოდ რთულია. მარტივი რომ იყოს, ყველა შეძლებდა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ეს მოთმინებას და ერთგულებას მოითხოვს, მისკენ მიმავალ გზაზე კი უამრავი წარუმატებლობა შეგხვდებათ", − ბარაქ ობამა.
მსგავსი სტატია: ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს