Get All Access for $5/mo

ლიდერის 3 ცუდი ჩვევა, რომელიც წელს უკან უნდა მოიტოვოთ

By Rob Volpe

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

უნდა ითქვას, რომ 2022 წელსაც იგივე თემებია აქტუალური, რაც 2021 წლის დასაწყისში იყო − Covid-ის შემთხვევების ზრდა; იგივე გაურკვევლობა, გაიხსნება თუ არა ოფისები, გაიხსნება თუ არა სკოლები და უნივერსიტეტები. გარდა ამისა, ბოლო ხანებში ვირუსის ყველაზე გადამდები შტამი გავრცელდა და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა შფოთვა შექმნილი რეალობის გამო. ადამიანთა ნაწილი ცდილობდა, ასეთ ვითარებაში ემოციებს არ დაეთრგუნა. ერთი შეხედვითაც კი ცხადია, რომ მდგომარეობა მარტივი არ არის, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ის შეცდომები უნდა გავიმეოროთ, რომლებიც 2021 წელს (ან თუნდაც 2020 წელს) ლიდერის როლში დავუშვით.

ახლა მრავალი ბიზნესლიდერის საქმეების სიაშია პრობლემების მოგვარება, რომლებიც წარსულში არ ქმნიდა დიდ სირთულეებს (განსაკუთრებით მიწოდების ჯაჭვის, დისტრიბუციისა და პერსონალის საკითხები), ხოლო დღეს გამოსწორებას მოითხოვს.

ეს ქაოსი და ამასთან ერთად, გაურკვევლობა მთელ სამყაროში, ნებისმიერს გაუზრდის სტრესის დონეს მთელ თქვენს ორგანიზაციაში. თითქოს სრულიად ბუნებრივად ჩანს ამგვარ ვითარებაში, ისე, როგორც ძველად ასწავლიდნენ, რომ თავები უნდა დახარონ და პრობლემები მოაგვარონ. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს მხოლოდ გაამძაფრებს სტრესს?

ჩვენი ბევრი ცუდი თვისება ლიდერის როლში თანაგრძნობის ნაკლებობას უკავშირდება. ემპათიის ნაკლებობამ განაპირობა უმთავრესად თანამშრომლების უკმაყოფილება, რამაც "დიდი გადადგომა", სამსახურების მასობრივი დატოვება გამოიწვია. რას იტყვით, წარსულზე ხომ არ სჯობს დაფიქრება და ქცევის მოდელის შეცვლა, რათა უკეთესი შედეგი მიიღოთ, რაც საბოლოოდ თქვენს ორგანიზაციას მეტ წარმატებას მოუტანს?

განვიხილოთ სამი ცუდი ჩვევა, რომელიც 2021 წელში უნდა დატოვოთ, და ახალი ჩვევებსაც მოგაწვდით, რომლებითაც ისინი უნდა ჩაანაცვლოთ.

ცუდი ჩვევა #1: კამერების გათიშვა

გასაოცარია, რამდენი ადამიანი ახორციელებს ვიდეოზარებს გათიშული კამერით. ზოგიერთი ამას ყოველგვარი გამართლების გარეშე აკეთებს, ზოგს კი მრავლად აქვს თავის გასამართლებელი − ცუდი ფონი იქნება ეს, მოუწესრიგებელი თმა თუ უფრო სერიოზული ტექნიკური საკითხები.

ამ დროს, ადამიანები ჩივიან, რომ მათ არ შეუძლიათ ისეთივე კავშირის დამყარება თავიანთ კოლეგებთან, როგორც პირადი ურთიერთობისას შეძლებდნენ. ბუნებრივია, რომ ვერ შეძლებთ. ვერაფერი დაგეხმარებათ, თუ ვერ ხედავთ ადამიანს, ვისაც ესაუბრებით. ურთიერთნდობისა და გაგების ატმოსფეროს ჩამოსაყალიბებლად სიტყვებთან ერთად აუცილებელია ყურადღების გამახვილება არავერბალურ სიგნალებზე.

2022 წლის ახალი ჩვევა: ჩართეთ თქვენი კამერა და იგივე მოთხოვნა წაუყენეთ ყველა მონაწილეს. შემდეგ დააკვირდით, რამდენად უკეთ ახერხებთ საკუთარ კოლეგებთან ურთიერთობას, მათ გაგებას და ისინიც რამდენად უკეთ ურთიერთობენ თქვენთან. და ნუ შეგეშინდებათ, თუ უკანა ფონზე ცოტაოდენი არეულობაა − ეს მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ თქვენც ისეთივე ადამიანი ხართ, როგორც ყველა სხვა.

ცუდი ჩვევა #2: მუდამ საქმის კეთება

ურთიერთობის სპონტანური მომენტებია ის, რაც რეალურად დავკარგეთ ონლაინრეჟიმში მუშაობისას. დერეფანში თანამშრომლების გვერდით გავლა, უცებ შეხედვა და შეკითხვის დასმა, სამზარეულოში ან წყლის გამაგრილებელთან საუბარი − ეს ყველაფერი გაქრა და Slack-ს, Teams-ს და Zoom-ს ჯერ არაფერი მოუფიქრებია ციფრულად ამის ჩასანაცვლებლად. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ არ მოუფიქრებიათ, თუმცა შესაძლოა ეს metaverse-ში გახდეს რეალური.

უკვე აღარ არის შესაძლებელი შეამოწმოთ, როგორ მუშაობს თქვენი გუნდი რეალურად. სავარაუდოდ, პირადი ურთიერთობისას შეძლებდით შემჩნევას, როდის მუშაობდა თქვენი თანამშრომელი სტრესის ქვეშ ან როდის არ შრომობდა მაქსიმალურად. ახლა როგორ უნდა მოახერხოთ? თქვენმა გუნდმა ახალი გზები უნდა გამოძებნოს ერთმანეთთან დასაკავშირებლად და ურთიერთობების დასამყარებლად.

2022 წლის ახალი ჩვევა: დრო და ძალისხმევა გაიღეთ თქვენი გუნდისთვის. შეხვედრის ტრადიციული სცენარი შეცვალეთ, პირველი 10-15 წუთი პირად საუბარს დაუთმეთ. ზოგადი შეკითხვები დასვით, როგორიცაა: "როგორ ხარ?" და არ დაუშვათ, რომ მხოლოდ "კარგად" იყოს პასუხი. იქვე სთხოვეთ, "მეტი მომიყევი..." ეს შესანიშნავი შემდგომი ნაბიჯია, რომელსაც ხშირად ვიყენებ იმისთვის, რათა ადამიანებმა ვრცლად მიპასუხონ ისე, რომ უხერხულად არ იგრძნონ თავი.

და რაც მთავარია, გულახდილი იყავით და საკუთარი გრძნობებიც გაუზიარეთ მათ. ისინი მხოლოდ თქვენს პირად ცხოვრებაში კი არა, თქვენს გრძნობებშიც შემოუშვით. სრულიად ნორმალური იქნება, იმაზეც თუ იტყვით ორიოდ სიტყვას, თუ რამდენად შეშფოთებული ხართ პანდემიის მზარდი შემთხვევების გამო, ან თქვენს ოჯახში რა ხდება. მოიფიქრეთ, რა გსურთ თქვენი გუნდისგან.

ცუდი ჩვევა #3: საუბრები ჯინის ბოთლში დაბრუნების შესახებ

იყავით თუ არა ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც სევდიანად საუბრობდა "სამსახურში დაბრუნებაზე"? ჩვენ კი ვიცით, რომ სამუშაოს განახლებას გულისხმობდით ოფისის გარეთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბევრი ადამიანი ბრაზდებოდა, როდესაც მათ სათანადოდ არ აფასებდნენ, ისინი ბევრს მუშაობდნენ, რომ შინიდან მუშაობა მათთვისაც მომგებიანი ყოფილიყო და მათი დამსაქმებლისთვისაც. ისინი ხომ შეუჩერებლად მუშაობენ თითქმის ორი წელია, მაგრამ თქვენი ფრაზა იმას გულისხმობს, რომ თუ კომპანიას სურს წარმატებული იყოს, ისინი აუცილებლად ოფისში უნდა მუშაობდნენ.

თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ პროდუქტიულობა ისე დიდად არ დაზარალებულა, როგორც ინდუსტრიის ლიდერები შიშობდნენ. წარსული წარსულია და ის უკან დარჩა. ორაგულისგან განსხვავებით, რომელიც დინებას ზემოთ მიჰყვება, რათა ქვირითი ერთსა და იმავე ადგილზე დაყაროს თაობების განმავლობაში, ჩვენი გზა წარსულისკენ შეუქცევადად დაიბლოკა. სხვა ანალოგიას თუ მივმართავთ, ჯინი ბოთლიდან უკვე ამოძვრა და მისი უკან დაბრუნების მცდელობებში წარმატებებს გისურვებთ.

კომპანია Ignite 360 პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული ატარებდა კვლევას, რომელმაც უჩვენა, რომ აშშ-ის ზრდასრულთა 72% ცდილობდა საკუთარი ცხოვრების შეცვლას, ნაცვლად იმისა, რომ 2019 წელში დაბრუნების სურვილი ჰქონოდათ. ხოლო გამოკითხულთა მხოლოდ 18%-ს სურდა ყველაფერი ადრინდელივით ყოფილიყო.

საინტერესოა, ვის სურს ძველ ცხოვრებაში დაბრუნება? აღმოჩნდა, რომ უფრო მეტად ხანდაზმულ, თეთრკანიან, კონსერვატიულ და უფრო მამრობითი, ვიდრე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს. მათ იმ ცხოვრებაში სურთ დაბრუნება, რომელიც ადრე ნორმალურად მიაჩნდათ. ისინი ამაზე სრულიად ღიად საუბრობენ. მაგრამ საქმე ის არის, რომ დრო წინ მიდის და არა უკან. ამიტომ, დროის უკან დაბრუნებაზე არ უნდა იფიქროთ.

2022 წლის ახალი ჩვევა: ცვლილებებზე დათანხმდით და გამოსავალი მოძებნეთ თქვენს თანამშრომლებთან ერთად. დრო დაუთმეთ იმის დადგენას, თუ რა სურთ მათ. დაეხმარეთ მათ თქვენი პრობლემები გაიგონ. თქვენი მოსაზრებები გაუზიარეთ − ის, რაც გაწუხებთ, რომ გუნდი შეკრული არ არის, ან რომ კარგად ვერ თანამშრომლობთ, ან რომ ბრწყინვალე იდეის ძიებაში ხართ. თუ საიჯარო გადასახადის პრობლემა გაქვთ, ესეც გაუზიარეთ მათ, იქნებ გამოსავლის მოძებნაში დაგეხმარონ. "დიდი გადადგომა" გვიჩვენებს, თუ რამდენად შორს არის ეს ჯინი ბოთლიდან.

თქვენ ვერ შეძლებთ მის უკან დაბრუნებას. თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ ამ ჯინთან, რათა ახალი ნორმა დაადგინოთ, რომელიც თქვენს თანამშრომლებთანაა შეთანხმებული. იმ ადამიანებთან დაიწყეთ დიალოგი, რომლებთან ერთადაც მუშაობთ, ვირტუალური კონკურსი ჩაატარეთ, სადაც სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები წამოაყენებენ იდეებს პრობლემის მოსაგვარებლად და საუკეთესო იდეების მქონე გუნდი დააჯილდოვეთ. ჩემს კლიენტებს შორის, რომლებსაც იგივე პრობლემები აქვთ, ყველაზე ბედნიერები ის თანამშრომლები არიან, რომლებმაც წვლილის შეტანა შეძლეს პრობლემის მოგვარებაში, და არა ისინი, რომლებიც ლექციებს ან კარნახს ისმენდნენ.

რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება 2022 წელს? როდესაც სან ფრანცისკოს ყურეში გაჩერებულ სატვირთო გემებს ვუყურებ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მიწოდების ჯაჭვისა და დისტრიბუციის პრობლემები მალე არ მოგვარდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეტი ყურადღება არ უნდა გაამახვილოთ თქვენს თანამშრომლებზე.

თქვენს HR-დეპარტამენტთან ითანამშრომლეთ, იმის დასადგენად, თუ რა სურთ და რა სჭირდებათ თქვენს თანამშრომლებს ამ ეტაპზე. გამოკითხვა არ კმარა თქვენი კომპანიის პულსის შესამოწმებლად. ფოკუს-ჯგუფები ჩაატარეთ, ან უშუალოდ ესაუბრეთ მათ და დაადგინეთ, რა დგას თქვენი მონაცემების უკან. თავად დაუკავშირდით თქვენს გუნდს და ადამიანებს.

ბევრმა კომპანიამ საბოლოო ჯამში გააცნობიერა რეალობა, მიხვდა, რომ თანამშრომლებია მათი ყველაზე ღირებული აქტივი. თქვენც ასე უნდა მოიქცეთ. მათი საჭიროებები უნდა დააკმაყოფილოთ და ისინი თქვენსას დააკმაყოფილებენ. ბოლოსდაბოლოს, თქვენს პრობლემებს მხოლოდ თქვენი თანამშრომლები თუ მოაგვარებენ.

Rob Volpe

Entrepreneur Leadership Network® Contributor

Empathy Activist, Speaker, Author, Chairman/Founder at Ignite 360

Rob Volpe is the author of the award-winning book Tell Me More About That: Solving the Empathy Crisis One Conversation at a Time. He is chairman of Ignite 360, an insights and strategy firm that elevates human understanding to release untapped potential for leading brands and individuals.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან