Get All Access for $5/mo

როდის უნდა გარისკო ყველაფერი Blavity-ის დამფუძნებელ მორგან დებაუნის რჩევები დამწყებ ანტრეპრენერებს

By Nicole Lapin

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მორგან დებაუნი ჯერ კიდევ ტრადიციულ საოფისე სამსახურში მუშაობდა, როცა დამატებით შემოსავალზე დაიწყო ზრუნვა და დამატებითი შემოსავლის წყაროდ მცირე ბიზნესი დააფუძნა. მის დაარსებულ მედიასტარტაპს Blavity ჰქვია და შავკანიან აუდიტორიაზეა გათვლილი.

"გადაწყვეტილება, რომ სამსახური მიმეტოვებინა, არ ყოფილა მყისიერი. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი უკვე დაწყებული მქონდა, ჯერ კიდევ ვრჩებოდი ოფისში", − იხსენებს ანტრეპრენერი.

როგორც თავად იხსენებს, მას ჯერ კიდევ ჰქონდა გადასახადები, რომელთა წინაშე მარტო დარჩენის ძალიან ეშინოდა. თუმცა სამსახურიდან წამოსვლას კარგა ხანს გეგმავდა და გარკვეულ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ უბრალოდ გაერისკა.

ახლა Blavity მისი სრულგანაკვეთიანი სამუშაოა და 150 ადამიანს ასაქმებს. მან $12 მლნ-მდე ფინანსების დაბანდება შეძლო, კომპანიის მონაცემებით კი აუდიტორია ყოველთვიურად 250 მლნ-მდე ე.წ. "მილენიალსა" და "ჯენზის" მოიცავს. ამჟამად Blavity ტექნოლოგიაზე მუშაობს, რათა კომპანიებს განსხვავებული დასაქმებულების აღმოჩენაში დაეხმაროს. როგორ და როდის უნდა აქციო დამატებითი შემოსავალი მთავარ ბიზნესად და როგორ შეიძლება იფიქრო იმის შესახებ, თუ რით ხარ მდიდარი? − მორგან დებაუნი ამ საკითხებზე გვესაუბრა.

როცა Blavity დააარსეთ, ჯერ კიდევ Intuit-ში მუშაობდით. მოხდა მოვლენა, რომელმაც სრულ განაკვეთზე საკუთარი სტარტაპისთვის მუშაობაზე გადართვა დააჩქარა?
რამდენიმე კატალიზატორი იყო. Blavity უნივერსიტეტში შეძენილ მეგობრებთან ერთად დავაარსე. ჩვენი პროდუქტი მინიმალური სიცოცხლისუნარიანობით ხასიათდებოდა, როცა 2014 წლის ივლისში დავაფუძნეთ, და ნორმალურად მიდიოდა ყველაფერი. მასალას უამრავი ადამიანი კითხულობდა, ვიდეოქონთენთს ეცნობოდნენ, თუმცა შემდეგ მაიკ ბრაუნი მოკლეს და სწორედ ამ მოვლენების დროს მივხვდი, რომ ჩემთვის ამ გარემოში უნიკალური ადგილი იყო, მე ამ საქმის კეთებისას სიამოვნებას ვიღებდი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ კორპორაციული სამსახურიდან წამოვიდოდი. ცხადია, ეს ყველაფერი დღეებში არ მომხდარა − რამდენიმე თვე დავიცადე და შემდეგ წამოვედი, როცა უკვე კონსულტაციაც გავლილი მქონდა, თუ როგორ გადავიხდიდი გადასახადებს.

როგორც ვხვდები, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახურიდან წამოხვედით...
გულწრფელად რომ გითხრათ, მაშინ, თითქმის ათი წლის წინ, ექვსნიშნა ხელფასი არ მქონია, თუმცა ახლანდელი გათვლით სწორედ მსგავსი რიცხვის ეკვივალენტი იქნებოდა.

არის თუ არა ბიზნესეტაპები, რომელთა გავლასაც ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს, ვიდრე ისინი სრულ განაკვეთზე თავიანთ ბიზნესზე გადაერთვებიან?
არსებობს ვალდებულებების სხვადასხვა ფაზა. ჩემმა 9-იდან 5-მდე სამსახურმა ხელი შემიშალა ბიზნესის განვითარებაში, რადგან მასზე მუშაობა მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში შემეძლო. ასე რომ, მე კონსულტაციის შემდეგ ბიზნესზე გადავერთე. ამან მეტი მოქნილობა მომცა. შემეძლო საკუთარ საქმეზე ჯგუფურად მუშაობა − კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათი, ან დღეში 10 საათი, ან კვირაში ერთი დღე − რაც მეტ დროს მაძლევდა Blavity-ზე მემუშავა, როგორც ჩემს მთავარ საქმეზე. ასე ვაგრძელებდი სამი წლის განმავლობაში, სანამ Blavity-ის ვაშენებდი. ასე გავაგრძელე მას შემდეგაც კი, როცა დაფინანსების საწყისი კაპიტალი გავზარდე − მსურდა დავრწმუნებულიყავი, რომ ყოველი დახარჯული დოლარი, რომელსაც ჩვენ ვიღებდით ბიზნესისთვის, ბრუნდებოდა ბიზნესში და არ იხდიდა ჩემს ცხოვრების ხარჯებსა და გადასახადებს.

ანუ, თქვენ საკუთარ თავს უყიდეთ დრო, რათა Blavity-ის ემუშავა მაშინ, როცა შემოსავალს არ გაძლევდათ?
დიახ, სწორედ ასე იყო − "ნეგატიური დოლარები".

როცა ინვესტიციის გაზრდაზე მუშაობდით, ეუბნებოდით თუ არა ინვესტორებს, რომ კონსულტაციებსაც გადიოდით?
ცხადია, არა. ამას ჩემს თანამშრომლებსაც კი არ ვეუბნებოდი. არ მინდოდა ადამიანებს ეფიქრათ, რომ Blavity-იზე სრულად არ ვიყავი კონცენტრირებული.

გაიგეს ამის შესახებ?
თავად ვუთხარი, პოსტფაქტუმ. ალბათ, დაახლოებით, ორი წლის შემდეგ.

თქვენ ხშირად უსვამთ ხაზს, რომ განსხვავებაა, იყო მდიდარი და გქონდეს მდიდრის აზროვნება. რას გულისხმობთ?
ბევრ ადამიანისთვის მატერიალისტური საგნებია მიზანი. მათ სურთ, იყვნენ მდიდრები, თუმცა ჩემს შემთხვევაში წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, რომ საკუთარ დროს ვაფასებ ყველაზე მეტად. მდიდარი აზროვნება არის: "ვიცი, რომ ფულს ვშოულობ, ჩემი ტვინი აკეთებს ამას. ამიტომაც უნდა გავუფრთხილდე საკუთარ დროს, სიმშვიდესა და ჯანმრთელობას, როგორც ჩემი სიმდიდრის მთავარ წყაროს". ეს ნიშნავს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას − ღამით, როცა დაღლილი ხარ, ფეხით შინ წასვლის ნაცვლად ტაქსის იძახებ; ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე გადასაფრენად ბიზნესკლასის ბილეთი იყიდე, რათა შეხვედრაზე მოსვენებული მისულიყავი. ბევრი სხვადასხვა არჩევანია, თუმცა მთავარი ისაა, რომ აფასებ საკუთარ თავს, როგორც აქტივს − მთელი პოტენციალის ასათვისებელ უმნიშვნელოვანეს რგოლს.

რადგან ყოველთვის შეგიძლია მიიღო მეტი ფული, მაგრამ არა მეტი დრო.
დიახ, ნამდვილად!

რა რჩევა გაქვს ანტრეპრენერებისთვის, რომლებსაც დამატებითი შემოსავლის წყაროს სრულფასოვან ბიზნესად გარდაქმნა სურთ?
არ აურიოთ ერთმანეთში თქვენი ფინანსები. თუკი რაიმე სახის მცირე ბიზნესი გაქვთ შემოსავლის წყაროდ, მისთვის ცალკე საბანკო ანგარიში გქონდეთ. ეს უკეთ დაგანახებთ, როგორ მიდის ბიზნესის საქმე. წინასწარ გაწერეთ 3-6 თვის ბიუჯეტი. დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი დანაზოგი და გეგმა − "თუკი ეს მოხდება, ვიზამ ამას". მაგალითად, გქონდეთ პასუხი შეკითხვაზე − თუკი ჩემს სამსახურებრივ შემოსავალს ბიზნესიდან შემოსავალი პირველ სამ თვეში ვერ ამინაზღაურებს, შემდეგ რას ვაკეთებ? როცა გეგმა გაქვს, ყველაფრისთვის მზად ხარ და ემოციური გამოფიტვის ნაცვლად მოქმედებ.

ბევრი ადამიანი არ ხსნის დამატებითი შემოსავლისთვის ცალკე ანგარიშს ბანკში, ყველაფერი ერთ პერსონალურ ანგარიშზე აქვთ ხოლმე. თქვენ სეპარირებული ანგარიში გქონდათ?
მე არ მქონდა და საკუთარი შეცდომიდან მომიწია სწავლა. გადასახადები სრული კოშმარი და წარმოუდგენელი არეულობა იყო. გარდა ამისა, საგადასახადო ბენეფიტები, როგორც ბიზნესის მფლობელს, დიდხანს არ მიმიღია ამის გამო.

მოდი, რამდენიმე სცენარი განვიხილოთ. მაგალითად, თუ მე ვყიდი საქონელს Etsy-ზე და არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეიძლება გახდეს უფრო დიდი, როგორ მოვიქცე?
თუკი სამსახურიც გაქვს, პირველი შეკითხვაა: ჩაანაცვლებს ეს საქმე შენს შემოსავალს, თუ მხოლოდ დამატებითი ფინანსები იქნება? თუკი მოგებას იღებ, ეს საქმე მთელ დროს არ გართმევს და გრძნობ, რომ შეგიძლია ნელ-ნელა ზრდაზეც იზრუნო, მაშინ უნდა აწარმოო ბიზნესი. ასევე, გახსოვდეს − თუკი არაფერი გამტყდარა, შეკეთებასაც ნუ ეცდები. ხანდახან მგონია, რომ ადამიანები იმ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ, რომელიც არც კი არსებობს.

ასეც ვიფიქროთ − დავუშვათ, მაქვს იდეა. როგორ მივხვდე, რომ ამით შორს წავალ?
ამით ფულს შოულობ? თუკი არა − მაშინ უბრალოდ ჰობი გაქვს. ასეც შეხედე − თუკი ამ სამუშაოსთვის 10 000-ს ხარჯავ და ამდენივეს იღებ, წყლის ნაყვა გამოგდის. უნდა ხედავდე, რომ საქმის კეთებით წინ მიიწევ.

რას ფიქრობთ დამატებითი შემოსავლის წყაროს დატესტვაზე?
ძალიან ჭკვიანური მგონია. შეგიძლია Facebook-ზე სცადო რეკლამირება, შეგიძლია პროდუქციის ჩაშვებამდე სატესტო ეგზემპლარები გამოუშვა. შეგიძლია ბევრნაირი ტესტირება სცადო ისე, რომ ზედმეტი ფული არ დახარჯო.

გაქვთ ფულთან დაკავშირებით რჩევა, რომელიც ფინანსური შფოთვის დაძლევაში გეხმარებათ?
არასდროს იყო იმაზე დამოკიდებული, ვინ რას მოგცემს ან არ მოგცემს. ინვესტიცია დააბანდე საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებში, რათა ყოველთვის გქონდეს შემოსავალი.

Nicole Lapin

Financial Journalist, New York Times Bestselling Author, Anchor

Nicole Lapin is the New York Times bestselling author of Rich Bitch, Boss Bitch and Becoming Super Woman. She is the host of the nationally syndicated business reality competition show Hatched. Former anchor on CNN, CNBC and Bloomberg. Host of "Money Rehab with Nicole Lapin" launching April 5th.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

თანამშრომელი უპირველეს ყოვლისა

გუნდის მართვის 9 სტრატეგია