Cyber Week Sale! 50% Off All Access

როგორ ავიმაღლოთ ანტრეპრენერული თავდაჯერებულობა?

By Gurpreet Kaur

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანტრეპრენერი თავდაჯერების გარეშე შორს ვერ წავა. საკუთარი თავის რწმენით არავინ ვიბადებით - ამ ყველაფერს ცხოვრებაში გამოცდილების ხარჯზე ვაგროვებთ, განსაკუთრებით ეს ბიზნესლიდერებს ეხებათ. მე მიმუშავია ძალიან ჭკვიან, განათლებულ, კრეატიულ და შრომისმოყვარე ანტრეპრენერებთან, ვისაც თავდაჯერებულობა აკლდა.

გთავაზობთ ჩემს რჩევებს ამ საქმიანობაში თავდაჯერებულობის ასამაღლებლად:

1. გარისკეთ და ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე:

ერთ-ერთი საუკეთესო გზა თავდაჯერებულობის გამოსამუშავებლად რისკის გაღებაა. ეს არ ნიშნავს, რომ უპასუხისმგებლოები უნდა იყოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა დატოვოთ ხოლმე კომფორტის ზონა. წარუმატებლობა ანტრეპრენერული გზის ნაწილია და აუცილებელიც კია, საკუთარ შეცდომებზე სწავლობდეთ. ყოველი წარუმატებლობა ერთი ნაბიჯით გაახლოებთ წარმატებასთან.

2. აკონტროლეთ სტრესის დონე

როცა სტრესი იმატებს, თქვენი ორგანიზმი მას სხვადასხვანაირად პასუხობს. გულისცემის სიხშირე, წნევა იზრდება და თავს უფრო ფხიზლად გრძნობთ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს კარგ მდგომარეობადაც შეიძლება გეჩვენოთ, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ღელვა ხელის შემშლელია. ასეთ მდგომარეობაში დიდია შანსი, რომ იმპულსურად იმოქმედოთ და შეცდომა დაუშვათ.

3. გარშემო გყავდეთ ადამიანები, ვინც მხარს გიჭერენ.

ერთ-ერთი საუკეთესო გზა თავდაჯერებულობის ასამაღლებლად ისაა, რომ ანტრეპრენერების სოციუმში მოხვდეთ და ჩაერთოთ მათ საერთო აქტივობებში. არსებობს სოციალურ ქსელებში დაფუძნებული ჯგუფები, ტრადიციული შეკრებები, რომლებიც უამრავ რესურსსა და კონტაქტზე გაძლევთ წვდომას. შეგიძლიათ, ასევე, დაესწროთ ღონისძიებებსა და კონფერენციებს, რათა ახალი იდეებით აღიჭურვოთ და ახალ ადამიანებს შეხვდეთ, ვინც მხარდაჭერას გამოგიცხადებთ წამოწყებებში.

4. შეისწავლეთ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები

ყველაზე კარგი გზა, გაიგოთ, რის მოტანა შეგიძლიათ საქმეში, საკუთარი თავის მაქსიმალურად ობიექტური შეფასებაა. დააკვირდით, რის კეთება გსიამოვნებთ და რა გამოგდით მარტივად - სწორედ ესაა თქვენი "გენიოსობის ზონა", ანუ საქმე, რაშიც ნამდვილად კარგი ხართ. თუკი დაკისრებული მოვალეობები თავს გაბეზრებთ, კონცენტრაცია გიჭირთ - ეს მოვალეობები ცალსახად სხვისთვისაა განკუთვნილი.

თუკი საკუთარი თავის შეფასება ზედმეტად დამაბნეველია თქვენთვის, შეგიძლიათ უკვე არსებულ ისეთ ტესტებს მიმართოთ, როგორიცაა Myers-Briggs-ისა თუ Enneagram-ის ქვიზები. ეს ტესტები დაგეხმარებათ, გაიგოთ თქვენი ძლიერი მხარეების შესახებ და აღმოაჩინოთ სისუსტეები, როგორი ტიპის პიროვნებებთან უფრო მარტივად შეხვალთ კომუნიკაციაში და, შესაბამისად, იმუშავებთ, და ა.შ. როცა საკუთარი ძალა და სისუსტეები გეცოდინებათ, მიხვდებით, რა მიმართულებით იმუშაოთ და განივითაროთ თავდაჯერებულობა.

5. დაიქირავეთ ის ადამიანები, ვისაც თქვენგან განსხვავებული უნარები და შესაძლებლობები აქვთ

ჩვენ ყველას განსხვავებული ძლიერი და სუსტი მხარეები გვაქვს - ასეა ბიზნესშიც. თქვენ უნდა კონცენტრირდეთ საკუთარ სიძლიერეზე, პარალელურად კი იფიქროთ, როგორ გაანეიტრალებთ სისუსტეებს, განავითარებთ სხვადასხვა უნარს. სწორედ ასე ჩამოაყალიბებთ ბიზნესისთვის გუნდს, რომელიც თქვენს სისუსტეებს დააბალანსებს და თქვენს ხედვას დაუჭერს მხარს. ბიზნესის ზრდასთან ერთად კი გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობაც, როგორც ამ ყველაფრის ლიდერისა.

6. იყავით ემოციურად მდგრადი

ემოციურად მდგრადი და გამძლე ადამიანი ახერხებს, რომ წარუმატებლობას არ მისცეს საშუალება, გატეხოს მისი წინსვლის უნარი. ეს ანტრეპრენერებისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა, რადგან ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა. უნდა შეგეძლოთ, თავი ხელში აიყვანოთ და განაგრძოთ სვლა.

7. გაიფართოვეთ თვალსაწიერი და არასდროს შეწყვიტოთ სწავლა

თავდაჯერებულობის გასაზრდელად კარგი გზაა კითხვა - იკითხეთ წიგნები, სტატიები, სხვათა გამოცდილება. ასე ისწავლით ახალ კონცეფციებს, საკითხებს სხვანაირად შეხედავთ. შეგიძლიათ უსმინოთ პოდკასტებს და უყუროთ ანტრეპრენერების ვიდეოებს - თავდაჯერებულობის გასაზრდელად მრავალი რესურსი არსებობს.

8. იზრუნეთ მენტალურ სტაბილურობაზე

სულიერ, მენტალურ სიძლიერეზე მუშაობა მოგცემთ საშუალებას, თავი იგრძნოთ რაღაც უფრო დიდის ნაწილად და მოგანიჭებთ სიმშვიდესა და სიწყნარის შეგრძნებას. ეს შეიძლება იყოს მედიტაცია, წერა თუ ბუნებაში სეირნობა. გაარკვიეთ, რა მუშაობს თქვენთვის ყველაზე კარგად და გახადეთ ეს თქვენი რუტინის ნაწილად. ასე თქვენ მოახერხებთ, ცენტრში საკუთარი თავი მოაქციოთ და რთულ, სტრესულ პერიოდებში ძალა იპოვოთ.

9. იპოვეთ მენტორი

ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისათვის, რომ თავდაჯერებული გახდეთ, არის მენტორის ყოლა. ადამიანი, ვისაც ეს გზა უკვე გავლილი აქვს, შეძლებს თქვენს დახმარებას, იმავენაირ მოგზაურობაში წინ გაგიძღვეთ და გვერდში დაგიდგეთ მაშინ, როცა ეს გჭირდებათ. გარდა ამისა, მენტორის ყოლა მოგცემთ საშუალებას, განიხილოთ იდეები, მიიღოთ რჩევები და მათ მაგალითზე დარჩეთ მოტივირებულნი.

10. იზეიმეთ წარმატებები, ყველაზე პატარაც კი

ალბათ ამაზე საუბარი არასდროს იქნება საკმარისი, თუმცა, მაინც კიდევ ერთხელ ვიტყვი - პატარა გამარჯვებების ზეიმი და აღნიშვნა საგრძნობლად ზრდის ჩვენს თავდაჯერებულობას. თქვენ ანტრეპრენერი ხართ და თქვენი მოგზაურობის ყველაზე დიდი გულშემატკივარი უნდა იყოთ. ცხადია, არასდროს უნდა დაივიწყოთ საბოლოო, დიდი მიზანი, თუმცა იქამდე ხომ ყველანი პატარ-პატარა მიზნების დასახვითა და მათი მიღწევით მივდივართ? ყოველთვის იპოვეთ დრო ამოსუნთქვისა და ბიზნესსაქმიანობაში თითოეული მიღწევის საზეიმოდ.

და, რაც მთავარია, დაიმახსოვრეთ - თავდაჯერებულობის განმტკიცება ანტრეპრენერულ თავგადასავალში მუდმივი პროცესია. ამას დრო, დიდი ძალისხმევა და სწავლისა და ზრდის სურვილი სჭირდება. თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაზე გამართლებული ინვესტიციაა, რომელიც მყარ საფუძველს ჩაუყრის თქვენს წარმატებას ბიზნესში.

Gurpreet Kaur

Licensed Professional Counselor, Life Coach, Speaker, and Author

Dr. Gurpreet Kaur is a Licensed Professional Counselor, Certified Clinical Mental Health Counselor, Life Coach, Speaker, and an Author. Dr. Kaur is very passionate about self-love, self-empowerment, wellness, reaching the full potential, and quantum mechanics principles application in life.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია