წარმატებული ანტრეპრენერების დილის რიტუალი დილა დღის საუკეთესო დროა, სირცხვილია მისი ძილში გატარება
By ჯონ რამპტონი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ღამის ბუები ბუნებით ნამდვილი შემოქმედები არიან, ტოროლები კი, ბევრად მდიდრები და პროდუქტიულები. ანტრეპრენერებმა, რომლებსაც წარმატების მიღწევა სურთ, გონებაზე იერიში ღამით არ უნდა მიიტანონ. უმჯობესია დროულად დაიძინონ, რომ კომპანიებს ზრდაში დაეხმარონ.
უამრავ ადამიანზე ადრე ვიღვიძებ და ამიტომ ვარჯიშსაც ვასწრებ, საუზმობასაც და ყველაფრის გადახედვასაც, რის გაკეთებასაც მთელი დღის განმავლობაში ვაპირებ. ზოგიერთი დამფუძნებლები მაღვიძარას თიშავენ, ეს ჩვევაც უნდა მოიშალოთ. როგორც კი მაღვიძარა დაგირეკავთ, მაშინვე ადექით. ადრე ადგომას მცირეოდენი ძალისხმევითაც კი ნებისმიერი შეძლებს. ერთსა და იმავე დროს გაღვიძებას ყველაზე მარტივად მაშინ შეძლებთ, თუ მაღვიძარას ღამით 15 წუთით უკან გადაიყვანთ.
ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული იქნებით, რომ საუკეთესო დროს გაიღვიძეთ, ყველაფერს მოასწრებთ, რის გაკეთებასაც სამსახურში წასვლამდე აპირებდით და აღარც აჩქარება მოგიწევთ. ამ რეჟიმის შენარჩუნება უზომოდ მნიშვნელოვანია, თქვენ წარმოიდგინეთ, დასვენების დღეებშიც კი. რიტმიდან არ უნდა ამოვარდეთ, რომ ორშაბათ დილით გასაღვიძებლად საკუთარ თავთან ბრძოლის გამართვა არ დაგჭირდეთ.
წარმატებულ ადამიანებს დილას ურჩევნიათ შემდეგი საქმეების გაკეთება:
1. ივარჯიშეთ
თუ სირბილი გძულთ, სირბილით დაწყება სულაც არ არის საჭირო, მაგრამ სისხამ დილით ვარჯიში ნებისმიერი დღის საუკეთესო დასაწყისია. გამოიყენეთ დილა და ნებისმიერი ვარჯიში გააკეთეთ, რომელიც მოგწონთ. ბრისტოლის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, ყოველდღიური ზომიერი ვარჯიშიც კი საშუალოდ 21 პროცენტით ზრდის პროდუქტიულობას.
მსგავსი სტატია: კალათბურთის ლეგენდის, მაიკლ ჯორდანის 8 ფრაზა მოტივაციაზე, თავდადებულ შრომასა და სხვა თემებზე
2. რაიმე ახალი შეისწავლეთ
ადრე გაღვიძება იმიტომ, რომ სამუშაო გაქვთ, არც ისე სასიამოვნოა. იქნებ ადრე გაღვიძება უფრო მეტად ახალი ენის შესასწავლად, ჩინეთის ომების ისტორიის წასაკითხად ან ნებისმიერი საქმიანობისთვის მოგეწონოთ, რომელიც გიყვართ. დილა გამოიყენეთ − ტვინს საზრდო მიაწოდეთ, რომ ოფისში წასვლამდე შემოქმედებითი განწყობა შეგექმნათ.
3. გააფართოვეთ თქვენი წრე
წერილების გაგზავნა ალბათ სულაც არ მოგწონთ, გაშინებთ კიდეც, მაგრამ რაც მეტს გააგზავნით, მით უფრო გაგიადვილდებათ ამის გაკეთება. ყოველ დილით დრო გამოყავით და მეგობრული შეტყობინება ან რაიმე სტატია გაუგზავნეთ ადამიანს, რომელიც გაინტერესებთ და ვისთან დაახლოებაც გსურთ. ბუნებრივია, ყველა არ გიპასუხებთ. ესეც არაფერი. მხოლოდ ხუთმა პროცენტმა რომ გიპასუხოთ, ეს ყოველწლიურად 18 ახალ ურთიერთობას ნიშნავს.
4. ზუსტად განსაზღვრეთ მიზნები
კონკრეტული გეგმის გარეშე აქეთ-იქით თავქუდმოგლეჯილი სირბილის ნაცვლად, დილით 10 წუთი გამოყავით, ყველაფერი მოინიშნეთ, დღის ან კვირის განმავლობაში კიდევ რისი გაკეთება მოგიწევთ. მართალია თქვენს კალენდარს ეს არ ჩაენაცვლება, მაგრამ თუ გამუდმებით რომელიღაც შეხვედრის თავის არიდებას, გადატანას ან კალენდრიდან საერთოდ წაშლას ცდილობთ, წინასწარ დაადგენთ, პრიორიტეტული რომელია.
5. დააფასეთ ეს დრო
დილის სიმშვიდე სრულ თავისუფლებას გაძლევთ. შეგიძლიად მშვიდად ამოისუნთქოთ. დრო გამოყავით და მხოლოდ ფიქრს მიუძღვენით. ვიდრე ახალი გეგმების შესრულებაზე დაიწყებთ ზრუნვას, ყველაფერზე დაფიქრდით. იმაზეც, რის გამოც ცხოვრების მადლიერი ხართ. ეს განწყობა გაცილებით მეტ ენერგიას მოგცემთ, სტრესს შეგიმსუბუქებთ და რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს ოპტიმისტურად შეხედავთ.
მსგავსი სტატია: მიიღეთ მაქსიმუმი ყოველდღიურად
6. მოემზადეთ დიდი ამოცანებისთვის
დილით თქვენი ტვინი გაცილებით ძლიერია, მაგრამ თუ ოფისში ნახევრად გაღვიძებული წახვალთ, მას თქვენთვის სასარგებლოდ ვერ გამოიყენებთ. დაფიქრდით, მუშაობის დაწყებისას ყველაზე მნიშვნელოვანი რა უნდა გააკეთოთ. თუ ადრე გაიღვიძებთ და ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, სამსახურში უდიდესი სირთულეების დაძლევასაც კი შეძლებთ.
7. ოჯახთან ერთად გაატარეთ დრო
დილა ნამდვილად არ არის მხოლოდ ბიზნესისთვის. ოჯახის წევრებთან ერთად დილის გატარება უზომოდ ბევრს მოგცემთ. დიდხანს იცოცხლებთ, ძვირფას ადამიანებთან ახლოს იქნებით და ჯანსაღ ჩვევებსაც შეინარჩუნებთ. ტელეფონი გვერდით გადადეთ და მათთან იყავით, ელექტრონულ ფოსტას ერთ საათშიც შეამოწმებთ. ახლა თქვენი თავი მთლიანად მათ მიუძღვენით.
ეს ყველაფერი წვრილმანია, მაგრამ წარმატებული ადამიანები დილის რუტინას დიდი შედეგების მისაღწევად იყენებენ. როგორც კი დილის რეჟიმს შეეჩვევით, პროდუქტიული გახდებით. დროულად დაძინებაზე დაიწყებთ ფიქრს, რომ დილით დასვენებულმა გაიღვიძოთ და მზად იყოთ მუშაობისთვის. სულ მალე დილის კარგი ჩვევები ახალი მწვერვალების დაპყრობაში თქვენც დაგეხმარებათ და თქვენს ბიზნესსაც.