Get All Access for $5/mo

5 მარტივი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თანამშრომლების ენთუზიაზმის გასაზრდელად

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წვრილმანები დროთა განმავლობაში გროვდება - აი, რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენი სამუშაო სივრცე უკეთესი გახადოთ თანამშრომლებისთვის.

ბიზნესის მფლობელები და ხელმძღვანელები ყოველთვის ეძებენ სამუშაო სივრცეში პროდუქტიულობის გაზრდის გზებს. კომპანიები ვერ მიაღწევენ წარმატებას, თუ თითოეული თანამშრომელი არ არის მოტივირებული და არ გამოთქვამს მზადყოფნას, იმუშაოს საერთო მიზნების მისაღწევად. გუნდისადმი ჰიპერკრიტიკულმა დამოკიდებულებამ და მიკრომენეჯმენტმა შესაძლოა უკუშედეგი გამოიწვიოს და თანამშრომლებს უფრო მეტი სტრესი და უკმაყოფილება მოჰგვაროს.

ნაცვლად ამისა, თქვენ უნდა მუშაობდეთ ბედნიერი სამუშაო ადგილის შექმნაზე - მშვიდი გარემო, სადაც თავს ყველა ღირებულად და დაფასებულად გრძნობს. ბედნიერება და პროდუქტიულობა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ასე რომ, თუ გსურთ უფრო სწრაფი ტემპით იხილოთ შემოსავლების ზრდა და მიზნებს მიაღწიოთ, ნუ ფოკუსირდებით მხოლოდ საბოლოო პროდუქტზე, არამედ გაითვალისწინეთ თქვენი გუნდის დამოკიდებულებები და აზროვნება. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ყოველივე ეს რეალობად აქციოთ.

  • მიეცით კოლეგებს დადებითი უკუკავშირი

როდესაც თქვენი კოლეგა ისეთ რამეს აკეთებს, რაც თქვენს დღეს ალამაზებს, აუცილებლად აცნობეთ მას ამის შესახებ. ყველას მოსწონს, როდესაც თავს დაფასებულად გრძნობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არიდებს თავს ისეთ მარტივ ქმედებებს, რაც სხვებს დაფასებულად აგრძნობინებს თავს.

დადებითი უკუკავშირის გაცემა შესაძლებელია სამუშაოსთან დაკავშირებული ან რაიმე მარტივი ჟესტით. ნებისმიერი პოზიტიური ქმედება, რაც არ უნდა მცირე მასშტაბის იყოს, იმსახურებს დადებით უკუკავშირს, რათა მსგავსი ქცევა სამომავლოდაც წახალისდეს. თუ ეს ქმედება ძალიან მცირე მასშტაბისაა, შესაძლოა უბრალო მადლიერებაც საკმარისი აღმოჩნდეს, თუმცა, თუ იგი უფრო მნიშვნელოვანია, თანამშრომლებისთვის ბარათის ან მოკრძალებული საჩუქრის გაგზავნა შეგიძლიათ. მთავარია დარწმუნდეთ, რომ მკაფიოდ გამოთქვამთ, რა გააკეთეს მათ სწორად და როგორ იმოქმედა ამან თქვენზე.

  • მიულოცეთ კოლეგებს გამარჯვება

დადებითი უკუკავშირის გარდა, თქვენ უნდა მიულოცოთ კოლეგებს ნებისმიერი გამარჯვება ან მიღწევა. არავის სურს იგრძნოს, რომ მათი შრომა დაუფასებელი დარჩა, განსაკუთრებით სამსახურში. დაუთმეთ დრო თანამშრომლების მიღწევების აღიარებას, იქნება ეს დიდი თუ მცირე მასშტაბის - შესაძლოა მათ გაყიდვების ყოველთვიურ მიზნებს გადააჭარბეს ან ახალი კლიენტი მოიყვანეს.

რა სახისაც არ უნდა იყოს გამარჯვება, დარწმუნდით, რომ აღიარეთ და წაახალისეთ თქვენი თანამშრომლები. მარტივი ელექტრონული წერილი შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს, ან თუ შესაძლებელია მიულოცეთ მათ პირისპირ. შეგიძლიათ განიხილოთ რეგულარული შეხვედრის მასპინძლობა პერსონალის მიღწევების აღსანიშნავად.

  • შეიმუშავეთ საერთო გეგმები

ადამიანები სოციალური არსებები არიან და, შესაბამისად, წარმატებას უფრო მარტივად ჯგუფური მუშაობის დროს აღწევენ. შექმენით საერთო გეგმები, ასევე მკაფიო გახადეთ მიზნები და მოლოდინები. შესაძლოა თანამშრომლებს მალევე გაუცრუვდეთ იმედი და სტრესი განიცადონ, თუ მათთვის ცხადი არ იქნება, რა მოლოდინებს ამყარებს დამსაქმებელი მისგან ან, უბრალოდ, ვერ შეძლებენ კომუნიკაციას კოლეგებსა და ხელმძღვანელობასთან. საერთო გეგმების შედგენა ხელს უწყობს გუნდურ მუშაობასა და თანამშრომლების წახალისებას, რათა არავინ იგრძნოს თავი იზოლირებულად გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

  • წაახალისეთ ღია დიალოგი

კომუნიკაცია აუცილებელია ბედნიერი და პროდუქტიული სამუშაო გარემოსთვის, ამიტომ წაახალისეთ ღია დიალოგი თანამშრომლებს, მენეჯმენტსა და სხვა ძირითად პარტნიორებს შორის. რეგულარულად ისაუბრეთ გუნდის პროგრესზე და მიიღეთ უკუკავშირი იმის შესახებ, თუ რა მუშაობს კარგად და რისი გაუმჯობესება შეიძლება.

გამოყავით დრო პერსონალთან რეგულარული შეხვედრებისთვის და მიიღეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:

  • როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს დროის უფრო ეფექტიანად გამოყენებაში?
  • რაში ხარჯავს ჩვენი გუნდი ყველაზე დიდი დროს? (ელფოსტა, ჩატი…)
  • რა სახის შესვენებები დაგვეხმარება უფრო მეტად ფოკუსირებაში?

გახსოვდეთ, რომ ელექტრონული ფოსტა და საუბარი ჯანსაღი სამუშაო-სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტებია, მაგრამ ზედმეტმა სოციალიზაციამ შეიძლება შეამციროს ფოკუსი. ასევე, გახსოვდეთ, რომ მეცნიერულად დამტკიცებულია - შესვენებები აუმჯობესებს ფოკუსირებას გრძელვადიან პერსპექტივაში. თქვენ უნდა გქონდეთ სტრატეგია იმის შესახებ, თუ როდის და რა ტიპის შესვენებებს გამოიყენებთ პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად და ყურადღების გაფანტვის თავიდან ასაცილებლად.

ღია დიალოგის მხარდაჭერისას შეეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს გუნდი და არ გამოყოთ კონკრეტული პირები. ეს მეთოდი გაგიადვილებთ კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდებას, ვინმეს განსჯის გარეშე.

  • დაისახეთ მკაფიო მიზნები პროდუქტიულობისა და ბედნიერებისთვის

თქვენ ასევე პრიორიტეტული უნდა გახადოთ სამუშაო ადგილზე პროდუქტიულობისა და ბედნიერების მიზნების განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ მოგებასა და ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული მიზნების დასახვა აუცილებელია, ეს არ უნდა იყოს თქვენი ერთადერთი საზრუნავი. განიხილეთ გზები, რომლითაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ სამუშაო სივრცის საერთო ბედნიერებისა და კომფორტის დონე თანამშრომლებისგან უკუკავშირის მიღებით.

მას შემდეგ, რაც გააცნობიერებთ, რომ ბედნიერება და პროდუქტიულობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, თქვენ დაიწყებთ მუდმივ მუშაობას გუნდის აზროვნებისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ყველა თანამშრომელი იქნება უფრო პროდუქტიული, თუ იგრძნობს, რომ მათი პირადი ბედნიერების წყარო აღიარებულია და იკვებება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"