Get All Access for $5/mo

65 უფასო ინსტრუმენტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიისას დაგეხმარებათ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 10,000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და ამ მიზეზით 150-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. საფონდო ბაზარმა დიდი დარტყმა მიიღო. კომპანიები კლიენტებს კარგავენ, ხოლი თანამშრომლები კი, - სამსახურებს. რაღაც საშინელი ვითარებაა, ნებისმიერს გადაიყვანს ჭკუიდან.

პანდემიის საპასუხოდ, Zoom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერიკ იუანმა სულ ცოტა ხნის წინ შეგვახსენა, რომ ერთმანეთს, როგორც შევძლებთ, ისე უნდა დავეხმაროთ. მან ვიდეოკონფერენციის პლატფორმასთან უფასო წვდომის საშუალება მისცა სკოლის მასწავლებლებს, და ასე რომ, მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება შეუძლიათ.

65 უფასო ინსტრუმენტი, რომლიც კორონავირუსის პანდემიისას დაგეხმარებათ

  1. Zoom: ვიდეოკონფერენციის უფასო ინსტრუმენტები სკოლის ყველა კლასისთვის.
  2. Slack: აქ ყველაფერია, უფასო განახლებებით დაწყებული და ფასიანი გეგმებით დამთავრებული გუნდებისათვის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის კვლევაზე, მასზე რეაგირებაზე ან მისი ზემოქმედების შემსუბუქებაზე მუშაობენ. დაინტერესებულ გუნდებს შეუძლიათ ელექტრონული ფოსტით სპეციალური მისამართი გააგზავნონ ამ მომსახურების მისაღებად, და კონსულტაცია მიიღონ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიწყონ უკეთ დისტანციური ერთობლივი მუშაობა.
  3. Humu: უფასო რესურსი ნებისმიერისთვის, ვისაც მეცნიერულად დასაბუთებული რჩევების მიღება სურს იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშაონ უკეთ დისტანციურად, როგორ უნდა ითანამშრომლონ კოლეგებთან, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში არიან მიმოფანტულნი, როგორ უნდა გამოხატონ მადლიერება მათ მიმართ, ვისაც არ აქვს დისტანციურად მუშაობის საშუალება, მაგალითად, მოლარეები და სამედიცინო პერსონალი.
  4. Atlassian: უფასო წვდომა ღრუბლის პროდუქტებზე, პრობლემების და პროექტების თვალყურის დევნების პროგრამულ უზრუნველყოფაზე, მათ შორის, Jira and Confluence. ამასთან ერთად, უფასო წვდომა Trello Business Class-თან გეგმების ორგანიზებისთვის, ერთ წლიანი შეთავაზება საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებისთვის.
  5. Airtable: Airtable Pro გეგმის, თანამედროვე მონაცემთა ბაზის სახით უფასო გამოყენება, ნებისმიერი არა-პოლიტიკური, ჰუმანიტარული მიზნებით, რომელიც კორონავირუსით დაზარალებულთა დახმარებას ისახავს მიზნად. არანაირი შეზღუდვა დროსთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ეს მომსახურება სტუდენტებისთვისაც უფასო გახდება.
  6. PandaDoc: ელექტრონული ხელმოწერის თავისუფალი გეგმა, რომელიც კომპანიებს განუსაზღვრელი რაოდენობის მომხმარებელის მომსახურების შესაძლებლობას, ასევე, განუსაზღვრელი რაოდენობის დოკუმენტის ატვირთვის, განუსაზღვრელი ელექტრონული ხელმოწერების და გადახდების დამუშავების საშუალებას აძლევს.
  7. Wrike: ერთობლივი მუშაობის პლატფორმის უნივერსალური მართვის უფასო ლიცენზიები (პროფესიონალური გამოცემა) ახალი მომხმარებლისთვის 6 თვის ვადით. მიმდინარე კლიენტებს შეუზღუდავი რაოდენობის თანამშრომლების დამატება შეუძლიათ. ამ ვებგვერდზე ვებინარებიც ტარდება და კონსულტაციებიც დისტანციურ მუშაობაზე.
  8. Calendly: უფასო Zoom და GoToMeeting ინტეგრაციები მათი ონლაინ შეხვედრების დასაგეგმი პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რომელიც დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს კავშირზე დარჩენაში დაეხმარება. ეს ადრე პრემიუმ დონის ფუნქციები იყო და ისინი 30 ივნისამდე ხელმისაწვდომი იქნება, აქვეა იმ გუნდებთან წვდომის უფასო პრემიუმ გეგმა, რომლებიც უშუალოდ COVID-19-ზე მუშაობენ.
  9. Smartsheet: უფასო შაბლონები, რომლებიც შეიძლება სხვა ორგანიზაციებმაც გამოიყენონ საკუთარი პანელების შესაქმნელად და მონიტორინგისთვის, თუ რამდენად მზად არიან კორონავურისთან გასამკლავებლად, რომელზეც დაავადებათა კონტროლისა და მონიტორინგის ცენტრის დოკუმენტაცია და სხვა რესურსებიც იქნება, და ასევე, და მათთან დაკავშირებული ცხრილებიც და ფორმებიც.
  10. Support.com: უფასო ტექნიკური მხარდაჭერა ყველას, ვინც ამჟამად დისტანციურად მუშაობს ან სწავლობს.
  11. Bill.com: უფასო 90 დღიანი ხელმოწერა ახალი კლიენტებისთვის, რომლებზეც COVID-19-მა მოახდინა ზეგავლენა. ღრუბლის მომსახურება მცირე და საშუალო კომპანიებს ანგარიშების დამუშავების ავტომატიზებაში, ანგარიშ-ფაქტურების შექმნაში, გადახდების გაგზავნა/მიღებასა და საკუთარი ფულადი სახსრების მოძრაობის მართვაში ეხმარება.
  12. Workable: ახალი ვიდეო ინტერვიუს ჩასატარებელი პროგრამული უზრუნველყოფის უფასო გამოყენების შესაძლებლობა ყველა მომხმარებლისთვის, და წვდომა COVID-19 -ის პასუხების ბიბლიოთეკის ინფორმაციაზე, HR პროფესიონალებისა და ბიზნეს ლიდერებისთვის.
  13. Zoho: დისტანციური აპლიკაციების უფასო ნაკრები პირველ ივლისამდე. აქ 11 აპლიკაციაა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ონლაინ შეხვედრების, საწვრთნელი სესიების, მონაცემთა შენახვის, პროექტების მართვისა და ყოველდღიური მუშაობისთვისაა განსაზღვრული (ტექსტური რედაქტორების, ელექტრონული ცხრილების და პრეზენტაციების სახით).
  14. Google: უფასო, პრემიუმ ვიდეო ჩატის ინსტრუმენტი ივლისამდე, სკოლებისა და კომპანიების დასახმარებლად, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ კორონავირუსის გამო. ამ ფუნქციებში შედის ერთი ზარის დროს 250 მონაწილე, პირდაპირი ტრანსლაცია 100 000 მაყურებელზე დომენის ფარგლებში, და ასევე, შეხვედრების ჩაწერისა და მათი შენახვის შესაძლებლობა Google Drive-ზე.
  15. Cisco: უფასო ლიცენზია ახალი კლიენტებისთვის, რომლებიც ავთენთიფიკაციის ორფაქტორიან ინსტრუმენტს, Duo Security-ის იყენებენ, და გარდა ამისა, სამომხმარებლო ლიმიტის გაფართოვება ახლანდელი კლიენტებისთვისაც, რადგან მათი თანამშრომლების უმრავლესობა სულ უფრო ხშირად მუშაობს სახლიდან. ზუსტად ასეა, მისი ვებ-უსაფრთხოების ინსტრუმენტის, Umbrella-ს და მისი VPN პროდუქტის, AnyConnect-ის შემთხვევაშიც, რომელიც პირველ ივლისამდეა ხელმისაწვდომი. Cisco თავისი ვიდეოკონფერენციის პლატფორმის, Webex-ის მომსახურებასაც აფართოებს არსებული კლიენტებისთვის. შეთავაზებაში შედის აგრეთვე, მისი განუსაზღვრელი დროით გამოყენება, 100-მდე მონაწილის მხარდაჭერა და უფასო ზარი სატელეფონო ხაზით.
  16. Comcast: უფასო Xfinity WiFi ნებისმიერისთვის, და ამასთან, ასევე ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომი "ცხელი წერტილებით". მათ შორის, მათთვისაც, ვინც Xfinity-ის ხელმომწერი არ არის. მომსახურებაზე ხელმოწერის მისაღებად, "ცხელი წერტილების" სიაში უნდა მოძებნოთ ქსელური სახელი "xfinitywifi".
  17. LogMeIn: მთელი გვერდის უფასო ლიცენზირება სამი თვით, ვიდეოკონფერენციის კავშირის გადაწყვეტილებებისათვის, GoToMeeting, შესაბამისი ორგანიზაციებისთვის (ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების, საგანმანათლებლო ინსტიტუციების, მუნიციპალიტეტებისა და არა კომერციული ორგანიზაციებისთვის ).
  18. Loom: ვიდეოს ჩაწერისა და მისი გაზიარების უფასო სერვისი მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის სკოლებში, უნივერსიტეტებში და საგანმანათლებლო ინსტიტუციებში. მათ ასევე მოხსნეს შეზღუდვები უფასო გეგმების ჩაწერაზე და დისტანციური Loom Pro-ს ღირებულებაც გაანახევრეს.
  19. Microsoft: უფასო ექვსთვისნი Office 365 , E1 საცდელი ვერსია, მათ შორის, Microsoft Teams.
  20. Slashtop: უფასო 60 დღიანი ლიცენზიები დისტანციური წვდომის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, Business Access-ზე.
  21. Discord: უფასო, სრულყოფილი ნაკადური გადაცემის სერვისი Go Live, ისე, რომ მას ახლა უკვე 10-ის ნაცვლად, 50 პარალელური მომხმარებლის მხარდაჭერა შეუძლია.
  22. EZTexting: უფასო საგანგებო ტექსტური შეტყობინებების სერვისი სკოლებისთვის. 100,000 გამავალი ტექსტური შეტყობინება ექვსი თვის განმავლობაში, წვდომა კორონავირუსის შეტყობინებების შაბლონებზე და ინდივიდუალური კონსულტაციები.
  23. Yext: უფასო, ახალი პროდუქტი ძიებისთვის ვებგვერდზე,Yext Answers, 90 დღიანი ვადით. ამ ინსტუმენტის გამოყენებით, შეძლებენ შესაბამისი კომპანიები თავიანთი ვებგვერდი, საძიებო სისტემად აქციონ, რომელსაც კონკრეტული პასუხის გაცემა შეუძლია მომხმარებლისთვის COVID-19 თან დაკავშირებულ კონკრეტულ შეკითხვებზე რეალური დროის რეჟიმით.
  24. Linkedin: 16 უფასო სასწავლო კურსი, რომლებშიც რჩევებია, თუ როგორ დარჩეთ პროდუქტიული, როგორ დაამყაროთ ურთიერთობები ადამიანებთან, როდესაც მათთან უშუალო ურთიერთობა არ გიწევთ, როგორ გამოიყენოთ ვირტუალური შეხვედრების ინსტრუმენტები და როგორ უნდა დააბალანსოთ ერთმანეთთან ჯანსაღად ოჯახი და სამუშაო.
  25. Hootsuite: Hootsuite Professional-ის უფასო წვდომა მცირე ბიზნეს კომპანიებისთვის და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის პირველ ივლისამდე. იგი სოციალური ქსელების მართვასა, და თქვენს კლიენტებთან და საზოგადოებებთან კავშირის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
  26. Amazon: უფასო ონლაინ წვდომა დასპონსორებულ კომპიუტერული მეცნიერებების კურსებზე შეერთებულ შტატებში. 6-12 კლასების მოსწავლეებისთვის, და მასწავლებლებისთვის, რომლებიც დისტანციურად ასწავლიან ამ ასაკობრივ ჯგუფს. ამ სასწავლო პროგრამაზე წვდომა მშობლებსაც შეუძლიათ.
  27. Brit.co: უფასო გაკვეთილები "გააკეთე შენი ხელით" ერთიდან ორ კვირამდე. შეკვეთის გაფორმებისას ფასდაკლების კოდი "selfcare" გამოიყენეთ.
  28. Zencastr: უფასო Hobbyist გეგმები, რომლებსაც არც ჩაწერისას ექნებათ შეზღუდვა ან არც კიდევ ადამიანების რაოდენობის მხრივ, მოქმედია პირველ ივლისამდე.
  29. Threads: უფასო წვდომა ერთობლივი მუშაობის ინსტრუმენტებთან და Pro/Team პროექტებთან ნებისმიერი მომხმარებლისთვის პირველ ივლისამდე.
  30. Expensify: დამატებითი კვების პროგრამის ბარათით (SNAP card) აუცილებელი პროდუქტებისა და საქონლის შეძენისას, $ 50-მდე თანხის ანაზღაურება.
  31. Wave: უფასო ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფა (ბუღალტერია, ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშის წარდგენა) მცირე ბიზნესისთვის, ფულადი სახსრების მოძრაობასთან დაკავშირებულ საკითხებში დასახმარებლად, რომლებიც უზომოდ მნიშვნელოვანი ხდება ფინანსური ძვრებისას. COVID-19-ის პანდემიის პასუხად, Wave-მა ფასიანი მომსახურება შეკვეცა აქტიური კლიენტებისთვის, იქ, სადაც შესაძლებელი იყო, ეს მისი მხრიდან ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მცდელობა იყო ძნელბედობის ჟამს.
  32. Jamm: აუდიოვიზუალური კომუნიკაციის უფასო ინსტრუმენტი, რომელსაც დისტანციური გუნდები იყენებენ. თქვენ ვიდეო რგოლების სწრაფად ჩაწერა ან პირდაპირი ზარის განხორციელება შეგიძლიათ თქვენს გუნდთან, ხელმისაწვდომია სამი თვის განმავლობაში.
  33. Carto: ვიზუალიზაციის უფასო პროგრამული უზრუნველყოფა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ იბრძვიან.
  34. Crowdmark: უფასო წვდომა ონლაინ კლასიფიკაციისა და ანალიტიკის პლატფორმასთან 31 მაისამდე.
  35. Epic: უფასო დისტანციური წვდომა კითხვის პლატფორმასთან დაწყებითი კლასებისა და ბიბლიოთეკებისთვის 30 ივნისამდე, საკრედიტო ბარათის გამოყენების გარეშე. სტუდენტებსაც შეუძლიათ წვდომა კომპანიის ციფრულ ბიბლიოთეკასთან, რომელიც 35 000-ზე მეტ წიგნს ითვლის, მათ შორის, აუდიოწიგნებს, ვიდეო მასალებსა და ვიქტორინებს. მასწავლებლებსა და ბიბლიოთეკარებს შეუძლიათ კავშირზე დარჩნენ თავიანთ მოსწავლეებთან, დავალება მისცენ და თვალყური ადევნონ მათ პროგრესს.
  36. ClassTag: უფასო საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც რაიონებსა და სკოლებს თავიანთ ოჯახებთან ურთიერთობაში ეხმარება. პროგრამული უზრუნველყოფა შეტყობინებას აგზავნის, SMS-ის, ელექტრონული წერილის, აპლიკაციის სახით და ვებ გვერდი მას ავტომატურად თარგმნის 55-თაგან ერთ-ერთ ენაზე. ამასთან, პლატფორმა შესაძლოა სტუდენტებმაც გამოიყენონ ვიდეო რგოლების, დავალებებისა და სხვა რესურსების სახლიდან ასატვირთად და ვიდეოკონფერენციის ინსტრუმენტით მომხმარებელს ვირტუალური გაკვეთილების გაშვების საშუალებაც მისცენ.
  37. McGraw-Hill: უფასო რესურსები კლასგარეშე სწავლებისთვის, სკოლის მასწავლებლების დასახმარებლად დისტანციურ სწავლებაზე გადასასვლელად.
  38. Scholastic: უფასო ინფორმაცია 5 დღისთვის და დამატებითი 15 დღის კი, უკვე გზაშია.
  39. Age of Learning: უფასო წვდომა სახლიდან ABCmouse-ზე დაზარალებული სკოლების ოჯახებისთვის, სასწავლო რესურსებზე 2-დან 8 წლის ბავშვებისთვის.
  40. Listenwise: უფასო წვდომა პლატფორმაზე, Listenwise, რომელიც დისტანციურ სწავლებას უჭერს მხარს, იგი თქვენი სტუდენტების დარეგისტრირების, ონლაინ ინდივიდუალური წერითი დავალების შედგენის და დავალებების მიცემის შესაძლებლობას გაძლევთ ავტომატური მოსასმენი ვიქტორინების ნაკრების რამდენიმე ვარიანტით. ეს თქვენ და თქვენს მოსწავლეებს 31 მაისამდე, ან იქამდე მოგცემთ სწავლის საშუალებას, ვიდრე თქვენი სკოლა ისევ არ გაიხსნება.
  41. Peloton: უფასო 90 დღიანი საცდელი ვერსია - ვარჯიშების აპლიკაციაზე ხელმოწერა, რადგან სულ უფრო მეტი სატრენაჟორო დარბაზი იკეტება კორონავირუსის პანდემიის გამო. ეს ადვილად ხელმისაწვდომი ფიტნეს ვარიანტები Peloton-ის მარკის ველოსიპედებს ან კიდევ, სარბენ ბილიკებს არ მოითხოვს. მომხმარებლებს ისეთი კლასების შერჩევა შეუძლიათ, როგორებიცაა, იოგა, მედიტაცია, ძალოსნური ვარჯიშები და ბევრი სხვა.
  42. U-Haul: უფასო საცავი 30 დღე კოლეჯის ყველა სტუდენტისთვის, რომელთა უნივერსიტეტებშიც ცხრილი შეიცვალა.
  43. TripIt: უფასო 6 თვიანი ლიცენზიები ფრენების მონიტორინგის სერვისზე Tripit Pro.
  44. UrbanSitter: უფასო ხელმოწერა მშობლებისათვის ორი თვით COVID-19-ის პანდემიისას. მშობლებს საიმედო დახმარებას გაუწევს ბავშვების მოვლისას, მათ მხარს დაუჭირს, რადგან ისინი ამ პერიოდში სახლიდან მუშაობენ. ყოველი ძიძა შემოწმებულია, UrbanSitter მშობლებს რაც შეიძლება დიდ ინფორმაციას აწვდის დასაბუთებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
  45. Dialpad: უფასო ორთვიანი წვდომა სატელეფონის ღრუბლის სისტემაზე, Dialpad Talk Pro. ამაში შედის აგრეთვე, ვიდეოკონფერენციები და UberConference Business.
  46. 1Password:უფასო ბიზნეს ანგარიშები პირველი 6 თვის განმავლობაში. მართეთ თქვენი სამუშაო ძალა ნებისმიერი ადგილიდან, და სრულიად უსაფრთხოდ გაუზიარეთ სისტემაში შესასვლელი კოდები, პაროლები და სხვა მნიშვნელოვანი რესურსები თანამშრომლებს, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ.
  47. Vidyard: უფასო უსაფრთხო ვიდეო შეტყობინებები შიდა კომუნიკაციების გასაუმჯობესებლად ნებისმიერი კომპანიისათვის.
  48. Cloudfare: უფასო პროდუქტები მცირე ბიზნესისა და დისტანციური თანამშრომლებისთვის, რომ მუშაობა უსაფრთხო და მარტივი იყოს, ეს პოლიტიკა მინიმუმ შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
  49. Panopto: უფასო სამთვიანი წვდომა ვიდეო ინფორმაციის გადაღებასა და გავრცელებაზე კომპანიების, უნივერსიტეტების, კოლეჯების და სკოლებისთვის. იგი თანამშრომლებსა და სტუდენტებს სწავლის გაგრძელებისა და დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.
  50. OneLogin: უფასო წვდომა, პლატფორმაზე Trusted Experience Platform™ მასწავლებლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო სწავლების ვირტუალურ გარემოში გადადიან. უფასო პლატფორმა, რომელსაც რეგისტრაციის ერთი წერტილი აქვს (SSO), და მრავალფაქტორული აუთენტიფიკაცია (MFA) სერტიფიკატების საფუძველზე, უსაფრთხო ვირტუალურ გამოცდილებას უზრუნველყოფს სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ყველა პედაგოგებისთვის.

51. SentinelLabs: კიბერუსაფრთხოების პლატფორმა SentinelOne Core უფასოა 16 მარტიდან 16 მაისის ჩათვლით. ღრუბლის პლატფორმა SentinelOne Core -ის მასშტაბირება ადვილია, რის გამოც მოსახერხებელია, როგორც ბიზნესის, ისე თანამშრომელთა დასაცავად, რომლებიც სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადადიან.

52. Waterfall Security: უფასო ლიცენზიები პროდუქტზე, Free Remote Screen View (ეკრანის დისტანციური ნახვა) ხელმისაწვდომია კლიენტებისთვის, რომლის მიმწოდებლის პერსონალსა და მთავარ თანამშრომლებს უკვე აღარ შეუძლიათ მოგზაურობა ინფრასტრუქტურის საწარმოო და კრიტიკულ ობიექტებში. Remote Screen View, ინდუსტრიული სამუშაო სადგურების რეალურ გამოსახულებებს აგზავნის ვებ სერვერზე, რომელზე დისტანციურ მიმწოდებლებს აქვთ წვდომა.

53. OneClick: დისტანციური წვდომის უფასო საბაზისო სასტარტო პაკეტი შემდეგი სამი თვის განმავლობაში მათ დასახმარებლად, ვინც დისტანციურად მუშაობს.

54. 8x8: უფასო ვიდეო შეხვედრები ნებისმიერი მომხმარებლისთვის. გთავაზობთ 80+ ადგილობრივ სატელეფონო ნომერს (მათგან 11 უფასოა) 55+ ქვეყნიდან, და 50 მონაწილესთან შეხვედრის შესაძლებლობას ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე.

55. Bloomz: საკომუნიკაციო სერვისის უფასო პრემიალური ვერსია ყველა სკოლისთვის 30 ივნისამდე. პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რეალური დროის რეჟიმში შეატყობინოს მშობლებსა და მოსწავლეებს განახლებების შესახებ და ასევე, მათ გაკვეთილები, ნამუშევრები და მოსაზრებები გაცვალონ.

56. HR Acuity: უფასო ვერსია ბიზნესის დასახმარებლად, რომ თანამშრომლებს COVID-19-ის პანდემიისთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარონ. შეზღუდული გამოცემა თანამშრომლებს დოკუმენტაციასა და მონიტორინგის ფუნქციასთან აძლევს წვდომას, რაც კომპანიებს აძლევს საშუალებას კრიზისის გავლენას დააკვირდნენ ადამიანებზე. ეს შეზღუდული ვერსია უკიდურეს შემთხვევაში, პირველ ივლისამდე იქნება ხელმისაწვდომი იმ კომპანიებისთვის, რომლებშიც 100-ზე მეტი თანამშრომელია.

57. Avid: უფასო, დროებითი ლიცენზიები შემოქმედებით ინსტრუმენტებზე კვალიფიციური მედიაკომპანიებისა და საგანმანათლებლო სფეროს კლიენტებისთვის. 16 მარტიდან 17 აპრილამდე მომხმარებლებს, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ იმის გამო, რომ მათი ობიექტები დაიხურა, 90 დღიანი ლიცენზიების მიღება შეუძლიათ Media Composer / Ultimate, Pro Tools, Pro Tools / Ultimate и Sibelius / Ultimate-ზე. გარდა ამისა, სასწავლო დაწესებულებების ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ჩვენს პროდუქტებს იყენებს და სკოლაში, ან სასკოლო დაწესებულებებში ვეღარ დადის, ამავე პროდუქტზე 90 დღიანი ლიცენზიის მიღება შეუძლია.

58. TechSmith: უფასო ლიცენზიები 30 ივნისამდე პროგრამულ უზრუნველყოფაზე - TechSmith Snagit screen capture software და TechSmith Video Review.

59. BlueJeans: თავისუფალი წვდომა ვიდეოკონფერენციის მომსახურებაზე 90 დღის განმავლობაში სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

60. Adobe: უფასო წვდომა სახლიდან, Creative Cloud აპლიკაციებზე შესაძლებელია სტუდენტებისა და პედაგოგების მოთხოვნით 31 მაისამდე. Adobe ასევე, 90 დღიან თავისუფალ წვდომას გთავაზობთ Adobe Connect -თან ვებ კონფერენციების ჩასატარებლად პირველ ივლისამდე.

61. DropBox: უფასო ხელმოწერები სამთვიანი ვადით, DropBox Business და HelloSign Enterprise Enterprise-ზზე არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაზე არიან ორიენტირებულნი. ამ სერვისით სარგებლობას განსაკუთრებულად სთხოვენ ორგანიზაციებს, რომლებიც ვირუსის შეჩერებაზე მუშაობენ ან დაზარალებულებს ეხმარებიან

62. Box: უფასო პლატფორმა ფაილების გასაზიარებლად და ერთობლივი მუშაობისთვის სამი თვის განმავლობაში. ეს შეთავაზება ბიზნეს გეგმებისთვისაა განსაზღვრული და მონაცემთა შეუზღუდავ საცავს, მობილურ წვდომას და გაფართოებულ ინფორმაციას მოიცავს მომხმარებელსა და უსაფრთხოებაზე.

63. Mailchimp: უფასო სტანდარტული ანგარიშები 30 ივლისამდე შესაბამისი ჯგუფებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს კრიტიკულ ინფორმაციას აგზავნიან COVID-19 -ის შესახებ.

64. SurveyMonkey: ექსპერტების მიერ დაწერილი ანკეტების უფასო შაბლონები, თანამშრომლების, კლიენტებისა და გაცილებით ფართო წრეებისგან მონაცემთა შესაგროვებლად, რომლებზეც კორონავირუსმა მოახდინა ზეგავლენა.

65. Salesforce: უფასო წვდომა ტექნოლოგიებზე საგანგებო რეაგირების გუნდების, ცხელი ხაზის, ჯანდაცვის სისტემების სამედიცინო დახმარების მართვის ჯგუფებისთვის, რომლებსაც კორონავირუსთან ჰქონდათ შეხება.

შესაძლოა ეს სია განახლდეს და ამიტომ, გარკვეული ხნის შემდეგ კიდევ ერთხელ გადახედეთ ამ მონაცემებს. თქვენ ასევე, ყველა ბმულის ნახვაც და ახალი უფასო წინადადებების გამოგზავნაც შეგიძლიათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია