Get All Access for $5/mo

ადამიანური რესურსების აღდგენის 10 გზა სწრაფი ზრდისა და ბედნიერი თანამშრომლების მხარდასაჭერად HR-ის "ახალ ნორმაში" უკვე აღარ არის ყველასთან ერთი საზომით მიდგომა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Marker

პანდემიამ ანტრეპრენერებს ბევრი მკაცრი გაკვეთილი ჩაუტარა, მაგრამ მათ შორის მთავარი ერთია − "თუ თქვენ არ ზრუნავთ თანამშრომლებზე, არც ისინი იზრუნებენ თქვენს ბიზნესზე".

ჩემთვის მტკივნეულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ადამიანური რესურსების მთავარი ოფიცრისა და HR-კონსულტანტის პოზიციებზე მუშაობისას, ჩემ თვალწინ გარკვეული მოვლენები ხდებოდა. კერძოდ, ზოგიერთი კომპანია დახმარებას იღებდა და აგრძელებდა სიცოცხლეს ან რამდენიმე კვირაში იღუპებოდა, როდესაც მოუმზადებელი იყო. ასევე ვნახე, რომ ზოგიერთები უმკლავდებოდნენ ვითარებას, წარმატებასაც კი აღწევდნენ − ბიუჯეტთან, შემოსავლებთან და მომხმარებელთა ბაზებთან დაკავშირებული უპრეცედენტო პრობლემების მიუხედავად, რომ აღარაფერი ვთქვათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, X ფაქტორი კომპანიის ერთგულება (ან ერთგულების ნაკლებობა) საკუთარი ხალხისადმი და მისი პერსონალის უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერება იყო.

საინტერესოა, რამდენად დიდი ცვლილება შეიძლება მოხდეს ექვს თვეში. ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, თუ რა გავლენას მოახდენდა პანდემია დისტანციურ მუშაობაზე, ერთ ღამეში მომხდარ ციფრულ ტრანსფორმაციაზე და ღიმილებზე Zooms-ში. მაგრამ ყველა, ვინც ახლა ბიზნესშია, აცნობიერებს, რომ ეფექტური მართვა და თანამშრომლების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება ვირტუალური დისტანციიდან სრულიად განსხვავებული თამაშია.

მოგწონთ თუ არა ეს თქვენ, რასაც უნდა ფიქრობდეთ ადამიანური რესურსების შესახებ, სწორედ ეს არის ფრონტის ხაზი და ცენტრი გადარჩენისთვის ბრძოლაში, მომავალი ზრდის დაგეგმვაში. ახლა კულტურისა და სტრატეგიის დროა, რომ საუზმე, სადილი და ვახშამი, ან კიდევ რაიმე სხვა, ერთად მივირთვათ.

ჩვენს მშვენიერ ახალ სამყაროში, თქვენ არ უნდა გქონდეთ ისეთი დამოკიდებულება ადამიანური რესურსების მიმართ, თითქოს ის ხარჯების ცენტრი ან ტალანტების თავშეყრის მიყრუებული ადგილი, ან კიდევ განადგურების ადგილი იყო.

ახლა, როდესაც ოფისზე მიმართული პერსონალის მართვის სისტემა მოძველდა, რა უნდა გააკეთონ სწრაფად მზარდმა კომპანიებმა, რომ ადამიანური რესურსების დეპარტამენტებს და თანამშრომლებს თავიანთი ცხოვრების საუკეთესო სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა მისცენ და შრომის ნაყოფიერება და მომგებიანობა გაზარდონ?

1. ადამიანური რესურსები რეალური უნდა გახდეს

გულწრფელობა ჯერ არასოდეს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის. ყველა დაზარალდა, ყველგან კარანტინია შემოღებული, სკოლები დახურულია და შვებულებები აღარ არის. აღიარეთ ტკივილი (მათიც და საკუთარიც), ნებისმიერს ისე მოექეცით, როგორც ზრდასრულს. ზრდასრულებს, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ სამსახურის შერჩევა ძალიან ბევრ სხვა კომპანიაში, რადგან ახლა ყველა დისტანციურად მუშაობს და ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია მუშაობა.

რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი თანამშრომლები (ტელეფონით, Slack-ით, ელექტრონული ფოსტით, ნებისმიერი საშუალებით, რაც მათთვის იქნება სასურველი), რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი ფიზიკურად აქტიურები და ფსიქიკურად ჯანმრთელები არიან და ყველაფერი აქვთ შინ, რაც სჭირდებათ, რათა უკეთესად გააკეთონ თავიანთი საქმე. Slack-ზე მოდულები დააინსტალირეთ, რომ თანამშრომლების განწყობა და ჩართულობა აკონტროლოთ − თუ ეს უსაფრთხოა, სოციალურად დისტანციური, დასაშვები და თანაც, ამის განხორციელება შესაძლებელია. დროდადრო გამონახეთ ერთმანეთთან პირადად შეხვედრის საშუალება. პიროვნული ურთიერთობა და გამხნევება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

კეთილი სიტყვა შეაწიეთ და დაეხმარეთ თანამშრომლებს, რათა უკეთესი პროფესიონალები და ადამიანები გახდნენ, მიმოხილვებს ნუ დაელოდებით. ჩაერიეთ, როდესაც აუცილებელია, ნებისმიერი წამოაყენეთ ფეხზე, სიცხადე შეიტანეთ, როდესაც რაიმე გაურკვევლობაა, დასვენების დღე მიეცით, ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარეთ.

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე დიდი დისტანცირების პერიოდმა, შესაძლოა, ადრინდელზე მეტად დააახლოვოს ერთმანეთთან ლიდერები, მენეჯერები და თანამშრომლები.

2. შეაჩერეთ არაკონკურენტუნარიანი შეთანხმებები

არაკონკურენტუნარიანი შეთანხმებები აკრძალულია, ან კიდევ ბევრ იურისდიქციაში, რომლებიც დანიშნულების მთავარ პუნქტებს წარმოადგენენ სამუშაოდ, სრულიად დაუსაბუთებლად მეტისმეტად ზღუდავენ შედარებით დაბალი რგოლის თანამშრომლებს.

3. მათ სასარგებლო უპირატესობები მიეცით და არა ეშმაკური შეღავათები

თუ არ ხართ დარწმუნებული, რა არის მნიშვნელოვანი თქვენი თანამშრომლებისთვის, მათ გამოკითხვა ჩაუტარეთ! ეს უნდა იყოს ჯანდაცვის სერიოზული შეღავათები, ტელემედიცინის შემთხვევაში, მცირე თანხების გადახდა, გულუხვი (მაგრამ შეუზღუდავი არა) შვებულების დღეები და სერიოზული გადაწყვეტილებები მენტალური ჯანდაცვის შემთხვევაში (24/7 გრაფიკით კონსულტაცია, თანამშრომელთა დახმარების პროგრამები, კომპლექტები CareKits ორსულობისთვის, უშვილობის მკურნალობის კურსის დაფინანსება, ბავშვთა და მოზრდილთა მოვლა), იურიდიული მომსახურება, მოქნილი სამუშაო რეჟიმი, გულუხვი შვებულება მშობლებისთვის.

4. გაცილებით მოქნილი და შიდა მობილობის მქონე სამუშაო ძალები შექმენით

წაახალისეთ მენეჯერები, მთელი კომპანიის მასშტაბით შეადგინონ პროექტების სია, რათა სხვა დეპარტამენტებისა და ამბიციური თანამშრომლებისგან მიიღონ დახმარება, რომლებსაც თავის გამოჩენის სურვილი აქვთ. დაეხმარეთ ადამიანებს, მხოლოდ თავიანთი ვიწრო მოვალეობების შესრულებაზე კი არ იზრუნონ, არამედ კარიერაშიც ჰქონდეთ წინსვლა. ისინი კარიერულ საკითხებში თვით კომპანიაში მოამზადეთ და კომპანიის მენეჯერებსა და ლიდერებთან ერთად დაეხმარეთ, ეს გზები წინასწარ გაიკვალონ.

თვალყური ადევნეთ პროგრესს და მის შესაფასებლად შრომის ნაყოფიერების მართვის სხვადასხვა გადაწყვეტილება გამოიყენეთ, რომლებიც დიალოგს უწყობს ხელს მენეჯერებს, თანამშრომლებს, პერსონალსა და ხელმძღვანელობას შორის. ამასთან ერთად, ხელს უწყობს შედეგები ნებისმიერისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, ვინც კი სამუშაოს შესრულებაში მონაწილეობს და ნებისმიერმა იცოდეს, რას მოელიან მისგან − განვითარების სფეროები იქნება, კარიერულ გზაზე წინსვლა, აქციები თუ დაწინაურებები. როდესაც შესაძლებელია, თქვენი მოსაზრებები გაუზიარეთ თანამშრომლებს, თვალყური ადევნეთ მათ დადგენილი გრაფიკის მიხედვით, რომ პროგრესი გარანტირებული იყოს.

5. დაიქირავეთ მრავალფეროვანი პერსონალი

თქვენი მთავარი პრინციპი (და მომგებიანობის მასტიმულირებელი ძალა), უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო ადგილის შექმნაზე ზრუნვა უნდა იყოს. აქტიურად დაიქირავეთ, გზა გაუხსენით და პოპულარიზაცია გაუწიეთ სხვადასხვა კატეგორიისა და ფერის ადამიანებს. შემდეგ ეტაპზე, უკვე უფრო მეტად ინკლუზიური კულტურის და არა მხოლოდ უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ადამიანები დაიქირავეთ. დაეხმარეთ მრავალფეროვანი ნიჭის მქონე ადამიანებს, თავიანთი ისტორიები კამერის წინ ყველას გაუზიარონ.

6. თანამშრომლებად ქოუჩები მიიღეთ

ისეთი თანამშრომლები მიიღეთ სამსახურში, რომლებიც ქოუჩინგს ატარებენ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე, მენეჯერებად და ლიდერებად გახდომაზე, პროდუქტიულობის გაუმჯობესებაზე. მათ LinkedIn Learning ან სხვა რესურსები მიაწოდეთ, რომ მუდმივად გააგრძელონ სწავლა. წიგნის კლუბი შექმენით. რეგულარულად ჩაატარეთ ტრენინგები ლიდერობაზე (და ჩაიწერეთ და ინტერნეტში დაპოსტეთ ეს მასალები). მორიგეობით ჩაატარეთ სხვადასხვა ტიპის შეკრება − ვირტუალური ლანჩები, თან, სწავლება, თანამშრომლების, ქოუჩებისა და მენეჯმენტის ხელმძღვანელობით. დაეხმარეთ ადამიანებს უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში; შემდეგ კი თქვენს კომპანიას დაეხმარეთ, რომ ამით ისარგებლოს. მოგვიანებით, სწავლებისა და სხვადასხვა ჯგუფური ღონისძიება თანამშრომელთა შრომის ეფექტურობის შეფასებისას მიმოიხილეთ.

7. გააანალიზეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება

თქვენს სამუშაო გამოცდილებას თავიდან ბოლომდე გადახედეთ, რათა თითოეული ნაწილის ოპტიმიზება შეძლოთ. მათ შორის, კანდიდატის პოზიციაზე, უპირატესობებზე და ხელფასზე, შიდა კომუნიკაციის ღია და ანონიმურ არხებზე, მყისიერ გამოხმაურებებსა და მუშაობის ყოველთვიურ შეფასებებზე, თანამშრომელთა ჩართულობის მიმოხილვებზე, შესაბამის ჯილდოებსა და აღიარებაზე (როგორც კოლეგების, ისე მენეჯმენტის მხრიდან), თანამშრომელთა და მენტორთა ჯგუფების დამოკიდებულებაზე, შიდა მობილობის პროგრამებზე, სტანდარტიზებულ პრომოაქციებზე, დაწინაურებასა და კომპენსაციის პაკეტებზე. ამასთან ერთად, ინტერვიუებსა და კურსდამთავრებულთა პროგრამებსაც.

8. იყავით გულწრფელი

დამსაქმებლის ავთენტური ბრენდი შექმენით, რომელიც თანამშრომლებზეა ორიენტირებული. დიდი მიმოხილვები საჭირო აღარ არის. საკუთარ თანამშრომლებს დაეხმარეთ თქვენი საუკეთესო ელჩები გახდნენ, თანმიმდევრულად გადადგით სწორი ნაბიჯები და კარგად მოეპყარით მათ.

9. იყავით მოქნილი

ყველაზე მოქნილი იმ დროს, როდესაც თქვენი კომპანია იზრდება, HR Tech Stack-ია. გარანტია უნდა გქონდეთ, რომ თქვენი სისტემების (ATS, HRIS, on-board, შიდა ქსელი, ხელფასის დარიცხვა, Slack/Teams) გამოყენება მარტივია, და ისინი შესაბამის მონაცემებს აგროვებენ და გაწვდიან კიდეც, ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად და ერთმანეთთან ურთიერთობებისთვის (API თქვენი საუკეთესო მეგობრები არიან) ). ჰო, და არ უნდა დაგავიწყდეთ თქვენი პერსონალის (განსაკუთრებით, ნიჭიერების შეძენის) საკუთარ ფინანსურ მოდელზე მიბმა.

10. თქვენი თანამშრომლები ჩართეთ საქმეებში

დაეხმარეთ თქვენს თანამშრომლებს, ყველა პროცესი და სტრატეგია ვიდეოს სახით ჩაიწერონ შიდა ბაზისთვის.

დაბოლოს: HR არ უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებულად რთული, მტკივნეული ან მეტისმეტად ძვირადღირებული. კარგად მოეპყარით თანამშრომლებს და მათ ზრდაში დაეხმარეთ. სანაცვლოდ, ისინი თქვენს კომპანიას გაზრდიან და განავითარებენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან