Get All Access for $5/mo

ავტონომია კომპანიის თანამშრომლებისთვის - სანათა ჩარგაზია, სინგულარი "სინგულარი", 150 დასაქმებული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia
სანათა ჩარგაზია, PHRi™ HR-დეპარტამენტის ხელმძღვანელი „სინგულარი“

როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ თქვენ, როგორც დამსაქმებელს, სხვა კომპანიებისგან?

როდესაც "სინგულარის" გამორჩეულობაზე ვსაუბრობთ, უპირველესად, აღსანიშნავია კომპანიის საერთაშორისო მასშტაბის წარმატება. "სინგულარი" iGaming-ის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია და ბევრი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, როგორიც არის, მაგალითად, მსოფლიოში უმსხვილესი iGaming კონკურსის SIGMA-ს ფარგლებში მოპოვებული ჯილდო "წლის Omni-channel პროვაიდერი"; ასევე, წელს, ტალინში, BSG-კონკურსში მიღებული ჯილდო − "სპორტსბეთინგ ტექნოლოგიების ამომავალი ვარსკვლავი". ახლაც, "სინგულარი" რამდენიმე ავტორიტეტული მსოფლიო კონკურსის ფინალშია და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს ელოდება.

ორგანიზაციული კულტურით, სტრუქტურით, სამუშაო გარემოსა და მენეჯმენტის სტილით, "სინგულარი" თანამედროვე, 21-ე საუკუნის კომპანიაა. ორგანიზაციის დეცენტრალიზებული სტრუქტურა კომპანიის თანამშრომლებს ავტონომიის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და ამავდროულად, პრობლემების სწრაფი გადაჭრის საშუალებას აძლევს. "სინგულარში" სამუშაო გარემო უსაფრთხო, მეგობრული, თავისუფალი, უშუალო და დადებითია.

კომპანიის ერთ-ერთი სლოგანი − #Be Ahead, მიგვანიშნებს, რომ "სინგულარის" მთავარი ღირებულება და წარმატების ძირითადი ფუნდამენტი ინოვაციისა და სიახლეებისკენ უწყვეტი სწრაფვაა. ასევე აღსანიშნავია ის საერთაშორისო გარემო, სადაც "სინგულარის" თანამშრომლებს მუშაობა გვიწევს. სამი ქვეყნის: საქართველოს, მალტისა და მაკედონიის ოფისები ერთ გუნდად მუშაობენ, ასრულებენ ურთიერთდამოკიდებულ საქმეს და იღწვიან საერთო მიზნისთვის. ეს მრავალფეროვნება გუნდის წევრებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გაიზიარონ პრობლემის გადაჭრისა და მუშაობის განსხვავებული პერსპექტივები, შეხედულებები, მიდგომები, შეიძინონ საერთაშორისო პრაქტიკა და კიდევ უფრო მეტად განავითარონ როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული კომპეტენციები.

რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს კომპანიაში დასაქმებულების სამუშაო რეჟიმზე?

"სინგულარი" შეზღუდვების დაწესებისთანავე სრულად გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და დღემდე კომპანიის ყველა თანამშრომელი შინიდან მუშაობს. აღსანიშნავია, რომ კომპანია პანდემიამდეც მოქნილი სამუშაო რეჟიმით ფუნქციონირებდა. თანამშრომლებს ეს უფლება ხელშეკრულების ძალით აქვთ გარანტირებული. შესაბამისად, თვითდისციპლინა უკვე ორგანიზაციული კულტურის ნაწილია და ჩვენ შემთხვევაში, პანდემიის ეფექტები სამუშაო რეჟიმის მართვაზე შერბილებულია. რა თქმა უნდა, დისტანციურ რეჟიმში სისტემურად გამოიყენება ჯგუფური და ე.წ. standup-შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში მაღალტექნოლოგიური ონლაინპლატფორმების მეშვეობით, ბიზნესპროცესების უწყვეტობა სრულად უზრუნველყოფილია. ციფრული საკომუნიკაციო არხების, თანამშრომლების შიდა მოხმარების პროგრამებისა თუ სხვა ტექნოლოგიების დახმარებით, საჭირო ინფორმაციის გაზიარება დროულად ხდება; შეხვედრები, ინტერვიუები, გუნდური და სხვა სახის სამუშაოები, რომელიც ინტერაქციას მოითხოვს, ონლაინრეჟიმში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

როგორ ახერხებთ თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნებას?

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საკმაოდ ეფექტიანად ადაპტირდა ახალ რეალობასთან, ჩვენც ვდგავართ იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც დისტანციური მუშაობის რეჟიმს ახლავს. ცნობილია, რომ მსგავსი ფორმატით ხანგრძლივად მუშაობა თანამშრომლების ჩართულობასა და კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება.

იმისათვის, რომ თანამშრომლებმა არ იგრძნონ ორგანიზაციული მხარდაჭერის, სოციალური რაპორტისა და პირდაპირი კომუნიკაციის დანაკლისი, ვიყენებთ საკმაოდ მრავალფეროვან ხერხებსა და აქტივობებს. ვცდილობთ თანამშრომლებს ვაგრძნობინოთ, რომ არაფერი შეცვლილა და ისინი უწინდებურად ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არიან; აქტიურად გამოიყენება შიდა მოხმარების პროგრამები და სოციალური ჯგუფები კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გასაზიარებლად; გაძლიერებულია თანამშრომლებისთვის უკუკავშირის მიცემის სისტემა; ვცდილობთ თანამშრომლებთან ინდივიდუალურ კომუნიკაციას და ხშირად ვუგზავნით გამამხნევებელ სიურპრიზებს.

იმისათვის, რომ თანამშრომლებმა ნაკლებად იგრძნონ ფიზიკური დისტანცია ორგანიზაციისაგან, იმ ღონისძიებების ნაწილმა, რომლებიც ადრე ჩვეულებრივ რეჟიმში ტარდებოდა, ონლაინ გადაინაცვლა. მაგალითად, კომპანიამ ტრადიცია არ დაარღვია და ონლაინივენთით აღნიშნა მაკედონიის ოფისის დაბადების დღე, რომელმაც შესანიშნავად ჩაიარა. ასევე, ჩატარდა სხვადასხვა სახის როგორც ინფორმაციული, ასევე გასართობი სოციალური აქტივობები: ონლაინსამზარეულო მასტერკლასები, თამაშები, Q&A-სესიები, პრეზენტაციები.

ვინაიდან, სამწუხაროდ უცნობია, თუ როდის დასრულდება დისტანციური მუშაობის რეჟიმი, ჩვენ ამ ფორმატში თანამშრომლების მოტივაციის პროგრამებზე მუშაობას განვაგრძობთ და აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი სამივე ოფისის თანამშრომლებს კიდევ ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ.

ვფიქრობ, ამ სიტუაციაში თანამშრომელთა მოტივაციისა და კეთილდღეობისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია სამუშაოს უსაფრთხოება. საბედნიეროდ, "სინგულარი" იმ კომპანიათა რიგებშია, რომელიც არსებული ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, აგრძელებს როგორც განვითარებას, ასევე გაფართოებას და თანამშრომლები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.

როგორია თანამშრომლის დაწინაურების პოლიტიკა?

ვინაიდან აქტიური განვითარებისა და გაფართოების რეჟიმში ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, ხშირია დაწინაურების შემთხვევები. ორგანიზაციის პოლიტიკის თანახმად, მაქსიმალურად მხარდაჭერილია შიდა კადრების წინსვლა და უპირატესობა სწორედ მათ ენიჭებათ. ორგანიზაციაში ხორციელდება ყოველწლიური შეფასების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება, მათ შორის − დაწინაურების შესახებ. თუმცა ამავდროულად, ჩვენი მიდგომა საკმაოდ მოქნილია და დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილებები არ შემოისაზღვრება მხოლოდ ფორმალურად დადგენილი პროცედურებით.

ჩვეულებრივ, დაწინაურებულ თანამშრომელს სრული მხარდაჭერა და საჭირო რესურსები აქვს ახალი როლის შესასრულებლად.

აქვე დავამატებ, რომ "სინგულარში" ხშირია როტაცია და ნებისმიერ თანამშრომელს, რომელსაც პროფესიის ან პროფილის შეცვლა სურს, კომპანიისგან სრული თანადგომა აქვს.

როგორ ახერხებთ დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას?

კომპანიის მთავარი სლოგანია #beoutstanding, რომელიც თავისთავად მოიცავს სწრაფვას სწავლისა და განვითარებისკენ.

"სინგულარში" კარგად გვესმის თანამშრომლების ღირებულება და გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენი კომპანიის მსოფლიო მასშტაბის წარმატების შემოქმედები სწორედ თანამშრომლები არიან.

ერთ-ერთი წყარო, საიდანაც დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლება ხდება, თანამშრომლებს შორის ცოდნის მუდმივი გაზიარება და სწავლაზე ორიენტირებული კლიმატია. ამასთან, გლობალურ პროექტებზე მუშაობა და საერთაშორისო გუნდის წევრობა ჩვენს თანამშრომლებს განვითარების განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს.

გარდა ამისა, ტრენინგები, სხვადასხვა სასერტიფიკაციო კურსები და კონფერენციები ის მიმართულებაა, რაშიც ორგანიზაცია რესურსებს არ ზოგავს. "სინგულარის" უკლებლივ ყველა თანამშრომელს წვდომა აქვს უამრავ პროფესიულ ტრენინგზე მსოფლიოს წამყვან ონლაინპლატფორმებზე, როგორიცაა edX, pluralsight, coursera, angular-university, udemy, codeacademy, atlassian, lynda და ბევრი სხვა.

ჩვენს კომპანიას პრეტენზია აქვს, რომ ჰყავდეს საუკეთესო ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები სამივე ოფისში და შესაბამისად, მათ განვითარებაზე ზრუნვა კომპანიის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი