Get All Access for $5/mo

ბიზნესი VS კორონავირუსი კრისტინა დოროში, VISA

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

კრისტინა დოროში

Visa-ს მენეჯერი კავკასიის რეგიონში

"კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტი Visa-ს გუნდის თითოეული წევრის ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა, ამიტომ, Visa თავის თანამშრომლებს მთელ მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, შინიდან მოქნილი მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი უმრავლესობისთვის დისტანციური და ერთობლივი გუნდური მუშაობა, შესაძლოა, სრულიად ახალი იყოს, და ამიტომ, ადაპტირებისათვის და პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად, გარკვეული დრო და ძალისხმევა აუცილებელი იქნება.

როგორც მენეჯერმა ადამიანებთან ურთიერთობის საკითხებში, მე თვითონ უნდა დავგეგმო საკუთარი სამუშაო დღე, მაგრამ ასევე, ჩემს გუნდსაც უნდა დავეხმარო, ამ ახალ რეალობაში კავშირზეც დარჩნენ და პროდუქტიულებიც იყვნენ. ქვემოთ რამდენიმე რჩევაა, რომლებიც პირადად მე, შინიდან მუშაობის რეჟიმზე გადასვლაში მეხმარება:

  • შეადგინეთ სამუშაო გრაფიკი და იცოდეთ, როდის იწყებთ და როდის ამთავრებთ თქვენს სამუშაო დღეს;
  • გამოყავით თქვენი სამუშაო სივრცე, სადაც იზოლირებასა და სათანადო მუშაობას შეძლებთ;
  • ისე ჩაიცვით, რომ სამუშაო განწყობა გქონდეთ;
  • დრო გაანაწილეთ, ყველაფრისთვის გამოყავით დრო. თქვენს სამუშაო გრაფიკში შესვენებებიც შეიტანეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, იმაშიც იყოთ დარწმუნებული, რომ შინ მუშაობისას ისვენებთ და ასევე იმაშიც, რომ შინიდან კარგად მუშაობთ;
  • რეგულარულად მიირთვით საკვები და საკმარისი წყალიც დალიეთ. თქვენს სამუშაო დღეს ფიზიკური ვარჯიშიც დაამატეთ;
  • გუნდთან რეგულარული შეხვედრები დაგეგმეთ, დისტანციური მუშაობის ტექნიკური ინსტრუმენტები გამოიყენეთ, რეგულარული უკუკავშირი უზრუნველყავით, მხარი დაუჭირეთ თქვენს გუნდს და წაახალისეთ.

ჩვენი კომპანია ყურადღებით ადევნებს თვალს ვითარებას. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მზად ვართ COVID-19-ის პოტენციურ ესკალაციასთან გასამკლავებლად. მათ შორის, ჩვენი საპასუხო ღონისძიებებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განახლების ჩათვლით. ამ ღონისძიებების ნაწილი იყო ახლახან ჩატარებული სწავლება, რომელზეც ჩვენი გლობალური გუნდების გარკვეული სეგმენტები შინიდან მუშაობდნენ. მთავარი მიზანი ჩვენი დახმარება იყო, ჩვენი მდგრადობის გეგმების შემოწმება და გაძლიერება, და ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფა დეცენტრალიზებული სამუშაო ძალით.

ჩვენს მთავარ პრიორიტეტად, უპირველესად, საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა რჩება, და ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების კომპლექსური ზომები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი COVID-19-ის გავლენა ჩვენს გუნდებზე და კლიენტების მომსახურების უნარზე. კვლავ უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ საკუთარ კლიენტებსა და პარტნიორებს. ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალყურს ვითარებას და მის შედეგებს მთელ მსოფლიოში, და უწინდებურად ვართ დარწმუნებულნი საკუთარ შესაძლებლობებში, რომ ამ პერიოდში შეუფერხებლად შევძლებთ მუშაობას.

ჩვენი როლი, ამასთან, საზოგადოებების მხარდაჭერაშიც უნდა გამოიხატებოდეს. საქართველოში Glovo-სთან გავერთიანდით იმ ხანდაზმულთა მხარდასაჭერად, რომლებიც დაავადების გავრცელების გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამიერიდან, ყოველთვის, როდესაც მიტანის სერვისს, Glovo-ს შეუკვეთავთ და Visa-ბარათით გადაიხდით მის ღირებულებას, Visa თავის მხრივ, "კათარზისისა" და სხვა პანსიონატების ბენეფიციარებისთვის საკვების მისაწოდებლად, კურიერული მომსახურების თანხას გააორმაგებს. მაგალითად, თუ თქვენ 3,5 ლარს იხდით, Visa-ც ამდენივეს გადაიხდის კომპანიის ფონდებიდან, რათა "კათარზისის" მფარველობაში მყოფ პანსიონატებში მცხოვრები ხანდაზმულების საკვების მიწოდების სერვისის ღირებულება დაფაროს."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"